პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალმა ტაქსისტს კონვერტი გაუწოდა ... გახსნა და ცრემლები წასკდა" - თბილისში მომხდარი საოცარი ამბავი, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ
"ქალმა ტაქსისტს კონვერტი გაუწოდა ... გახსნა და ცრემლები წასკდა" - თბილისში მომხდარი საოცარი ამბავი, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

"ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი ზურა ძეგ­ვე­ლიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ წერს, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

"დაღ­ლი­ლი, 38 სი­ცხი­ა­ნი და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო კლი­ენ­ტებ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი გა­მო­ვე­დი სამ­სა­ხუ­რი­დან. სახ­ლში ფე­ხით გავ­დი­ვარ ხოლ­მე, მაგ­რამ ვიგ­რძე­ნი, რომ ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი და გა­დავ­წყვი­ტე ტაქ­სი გა­მე­ჩე­რე­ბი­ნა. თა­მარ მე­ფე­ზე, თი­ბი­სი ბანკთან, გა­ჩერ­და ტაქ­სი, სა­ი­და­ნაც 40-45 წლამ­დე, სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლის, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბის ქალი გად­მო­ვი­და და თი­ბი­სი ბან­კის ბან­კო­მატ­თან მი­ვი­და. გა­დავ­წყვი­ტე ამა­ვე ტაქსს გავ­ყო­ლო­დი. მაგ­რამ ტაქ­სის­ტმა ბო­დი­შის მოხ­დით მი­თხრა, რომ იმ ქალ­ბა­ტონს ელო­დე­ბო­და. მეც მორ­ჩი­ლად სხვა ტაქ­სის გა­სა­ჩე­რებ­ლად მო­ვემ­ზა­დე. ამ დროს დაბ­რუნ­და ქალი, ტაქ­სისტს რა­ღაც კონ­ვერ­ტი გა­უ­წო­და და ქუჩა გა­დაჭ­რა. ტაქ­სის­ტი ძა­ლი­ან დაბ­ნე­უ­ლი იყო, გახ­სნა კონ­ვერ­ტი და უცებ ცრემ­ლე­ბი წას­კდა, მან­ქა­ნა შუა გზა­ზე მი­ა­ტო­ვა და იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იქ­ცა სა­ი­თაც ის ქალ­ბა­ტო­ნი წა­ვი­და. რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ დაბ­რუნ­და, ძლივს სუნ­თქავ­და, თან იცი­ნო­და და თან ცრემ­ლე­ბი მოს­დი­ო­და. მეც და­ვი­ბე­ნი, ვი­ფიქ­რე რამე უჭირ­და და დახ­მა­რე­ბა შევ­თა­ვა­ზე. კონ­ვერ­ტი გახ­სნა და შიგ­ნით ჩა­მა­ხე­და, დიდი თან­ხა იდო.

აღ­მოჩ­ნდა, რომ ტაქ­სისტს კობა ერ­ქვა, ხოლო იმ ქალ­მა შემ­თხვე­ვით მისი სა­უ­ბა­რი მო­ის­მი­ნა ტე­ლე­ფონ­ზე, სა­დაც კობა თა­ვის შვი­ლის ოპე­რა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობ­და. ამ ოპე­რა­ცი­ა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი მისი შვი­ლი გა­ივ­ლი­და ფეხ­ზე, თუ არა. აღარც ბინა ჰქონ­და რომ გა­ე­ყი­და, სესხსაც აღარ აძ­ლევ­დნენ, დღე-ღა­მე­ში მხო­ლოდ 3 სა­ა­თი ეძი­ნა და და­ნარ­ჩენ დროს ტაქ­სა­ობ­და, რომ შვი­ლის ოპე­რა­ცი­ის­თვის თან­ხა შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა. კო­ვერ­ტში არ­სე­ბუ­ლი თან­ხა სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იყო ოპე­რა­ცი­ის­თვის. იმ ქალს ვე­ღარ­სად მი­ვაკ­ვლი­ეთ, ვერც სა­ხე­ლი გა­ვი­გეთ, ვერც ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი. კო­ბამ სახ­ლში წა­მო­მიყ­ვა­ნა, მთე­ლი გზა, თან ცრემ­ლე­ბი მოს­დი­ო­და და თან იცი­ნო­და, მთე­ლი სხე­უ­ლით კან­კა­ლებ­და. სახ­ლთან, რომ მო­მიყ­ვა­ნა ფული გა­ვუ­წო­დე, არაფ­რის დი­დე­ბით არ გა­მო­მარ­თვა. ტაქ­სის ნი­შა­ნი ჩა­მოხ­სნა მან­ქა­ნას და პირ­და­პირ სა­ა­ვად­მყო­ფოს­კენ წა­ვი­და.

კო­ბას 5 წლის შვი­ლი მალე ფეხ­ზე გა­ივ­ლის!

მე აღარც დაღ­ლი­ლი ვარ, აღარც 38 გრა­დუ­სი სი­ცხე მა­წუ­ხებს და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო კლი­ენტზებ­ზეც აღარ ვცხა­რობ", - წერს ძეგ­ვე­ლიშ­ვი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ: "უჯან­მრთე­ლე­სი შვი­ლი ჰყავს... იმ ქალ­მა ტყუ­ი­ლად და­უ­ტო­ვა შარ­ლა­ტანს ფული" - რას წე­რენ ტაქ­სისტზე, რომ­ლის ის­ტო­რი­ამ "ფე­ის­ბუ­ქი" მო­იც­ვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ქალმა ტაქსისტს კონვერტი გაუწოდა ... გახსნა და ცრემლები წასკდა" - თბილისში მომხდარი საოცარი ამბავი, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

"ქალმა ტაქსისტს კონვერტი გაუწოდა ... გახსნა და ცრემლები წასკდა" - თბილისში მომხდარი საოცარი ამბავი, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

"ფეისბუქის" მომხმარებელი ზურა ძეგველიშვილი თბილისში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს, რომელსაც სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

"დაღლილი, 38 სიცხიანი და უპასუხისმგებლო კლიენტებზე გაბრაზებული გამოვედი სამსახურიდან. სახლში ფეხით გავდივარ ხოლმე, მაგრამ ვიგრძენი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და გადავწყვიტე ტაქსი გამეჩერებინა. თამარ მეფეზე, თიბისი ბანკთან, გაჩერდა ტაქსი, საიდანაც 40-45 წლამდე, საშუალო სიმაღლის, სასიამოვნო გარეგნობის ქალი გადმოვიდა და თიბისი ბანკის ბანკომატთან მივიდა. გადავწყვიტე ამავე ტაქსს გავყოლოდი. მაგრამ ტაქსისტმა ბოდიშის მოხდით მითხრა, რომ იმ ქალბატონს ელოდებოდა. მეც მორჩილად სხვა ტაქსის გასაჩერებლად მოვემზადე. ამ დროს დაბრუნდა ქალი, ტაქსისტს რაღაც კონვერტი გაუწოდა და ქუჩა გადაჭრა. ტაქსისტი ძალიან დაბნეული იყო, გახსნა კონვერტი და უცებ ცრემლები წასკდა, მანქანა შუა გზაზე მიატოვა და იმ მიმართულებით გაიქცა საითაც ის ქალბატონი წავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა, ძლივს სუნთქავდა, თან იცინოდა და თან ცრემლები მოსდიოდა. მეც დავიბენი, ვიფიქრე რამე უჭირდა და დახმარება შევთავაზე. კონვერტი გახსნა და შიგნით ჩამახედა, დიდი თანხა იდო.

აღმოჩნდა, რომ ტაქსისტს კობა ერქვა, ხოლო იმ ქალმა შემთხვევით მისი საუბარი მოისმინა ტელეფონზე, სადაც კობა თავის შვილის ოპერაციაზე საუბრობდა. ამ ოპერაციაზე იყო დამოკიდებული მისი შვილი გაივლიდა ფეხზე, თუ არა. აღარც ბინა ჰქონდა რომ გაეყიდა, სესხსაც აღარ აძლევდნენ, დღე-ღამეში მხოლოდ 3 საათი ეძინა და დანარჩენ დროს ტაქსაობდა, რომ შვილის ოპერაციისთვის თანხა შეეგროვებინა. კოვერტში არსებული თანხა სრულიად საკმარისი იყო ოპერაციისთვის. იმ ქალს ვეღარსად მივაკვლიეთ, ვერც სახელი გავიგეთ, ვერც ტელეფონის ნომერი. კობამ სახლში წამომიყვანა, მთელი გზა, თან ცრემლები მოსდიოდა და თან იცინოდა, მთელი სხეულით კანკალებდა. სახლთან, რომ მომიყვანა ფული გავუწოდე, არაფრის დიდებით არ გამომართვა. ტაქსის ნიშანი ჩამოხსნა მანქანას და პირდაპირ საავადმყოფოსკენ წავიდა.

კობას 5 წლის შვილი მალე ფეხზე გაივლის!

მე აღარც დაღლილი ვარ, აღარც 38 გრადუსი სიცხე მაწუხებს და უპასუხისმგებლო კლიენტზებზეც აღარ ვცხარობ", - წერს ძეგველიშვილი.

წაიკითხეთ: "უჯანმრთელესი შვილი ჰყავს... იმ ქალმა ტყუილად დაუტოვა შარლატანს ფული" - რას წერენ ტაქსისტზე, რომლის ისტორიამ "ფეისბუქი" მოიცვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."