პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკოს პირველადი მონაცემები მაჟორიტარებზე: რომელი კანდიდატები ლიდერობენ რეგიონებში
ცესკოს პირველადი მონაცემები მაჟორიტარებზე: რომელი კანდიდატები ლიდერობენ რეგიონებში

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა 18:07 სა­ათ­ზე

ცეს­კო წი­ნას­წარ მო­ნა­ცე­მებს უკვე აქ­ვეყ­ნებს. გთა­ვა­ზობთ ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, დათ­ვლი­ლი ხმე­ბის მი­ხედ­ვით პირ­ვე­ლად მო­ნა­ცე­მებს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან:

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, გო­რის 41-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში 32,37%-ით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი იო­სებ მაკ­რა­ხი­ძე ლი­დე­რობს, მე­ო­რე ად­გილს კი - 19,13%-ით "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" კან­დი­და­ტი ირაკ­ლი ალა­სა­ნია იკა­ვებს.

ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ხმა­თა 18,2% მი­ი­ღო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა, ხოლო 17,03% - "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა ალექ­სი გოგ­ლი­ძემ.

გო­რის მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში 41 უბნდი­დან დათ­ვლი­ლია 17 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, გორ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური და­ი­ნიშ­ნე­ბა.

ხა­შუ­რის 43-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში 32,88%-ით "თო­ფა­ძე - მრეწ­ვე­ლე­ბი, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს" კან­დი­და­ტი სი­მონ ნო­ზა­ძე ლი­დე­რობს.

მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა ხმა­თა 20,01% და­აგ­რო­ვა, ხოლო როინ მა­ხა­რობ­ლი­ძემ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" - 18,01%.

43-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში სულ 52 უბა­ნია. აქე­დან ამ დრო­ის­თვის 26 უბ­ნის შე­დე­გე­ბია დათ­ვლი­ლი.

მცხე­თის 37-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ დი­მიტ­რი ხუნ­და­ძეს 40.53%, ხოლო და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­დატ ცე­ზარ ჩო­ჩელს 40,03% აქვს. შე­სა­ბა­მის მო­ნა­ცე­მებს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია აქ­ვეყ­ნებს.

გარ­და ამი­სა, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა კონ­სტან­ტი­ნე მორ­გო­ში­ამ ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 7.86% მი­ი­ღო, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა ირაკ­ლი ბე­რი­აშ­ვილ­მა 6,08%, "და­ვით თევ­ზა­ძე - სა­ქარ­თვე­ლოს მშვი­დო­ბის­თვის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა და­ვით მეზვრიშ­ვილ­მა 2.03%, "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის" კან­დი­დტ­მა გი­ორ­გი გუ­გა­ვამ 2,37%, "სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია - სტა­ლი­ნე­ლე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძემ კი 0.34%.

აღ­ნიშ­ნულ ოლ­ქში ამ დრო­ის­თვის 45 უბ­ნი­დან დათ­ვლი­ლია 30 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი.

ბორ­ჯო­მის 45-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ 53.81% მი­ი­ღო.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა ტა­რი­ელ ლონ­და­რი­ძემ ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 20.2%, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა ზუ­რაბ ხა­ჩი­ძემ 12.44%, "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე - სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა კა­ხა­ბერ ბე­რი­ძემ 5.12% მი­ი­ღო. 45-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით 70 უბ­ნი­დან დათ­ვლი­ლია 37 უბ­ნის შე­დე­გე­ბი.

სა­ჩხე­რის 53-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა პა­ა­ტა კვი­ჟი­ნა­ძემ 89.06% მი­ი­ღო.

გარ­და ამი­სა, აღ­ნიშ­ნულ ოლ­ქში "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა ზუ­რაბ ცერ­ცვა­ძემ 5.4%, "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე - სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი სამ­ხა­რა­ძემ 1.75% მი­ი­ღო. სა­ჩხე­რის 53-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში ამ დრო­ის­თვის 55 უბ­ნი­დან დათ­ვლი­ლია 53 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა პა­ა­ტა კვი­ჟი­ნა­ძეს, ის სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბის" წევ­რია და ზვი­ად ძი­ძი­გუ­რის პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას წარ­მო­ად­გენ­და, თუმ­ცა ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" სა­არ­ჩევ­ნო სიით მი­ი­ღო.

ქუ­თა­ი­სის 49-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ­მა კობა ნარ­ჩე­მაშ­ვილ­მა ხმა­თა 39,64% და­აგ­რო­ვა, ხოლო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა გიგი წე­რე­თელ­მა - 36,21%.

აღ­ნიშ­ნულ ოლ­ქში 43 უბ­ნი­დან დათ­ვლი­ლია 24 უბ­ნის შე­დე­გე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ქუ­თი­ა­სის 47-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ სა­არ­ჩევ­ნო ოლქს, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" კან­დი­და­ტი გე­ნა­დი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი 40,29%-ით ლი­დე­რობს, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი თევ­დო­რა­ძემ კი ხმა­თა 29,17% და­აგ­რო­ვა. აღ­ნიშ­ნულ ოლ­ქში 44 უბ­ნი­დან მო­ნა­ცე­მე­ბი დათ­ვლი­ლია 30 უბან­ში.

ქუ­თა­ი­სის 48-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში დათ­ლი­ლია 27უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი 41-დან. წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა დი­მიტ­რი მხე­ი­ძემ ხმა­თა 45,85% და­აგ­რო­ვა, ხოლო "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ - 27,65%.

ხო­ნი­სა და ვა­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ 54-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ლი­დე­რობს.

54-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში ამ დრო­ის­თვის 60 უბ­ნი­დან დათ­ვლი­ლია 58 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვილ­მა ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 59.13%, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა ზუ­რაბ ჯი­ბუ­ხა­ი­ამ 22.48%, "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე - სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა მე­ლორ ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა 11.95% მი­ი­ღო.

ზეს­ტა­ფო­ნის 52-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში 44 უბ­ნის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, მე­ო­რე ტუ­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ზეს­ტა­ფო­ნის 52-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში ამ დრო­ის­თვის 46 უბ­ნი­დან 44 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბია დათ­ვლი­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა შალ­ვა კიკ­ნა­ვე­ლი­ძემ ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 43,97%, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა ბეჟან ბუ­ცხრი­კი­ძემ 27,76 %, და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა კან­დი­დატ­მა ილია კო­კა­ი­ამ 19,98%, "უსუ­ფაშ­ვი­ლი - რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა კი 2,53% მი­ი­ღეს.

სა­გა­რე­ჯოს 23-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში, 46 უბ­ნის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, მე­ო­რე ტუ­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. აღ­ნიშ­ნულ ოლ­ქში ამ დრო­ის­თვის 50 უბ­ნი­დან დათ­ვლი­ლია 46 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლის თა­ნახ­მა­დაც, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა რო­მან მუ­ჩი­აშ­ვილ­მა ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 46.39%, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა 25.14%, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა ირმა ინაშ­ვილ­მა კი 19.89% მი­ი­ღო.

თე­ლა­ვი-ყვა­რე­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ N27-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" კან­დი­დატ­მა ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა ხმა­თა 42,09% და­აგ­რო­ვა, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი ბოტ­კო­ველ­მა კი - 34,98%.

ამ დრო­ის­თვის 27-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში არ­სე­ბუ­ლი 47 უბ­ნი­დან დათ­ვლი­ლია 42 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­დე­გე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური და­ი­ნიშ­ნე­ბა.

მარ­ტვი­ლი - აბა­შის გა­ერ­თი­ა­ნუ­ბულ 62 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში, სა­დაც ამ დრო­ის­თვის 59 უბ­ნი­დან 58 უბ­ნის შე­დე­გე­ბია დათ­ვლი­ლი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი ოთარ და­ნე­ლია 51.24%-ით ლი­დე­რობს.

ცეს­კო-ს წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბით, ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, აღ­ნიშ­ნულ ოლ­ქში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა ზაალ გო­რო­ზი­ამ ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 31,91%, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ 6.74%, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა ირი­ნა თო­ფუ­რი­ამ 3.16%, "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე - სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" კან­დი­დატ­მა და­ვით თო­ფუ­რი­ამ კი 6,11 % მი­ი­ღო.

ოზურ­გე­თის 59-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე ლი­დე­რობს. აღ­ნიშ­ნულ ოლ­ქში სულ 49 უბა­ნია, სა­ი­და­ნაც ამ დრო­ის­თვის 22 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბია დათ­ვლი­ლი. ამ მო­ნა­ცე­მე­ბით, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში იმარ­ჯვებს. მას 54,52 %-იანი მხარ­და­ჭე­რა აქვს.

მე­ო­რე ად­გილ­ზეა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­რი და­ვით მჟა­ვა­ნა­ძე, რო­მელ­საც ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მხა­რი 19, 48 %-მა და­უ­ჭი­რა.

6,89 % აქვს "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" კან­დი­დატ თე­ი­მუ­რაზ სა­ლუქ­ვა­ძეს, 6,1 % - "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" კან­დი­დატ შოთა გო­გი­ბე­რი­ძეს, ხოლო 6,09 % - "ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ ავ­თან­დილ ჩხა­ი­ძეს.

ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 66-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში, 49 უბ­ნი­დან 14 უბ­ნის შე­დე­გე­ბი დათ­ვა­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პირ­ველ ად­გილს 50,08 %-ით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ედი­შერ თო­ლო­რა­ია იკა­ვებს.

მე­ო­რე ად­გილ­ზე - 43,02 %-ით არის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტი სან­დრა რუ­ლოვ­სი. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა კან­დი­და­ტებს, ხმე­ბის 3,23 % მი­ი­ღო "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" კან­დი­დატ­მა ირაკ­ლი ჩან­გე­ლი­ამ, 2,92 % კი - "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე - სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" კან­დი­დატ­მა.

ახალ­ცი­ხის 44-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა ვაჟა ჩი­ტაშ­ვილ­მა 44.7%, ხოლო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი კო­პა­ძემ 37.79% მი­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩე­ნებს, ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, აღ­ნი­შულ ოლ­ქში და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა კან­დი­დატ­მა ნუგ­ზარ პა­რუ­ნაშ­ვილ­მა ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 6.65%, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა შალ­ვა გო­გო­ლა­ძემ 3.61% მი­ი­ღეს. 44-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში 53 უბ­ნი­დან დათ­ვლი­ლია 22 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი.

მარ­ნე­უ­ლის 36-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში მე­ო­რე ტური სა­ვა­რა­უ­დოდ 2 ნო­ემ­ბე­რამ­დე ჩა­ტარ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ " ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მარ­ნე­უ­ლის N22 სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ია­კობ ასა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

"N35 მარ­ნე­უ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში ხმე­ბის 56% " ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ­მა რუს­ლან გა­ჯი­ევ­მა მი­ი­ღო, ხოლო 36%" ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა აზერ სუ­ლე­ი­მა­ნოვ­მა. რაც შე­ე­ხე­ბა N36-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლქს, ვი­ნა­ი­დან ვერც ერ­თმა მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა ვერ გა­და­ლა­ხა 50%-იანი ბა­რი­ე­რი, აქ ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 47 % "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა ახ­მედ იმამ­ყუ­ლი­ევ­მა მი­ი­ღო, 43% კი " ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ­მა თა­მაზ ნა­ვე­რი­ან­მა, ამი­ტომ აქ არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური სა­ვა­რა­უ­დოდ 2 ნო­ემ­ბე­რამ­დე ჩა­ტარ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ია­კობ ასა­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ოლ­ქო­ში სა­ჩივ­რე­ბის შე­ტა­ნის ბოლო ვადა 10 ოქ­ტომ­ბრის 18 სა­ა­თამ­დეა, ამ დრო­ის­თვის კი 15 სა­ჩი­ვა­რია შე­სუ­ლი.

"ერთ-ერთი არა­სამ­თავ­რო­ბო ითხოვს ახ­მედ იმამ­კუ­ლი­ე­ვის რო­გორც კან­დი­და­ტის მოხ­სნას, არის სა­ჩივ­რე­ბი 84-ე და მე-7 უბ­ნის შე­დე­გე­ბის გა­ბა­თი­ლე­ბის მო­თხოვ­ნით და­წე­რი­ლი, რაც შე­ე­ხე­ბა 48-ე უბანს, სა­ჩივ­რე­ბი ჯერ არ შე­მო­სუ­ლა", - გა­ნა­ცხა­და მარ­ნე­უ­ლის N22 სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ია­კობ ასა­ნი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ცესკოს პირველადი მონაცემები მაჟორიტარებზე: რომელი კანდიდატები ლიდერობენ რეგიონებში

ცესკოს პირველადი მონაცემები მაჟორიტარებზე: რომელი კანდიდატები ლიდერობენ რეგიონებში

ბოლო განახლება 18:07 საათზე

ცესკო წინასწარ მონაცემებს უკვე აქვეყნებს. გთავაზობთ ამ დროის მონაცემებით, დათვლილი ხმების მიხედვით პირველად მონაცემებს სხვადასხვა რეგიონებიდან:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გორის 41-ე მაჟორიტარულ ოლქში 32,37%-ით "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ლიდერობს, მეორე ადგილს კი - 19,13%-ით "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი ირაკლი ალასანია იკავებს.

ამ დროის მონაცემებით, ხმათა 18,2% მიიღო დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ხოლო 17,03% - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ალექსი გოგლიძემ.

გორის მაჟორიტარულ ოლქში 41 უბნდიდან დათვლილია 17 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის არსებული შედეგების მიხედვით, გორში სავარაუდოდ არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

ხაშურის 43-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 32,88%-ით "თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" კანდიდატი სიმონ ნოზაძე ლიდერობს.

მაჟორიტარობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ვალერი გელაშვილმა ხმათა 20,01% დააგროვა, ხოლო როინ მახარობლიძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" - 18,01%.

43-ე მაჟორიტარულ ოლქში სულ 52 უბანია. აქედან ამ დროისთვის 26 უბნის შედეგებია დათვლილი.

მცხეთის 37-ე მაჟორიტარულ ოლქში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძეს 40.53%, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს 40,03% აქვს. შესაბამის მონაცემებს ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.

გარდა ამისა, "პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატმა კონსტანტინე მორგოშიამ ამომრჩეველთა ხმების 7.86% მიიღო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ბერიაშვილმა 6,08%, "დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისთვის" მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით მეზვრიშვილმა 2.03%, "ლეიბორისტული პარტიის" კანდიდტმა გიორგი გუგავამ 2,37%, "საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ვლადიმერ ბედუკაძემ კი 0.34%.

აღნიშნულ ოლქში ამ დროისთვის 45 უბნიდან დათვლილია 30 უბნის მონაცემები.

ბორჯომის 45-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძემ 53.81% მიიღო.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ტარიელ ლონდარიძემ ამომრჩეველთა ხმების 20.2%, "პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ხაჩიძემ 12.44%, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარობის კანდიდატმა კახაბერ ბერიძემ 5.12% მიიღო. 45-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროის მონაცემებით 70 უბნიდან დათვლილია 37 უბნის შედეგები.

საჩხერის 53-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ 89.06% მიიღო.

გარდა ამისა, აღნიშნულ ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ცერცვაძემ 5.4%, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სამხარაძემ 1.75% მიიღო. საჩხერის 53-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 55 უბნიდან დათვლილია 53 უბნის მონაცემები.

რაც შეეხება პაატა კვიჟინაძეს, ის საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორების" წევრია და ზვიად ძიძიგურის პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენდა, თუმცა ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიით მიიღო.

ქუთაისის 49-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა კობა ნარჩემაშვილმა ხმათა 39,64% დააგროვა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიგი წერეთელმა - 36,21%.

აღნიშნულ ოლქში 43 უბნიდან დათვლილია 24 უბნის შედეგები. რაც შეეხება ქუთიასის 47-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი გენადი მარგველაშვილი 40,29%-ით ლიდერობს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიორგი თევდორაძემ კი ხმათა 29,17% დააგროვა. აღნიშნულ ოლქში 44 უბნიდან მონაცემები დათვლილია 30 უბანში.

ქუთაისის 48-ე მაჟორიტარულ ოლქში დათლილია 27უბნის მონაცემები 41-დან. წინასწარი შედეგებით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატმა დიმიტრი მხეიძემ ხმათა 45,85% დააგროვა, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ - 27,65%.

ხონისა და ვანის გაერთიანებულ 54-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ლიდერობს.

54-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 60 უბნიდან დათვლილია 58 უბნის მონაცემები, რომლის თანახმადაც, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.13%, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ჯიბუხაიამ 22.48%, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარობის კანდიდატმა მელორ ტყეშელაშვილმა 11.95% მიიღო.

ზესტაფონის 52-ე მაჟორიტარულ ოლქში 44 უბნის შედეგების თანახმად, მეორე ტურია მოსალოდნელი. ზესტაფონის 52-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 46 უბნიდან 44 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ ამომრჩეველთა ხმების 43,97%, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ბეჟან ბუცხრიკიძემ 27,76 %, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ილია კოკაიამ 19,98%, "უსუფაშვილი - რესპუბლიკელების" მაჟორიტარობის კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა კი 2,53% მიიღეს.

საგარეჯოს 23-ე მაჟორიტარულ ოლქში, 46 უბნის შედეგების თანახმად, მეორე ტურია მოსალოდნელი. აღნიშნულ ოლქში ამ დროისთვის 50 უბნიდან დათვლილია 46 უბნის მონაცემები, რომელის თანახმადაც, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა რომან მუჩიაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 46.39%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 25.14%, "პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა კი 19.89% მიიღო.

თელავი-ყვარელის გაერთიანებულ N27-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა ირაკლი სესიაშვილმა ხმათა 42,09% დააგროვა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა კი - 34,98%.

ამ დროისთვის 27-ე მაჟორიტარულ ოლქში არსებული 47 უბნიდან დათვლილია 42 უბნის მონაცემები. აღნიშნული შედეგების შენარჩუნების შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

მარტვილი - აბაშის გაერთიანუბულ 62 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ამ დროისთვის 59 უბნიდან 58 უბნის შედეგებია დათვლილი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელია 51.24%-ით ლიდერობს.

ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, ამ დროის მონაცემებით, აღნიშნულ ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაალ გოროზიამ ამომრჩეველთა ხმების 31,91%, "პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატმა კონსტანტინე გამსახურდიამ 6.74%, "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირინა თოფურიამ 3.16%, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" კანდიდატმა დავით თოფურიამ კი 6,11 % მიიღო.

ოზურგეთის 59-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ლიდერობს. აღნიშნულ ოლქში სულ 49 უბანია, საიდანაც ამ დროისთვის 22 უბნის მონაცემებია დათვლილი. ამ მონაცემებით, არჩილ თალაკვაძე არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს. მას 54,52 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

მეორე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატრი დავით მჟავანაძე, რომელსაც ამ დროის მონაცემებით, მხარი 19, 48 %-მა დაუჭირა.

6,89 % აქვს "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატ თეიმურაზ სალუქვაძეს, 6,1 % - "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატ შოთა გოგიბერიძეს, ხოლო 6,09 % - "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატ ავთანდილ ჩხაიძეს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 66-ე მაჟორიტარულ ოლქში, 49 უბნიდან 14 უბნის შედეგები დათვალა, რომლის მიხედვითაც, პირველ ადგილს 50,08 %-ით "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია იკავებს.

მეორე ადგილზე - 43,02 %-ით არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი სანდრა რულოვსი. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ხმების 3,23 % მიიღო "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა ირაკლი ჩანგელიამ, 2,92 % კი - "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" კანდიდატმა.

ახალციხის 44-ე მაჟორიტარულ ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა 44.7%, ხოლო "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ 37.79% მიიღო.

რაც შეეხება დანარჩენებს, ამ დროის მონაცემებით, აღნიშულ ოლქში დამოუკიდებელმა კანდიდატმა ნუგზარ პარუნაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 6.65%, "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა გოგოლაძემ 3.61% მიიღეს. 44-ე მაჟორიტარულ ოლქში 53 უბნიდან დათვლილია 22 უბნის მონაცემები.

მარნეულის 36-ე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური სავარაუდოდ 2 ნოემბერამდე ჩატარდება, - ამის შესახებ " ინტერპრესნიუსს" მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ განუცხადა.

"N35 მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში ხმების 56% " ქართული ოცნების" კანდიდატმა რუსლან გაჯიევმა მიიღო, ხოლო 36%" ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა აზერ სულეიმანოვმა. რაც შეეხება N36-ე მაჟორიტარულ ოლქს, ვინაიდან ვერც ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი, აქ ამომრჩეველთა ხმების 47 % „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა ახმედ იმამყულიევმა მიიღო, 43% კი " ქართული ოცნების" კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა, ამიტომ აქ არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ 2 ნოემბერამდე ჩატარდება", - განაცხადა იაკობ ასანიძემ.

მისივე თქმით, საოლქოში საჩივრების შეტანის ბოლო ვადა 10 ოქტომბრის 18 საათამდეა, ამ დროისთვის კი 15 საჩივარია შესული.

"ერთ-ერთი არასამთავრობო ითხოვს ახმედ იმამკულიევის როგორც კანდიდატის მოხსნას, არის საჩივრები 84-ე და მე-7 უბნის შედეგების გაბათილების მოთხოვნით დაწერილი, რაც შეეხება 48-ე უბანს, საჩივრები ჯერ არ შემოსულა", - განაცხადა მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."