პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კობა ხაბაზს მიხეილ სააკაშვილი აძლევდა დავალებებს..." - რას ყვება "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრი ორგანიზაციის კულუარებზე
"კობა ხაბაზს მიხეილ სააკაშვილი აძლევდა დავალებებს..." - რას ყვება "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრი ორგანიზაციის კულუარებზე

26 სექ­ტემ­ბერს, "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" რამ­დე­ნი­მე წევ­რმა, ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა, სა­დაც გა­ნა­ცხა­დეს რომ ისი­ნი მოძ­რა­ო­ბას ტო­ვე­ბენ. ამის მი­ზე­ზად კი, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მო­სა­ლოდ­ნე­ლი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია და­ა­სა­ხე­ლეს, რა­შიც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

გუ­შინ­ვე, "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ყო­ფი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სა­ბო­ტა­ჟის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 18-318-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით და­ი­წყო. სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ი­კი­თხნენ.

თა­ვის მხრივ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში დარ­ჩე­ნი­ლი წევ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ პი­რებ­ზე, რომ­ლებ­მაც ორ­გა­ნი­ზა­ცია "ვი­თომ­და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­წყო­ბის და­ვა­ლე­ბის გამო და­ტო­ვეს", ზე­წო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და. "ზო­ნე­ლი"და­ვით გო­გო­ხი­ას გან­ცხა­დე­ბით, "ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი" აგო­ნი­ა­შია და აბ­სურ­დუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბით ცდი­ლობს თა­ვის გა­დარ­ჩე­ნას.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­სა და ყო­ფი­ლი წევ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ყო­ფილ წევ­რს, გი­ორ­გი ჭინ­ჭა­უ­ა­რულს ვე­სა­უბ­რეთ:

- ბრი­ფინგზე, რო­მე­ლიც მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა გავ­მარ­თეთ ავ­ხსე­ნით ის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი რის გა­მოც დავ­ტო­ვეთ "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" რი­გე­ბი. ეს მი­ზე­ზია, ის რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გეგ­მავს არ­ჩე­ვე­ნე­ბის მერე დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­წყო­ბას. მას შემ­დეგ რაც ეს ამ­ბა­ვი გა­ი­გეს ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა ბესო კა­ლა­ძემ და ირაკ­ლი ქო­მე­თი­ან­მა, რომ­ლებ­მაც ეს ყვე­ლა­ფე­რი კი­ევ­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის მერე შე­ი­ტყვეს (მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე მეც), ჩვენ და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზონა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რად­გან ჩვენ არ გვსურს ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, არ გვსურს ქარ­თვე­ლე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­პირსპი­რე­ბა და გვინ­და რომ თა­ვი­სუ­ფალ და დე­მოკ­რა­ტი­ულ გა­რე­მო­ში ჩა­ტარ­დეს არ­ჩე­ვენ­ბი.

კობა ხა­ბაზს, რო­მე­ლიც არის "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის"ლი­დე­რი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აძ­ლევ­და და­ვა­ლე­ბებს რომ ქუ­ჩა­ში აე­გოთ ბა­რი­კა­დე­ბი, მო­ეხ­დი­ნათ სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბის ბლო­კი­რე­ბა და სხვ. ეს და­ვა­ლე­ბე­ბი მი­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა 2016 აგ­ვის­ტოს ბო­ლო­დან დღემ­დე. მა­ნამ­დე "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" და­ვა­ლე­ბე­ბი იყო, რომ როცა პარ­ტია ატა­რებ­და რა­ი­მე შეხ­ვედ­რას, ვყო­ფი­ლი­ყა­ვით იქ და მოხ­და­რი­ყო ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა.

- თქვენ­მა უკვე ყო­ფილ­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა, მაგ. ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და რომ თქვენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­ი­ძუ­ლათ სუს-მა, ზოგ­მა ისიც თქვა რომ თა­ვი­დან­ვე "ჩა­ნერ­გი­ლე­ბი" იყა­ვით...

- მე და ბესო კა­ლა­ძე 2010 წლი­დან ვართ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი, მეტ­საც გე­ტყვით ბესო არის პარ­ტი­ის პრო­პორ­ცი­ულ სი­ა­ში და ანუ სუს-ის წევ­რე­ბი ყავთ სი­ა­ში?! ეს არის ძა­ლი­ან დიდი სი­სუ­ლე­ლე. პი­რა­დად მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი არ გან­ვიც­დით არა­ნა­ირ ზე­წო­ლას სუს-ის­გან. კობა ხა­ბა­ზის "ხე­ლის ბი­ჭებს" და პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კურ გვა­მებს, რომ­ლებ­საც ხმა არ ამო­ე­ღე­ბათ, ჰგო­ნი­ათ თით­ქოს ჩვენ­ზე ზე­წო­ლა მოხ­და, მინ­და ვუ­თხრა რომ არც არა­ვინ დაგ­ვკავ­ში­რე­ბია, მხო­ლოდ ჩვე­ნი ნე­ბით გა­დავ­დგით ეს ნა­ბი­ჯი.

- პო­ლი­ტი­კურ გვა­მებ­ში ვის გუ­ლის­ხმობთ?

- მა­გა­ლი­თად, გიგა ბო­კე­რია, რო­მე­ლიც მარ­თლაც პო­ლი­ტი­კუ­რი გვა­მია, რო­მელ­მაც მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა და ქარ­თვე­ლო­ბა შე­უ­რა­ცხყო და სა­ერ­თოდ რო­გორ იღებს ხმას?!

- ვიდ­რე "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზონა" არ და­ტო­ვეთ, მა­ნამ­დე რა­ტომ არ ამ­ბობ­დით ამ ყვე­ლა­ფერს?

- 2012 წელს როცა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გო, მე და ჩემს მე­გობ­რებს გვჯე­რო­და რომ პარ­ტია გა­ნახ­ლდე­ბო­და და ის სა­ხე­ე­ბი (გიგა ბო­კე­რია, მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და სხვ.), რომ­ლებ­მაც ხალ­ხს თვა­ლებ­ში "მა­ზო­ლე­ბი ამო­უყ­ვა­ნეს", ვფიქ­რობ­დით რომ პარ­ტი­ი­დან წა­ვი­დოდ­ნენ და პარ­ტია შე­ივ­სე­ბო­და ახა­ლი სა­ხე­ე­ბით, მათ შო­რის "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" წევ­რე­ბით და შემ­დეგ, სუფ­თა ხე­ლე­ბით და სუფ­თა გუ­ლით შე­ვუდ­გე­ბო­დით ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვას. სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ მოხ­და. სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სე­ბის და ჯი­ბე­ე­ბის გუ­ლის­თვის ისევ დარ­ჩნენ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ახლა იცი­ან რომ არ­ჩევ­ნე­ბი წა­გე­ბუ­ლი აქვთ, მაგ­რამ ოღონდ მათ ბიზ­ნესს საფრ­თხე არ და­ე­მუქ­როს, ყვე­ლაფ­რის­თვის მზად არი­ან. ალ­ბათ ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რაც მი­ვი­ღეთ.

- ამის­თვის 4 წელი დაგ­ჭირ­დათ?

- 4 წელი არ დაგ­ვჭირ­ვე­ბია, უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან ბევ­რს ვფიქ­რობ­დით ვიდ­რე ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებ­დით, თუმ­ცა სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბა რომ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია მოგ­ვე­წყო, აღ­მოჩ­ნდა ბოლო წვე­თი. ამ­დე­ნი ხანი კი­დევ გვე­გო­ნა რომ პარ­ტია გა­ნახ­ლდე­ბო­და, ეს არ მოხ­და.

- სა­ი­დან ფი­ნანსდე­ბო­და თქვე­ნი მოძ­რა­ო­ბა?

- მა­გას ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, თუმ­ცა მაქვს ინ­ფორ­მა­ცია რომ ის ფული რაც "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის­თვის" იყო გა­მო­ყო­ფი­ლი ზო­ნის წევ­რებს არ ხმარ­დე­ბო­და. სად მი­დი­ო­და, ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

"კობა ხაბაზს მიხეილ სააკაშვილი აძლევდა დავალებებს..." - რას ყვება "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრი ორგანიზაციის კულუარებზე

"კობა ხაბაზს მიხეილ სააკაშვილი აძლევდა დავალებებს..." - რას ყვება "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრი ორგანიზაციის კულუარებზე

26 სექტემბერს, "თავისუფალი ზონის" რამდენიმე წევრმა, ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს რომ ისინი მოძრაობას ტოვებენ. ამის მიზეზად კი, არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი დესტაბილიზაცია დაასახელეს, რაშიც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულეს.

გუშინვე, "თავისუფალი ზონის" ყოფილი წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება საბოტაჟის მომზადების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 18-318-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო. სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები დაიკითხნენ.

თავის მხრივ, ორგანიზაციაში დარჩენილი წევრების ინფორმაციით, იმ პირებზე, რომლებმაც ორგანიზაცია "ვითომდა დესტაბილიზაციის მოწყობის დავალების გამო დატოვეს", ზეწოლა განხორციელდა. "ზონელი"დავით გოგოხიას განცხადებით, "ივანიშვილის რეჟიმი" აგონიაშია და აბსურდული სპექტაკლებით ცდილობს თავის გადარჩენას.

ორგანიზაციაში არსებულ დაპირისპირებასა და ყოფილი წევრების გადაწყვეტილებაზე "თავისუფალი ზონის" ყოფილ წევრს, გიორგი ჭინჭაუარულს ვესაუბრეთ:

- ბრიფინგზე, რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა გავმართეთ ავხსენით ის უმთავრესი მიზეზი რის გამოც დავტოვეთ "თავისუფალი ზონის" რიგები. ეს მიზეზია, ის რომ მიხეილ სააკაშვილი გეგმავს არჩევენების მერე დესტაბილიზაციის მოწყობას. მას შემდეგ რაც ეს ამბავი გაიგეს ჩემმა მეგობრებმა ბესო კალაძემ და ირაკლი ქომეთიანმა, რომლებმაც ეს ყველაფერი კიევში, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მერე შეიტყვეს (მოგვიანებით გავიგე მეც), ჩვენ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა მივიღეთ გადაწყვეტილება რომ დაგვეტოვებინა "თავისუფალი ზონა" და "ნაციონალური მოძრაობა", რადგან ჩვენ არ გვსურს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არ გვსურს ქართველების ერთმანეთთან დაპირსპირება და გვინდა რომ თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს არჩევენბი.

კობა ხაბაზს, რომელიც არის "თავისუფალი ზონის"ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი აძლევდა დავალებებს რომ ქუჩაში აეგოთ ბარიკადები, მოეხდინათ სამთავრობო შენობების ბლოკირება და სხვ. ეს დავალებები მიცემული იქნება 2016 აგვისტოს ბოლოდან დღემდე. მანამდე "თავისუფალი ზონის" დავალებები იყო, რომ როცა პარტია ატარებდა რაიმე შეხვედრას, ვყოფილიყავით იქ და მოხდარიყო ხალხის მობილიზება.

- თქვენმა უკვე ყოფილმა თანაგუნდელებმა, მაგ. ირმა ნადირაშვილმა განაცხადა რომ თქვენ ამ გადაწყვეტილების მიღება გაიძულათ სუს-მა, ზოგმა ისიც თქვა რომ თავიდანვე "ჩანერგილები" იყავით...

- მე და ბესო კალაძე 2010 წლიდან ვართ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მეტსაც გეტყვით ბესო არის პარტიის პროპორციულ სიაში და ანუ სუს-ის წევრები ყავთ სიაში?! ეს არის ძალიან დიდი სისულელე. პირადად მე და ჩემი მეგობრები არ განვიცდით არანაირ ზეწოლას სუს-ისგან. კობა ხაბაზის "ხელის ბიჭებს" და პარტიის პოლიტიკურ გვამებს, რომლებსაც ხმა არ ამოეღებათ, ჰგონიათ თითქოს ჩვენზე ზეწოლა მოხდა, მინდა ვუთხრა რომ არც არავინ დაგვკავშირებია, მხოლოდ ჩვენი ნებით გადავდგით ეს ნაბიჯი.

- პოლიტიკურ გვამებში ვის გულისხმობთ?

- მაგალითად, გიგა ბოკერია, რომელიც მართლაც პოლიტიკური გვამია, რომელმაც მართლმადიდებლობა და ქართველობა შეურაცხყო და საერთოდ როგორ იღებს ხმას?!

- ვიდრე "თავისუფალი ზონა" არ დატოვეთ, მანამდე რატომ არ ამბობდით ამ ყველაფერს?

- 2012 წელს როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები წააგო, მე და ჩემს მეგობრებს გვჯეროდა რომ პარტია განახლდებოდა და ის სახეები (გიგა ბოკერია, მიხეილ მაჭავარიანი და სხვ.), რომლებმაც ხალხს თვალებში "მაზოლები ამოუყვანეს", ვფიქრობდით რომ პარტიიდან წავიდოდნენ და პარტია შეივსებოდა ახალი სახეებით, მათ შორის "თავისუფალი ზონის" წევრებით და შემდეგ, სუფთა ხელებით და სუფთა გულით შევუდგებოდით ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. საკუთარი ბიზნესების და ჯიბეების გულისთვის ისევ დარჩნენ თანამდებობაზე. ახლა იციან რომ არჩევნები წაგებული აქვთ, მაგრამ ოღონდ მათ ბიზნესს საფრთხე არ დაემუქროს, ყველაფრისთვის მზად არიან. ალბათ ამანაც განაპირობა იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც მივიღეთ.

- ამისთვის 4 წელი დაგჭირდათ?

- 4 წელი არ დაგვჭირვებია, უბრალოდ ძალიან ბევრს ვფიქრობდით ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, თუმცა სააკაშვილის დავალება რომ დესტაბილიზაცია მოგვეწყო, აღმოჩნდა ბოლო წვეთი. ამდენი ხანი კიდევ გვეგონა რომ პარტია განახლდებოდა, ეს არ მოხდა.

- საიდან ფინანსდებოდა თქვენი მოძრაობა?

- მაგას ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა მაქვს ინფორმაცია რომ ის ფული რაც "თავისუფალი ზონისთვის" იყო გამოყოფილი ზონის წევრებს არ ხმარდებოდა. სად მიდიოდა, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."