TNS opinion-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, პარლამენტში სამი პოლიტიკური პარტია შედის. "საზოგადოებრივი მაუწყებლის, "იმედის", "მესტროსა" და GDS-ის დაკვეთით კომპანია TNS-ის მიერ ჩაატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, არჩევნებში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 53.2 პროცენტით ლიდერობს, მეორე ადგილზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა” - 19.5 %, მესამე ადგილს კი "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - გაერთიანებული ოპოზიცია - 5 %-ით იკვავებს.
რაც შეეხება სხვა სუბიექტებს, ეგზიტპოლების თანახმად, სხვა საარჩევნო სუბიექტებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" - 2.9 %,“ნინო ბურჯანაძე - დემოკრატული მოძრაობა” - 2.4 %, უსუფაშვილი-რესპუბლიკელები - 2.9 % "შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია” - 3 %,“ეროვნულ ფორუმი” - 0.8 %, “ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები” - 4 %, სხვა პარტიები - 6.3 %.
TNS-მა ეგზიტპოლი ოთხი ტელეკომპანიის - GDS, "მაესტრო“, "იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის - დაკვეთით ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები კომპანია "გორბიმ“ შეასრულა.