"პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ღლონტი და "თოფაძე-მრეწველების" წევრი ზაზა აგლაძე პირდაპირ ეთერში ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ინციდენტი ტელეკომპანია "იბერიას" გადაცემა" "პრიორიტეტის" ეთერში მოხდა.
ფიზიკური დაპირისპირება ირაკლი ღლონტის შეფასებას მოჰყვა, რომელმაც გოგი თოფაძის პარტიას რუსული პოლიტიკის გამტარებელი უწოდა. აღნიშნულ თემაზე საუბრისას ღლონტმა ახსენა "პოლიტიკური კიკუ", რასაც ზაზა აგლაძის გაღიზიანება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.