საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს
როგორ გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს

ჩემი აზ­რით, გივი თარ­გა­მა­ძე სა­მიზ­ნედ ამო­ირ­ჩი­ეს იმის გამო, რომ აქ­ტი­უ­რად ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, რაც ძა­ლი­ან აში­ნებს ივა­ნიშ­ვილს, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" გივი თარ­გა­მა­ძის მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბას.

სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მას ბო­რის ნემ­ცო­ვი ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით აფრ­თხი­ლებ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო: რა ნახა მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ან­მა სა­კუ­თა­რი თვა­ლით გივი თარ­გა­მა­ძის ავ­ტო­მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლას?

"ჯერ კი­დევ ბო­რის ნემ­ცო­ვი, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­დან ივა­ნიშ­ვილს კარ­გად იც­ნობ­და, შარ­შან კი­ევ­ში მაფრ­თხი­ლებ­და, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბა­ზეა წამ­სვლე­ლი. ვი­საც ჰგო­ნია, რომ 9 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის და დიდი ალ­ბა­თო­ბით ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის მკვლე­ლი, გივი თარ­გა­მა­ძის მძი­მე საფრ­თხე­ში ჩაგ­დე­ბა­ზე არ წა­ვი­დო­და, და­ში­ნე­ბის ან ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის მიზ­ნით, ძა­ლი­ან ცუ­დად იც­ნობს ივა­ნიშ­ვილს და 90-იანი წლე­ბის რუ­სეთს, სა­დაც მან ფული იშო­ვა. ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­კარ­გვა ყვე­ლაფ­რის და­კარ­გვის ტოლ­ფა­სია და ის ბო­ლომ­დე გა­იბ­რძო­ლებს. შემ­დე­გი დღე­ე­ბი, უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე და მივ­ყვეთ ჩვენს გეგ­მას, არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სა და ოლი­გარ­ქის მარ­წუ­ხე­ბი­დან სა­ბო­ლო­ოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის. P.S. ჩემს მე­გო­ბარს და დიდ პატ­რი­ოტ გივი თარ­გა­მა­ძეს ვუ­ლო­ცავ გა­დარ­ჩე­ნას, ჩემი აზ­რით, ის სა­მიზ­ნედ ამო­ირ­ჩი­ეს იმის გამო, რომ აქ­ტი­უ­რად ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, რაც ძა­ლი­ან აში­ნებს ივა­ნიშ­ვილს. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ყვე­ლა და­შა­ვე­ბუ­ლი კარ­გად იქ­ნე­ბა", - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ: პირ­ვე­ლი კად­რე­ბი ად­გი­ლი­დან, სა­დაც გივი თარ­გა­მა­ძის ავ­ტო­მან­ქა­ნა აფეთ­ქდა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს

როგორ გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს

ჩემი აზრით, გივი თარგამაძე სამიზნედ ამოირჩიეს იმის გამო, რომ აქტიურად ეკონტაქტებოდა სამართალდამცავებს, რაც ძალიან აშინებს ივანიშვილს, - ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქში" გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას.

სააკაშვილი აცხადებს, რომ მას ბორის ნემცოვი ივანიშვილთან დაკავშირებით აფრთხილებდა.

იხილეთ ვიდეო: რა ნახა მიხეილ მაჭავარიანმა საკუთარი თვალით გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ადგილას?

"ჯერ კიდევ ბორის ნემცოვი, რომელიც რუსეთიდან ივანიშვილს კარგად იცნობდა, შარშან კიევში მაფრთხილებდა, რომ ივანიშვილი ყველანაირ ძალადობაზეა წამსვლელი. ვისაც ჰგონია, რომ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის და დიდი ალბათობით ეროსი კიწმარიშვილის მკვლელი, გივი თარგამაძის მძიმე საფრთხეში ჩაგდებაზე არ წავიდოდა, დაშინების ან ფიზიკური განადგურების მიზნით, ძალიან ცუდად იცნობს ივანიშვილს და 90-იანი წლების რუსეთს, სადაც მან ფული იშოვა. ივანიშვილისთვის, ხელისუფლების დაკარგვა ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია და ის ბოლომდე გაიბრძოლებს. შემდეგი დღეები, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ ჩვენს გეგმას, არჩევნების ჩატარებისა და ოლიგარქის მარწუხებიდან საბოლოოდ გათავისუფლების. P.S. ჩემს მეგობარს და დიდ პატრიოტ გივი თარგამაძეს ვულოცავ გადარჩენას, ჩემი აზრით, ის სამიზნედ ამოირჩიეს იმის გამო, რომ აქტიურად ეკონტაქტებოდა სამართალდამცავებს, რაც ძალიან აშინებს ივანიშვილს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დაშავებული კარგად იქნება", - წერს სააკაშვილი.

იხილეთ: პირველი კადრები ადგილიდან, სადაც გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."