ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე ხმების თითქმის 90% აქვს დათვლილი.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში ხმების მიხედვით ორი პარტია ლიდერობს: "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". მათთან ერთად 5 %-იან ბარიერს გადალახავს "პატრიოტთა ალიანსიც".
ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტებს შორის პროპორციული წესით 77 საპარლამენტო მანდატი უნდა განაწილდეს.
ცესკო-ს უახლესი შედეგების მიხედვით, პროცენტული მაჩვენებლების შესაბამისად, პარლამენტში პროპორციული ადგილები ასე გადანაწილდება:
"ქართული ოცნება" - 44 მანდატი
"ნაციონალური მოძრაობა" - 27 მანდატი
"პატრიოტთა ალიანსი" - 6 მანდატი
ამასთან, 150 წევრისგან შემდგარ პარლამენტში დანარჩენი 73 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული წესით. მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებას ის კანდიდატი მოიპოვებს, რომელიც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კანდიდატებმა ვერ მიიღეს 50%-ზე მეტი, ინიშნება მეორე ტური. ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, რეგიონებშიც და თბილისშიც, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა ოლქების უმრავლესობაში მეორე ტურია მოსალოდნელი.
ასევე დაგაინტერესებთ: