პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - მტკნარი, აბსოლუტური სიცრუეა, რომ ”რესპუბლიკური პარტია” უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი - მტკნარი, აბსოლუტური სიცრუეა, რომ ”რესპუბლიკური პარტია” უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრი

ექს-პრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის­თვის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

ივა­ნიშ­ვი­ლი არც იმას ადას­ტუ­რებს, რომ პრე­მი­ე­რის პოსტზე გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა მას უსუ­ფაშ­ვილ­მა ურ­ჩია.

"მტკნა­რი, აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიც­რუ­ეა, რომ "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" უნდა გამ­ხდა­რი­ყო ძი­რი­თა­დი ძალა და უსუ­ფაშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. ისიც აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიც­რუ­ეა, რომ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი მისი აღ­მო­ჩე­ნაა. ერ­თა­დერ­თს, რა­საც გა­ვიხ­სე­ნებ­დი, არის ის, რომ რო­დე­საც კვი­რი­კაშ­ვი­ლი გახ­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და შე­უდ­გა მუ­შა­ო­ბას, უსუ­ფაშ­ვი­ლი მი­სით გახ­ლდათ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი და გა­ხა­რე­ბუ­ლი, რომ ის ასე­თი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო", -გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, და­ვით უსუ­ფაშ­ვილს პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან.

"ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც კარ­გი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო. უსუ­ფაშ­ვილს ეგო­ნა, რომ კვი­რი­კაშ­ვილ­თან უფრო იო­ლად და­ა­ლა­გებ­და. ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მას ყვე­ლა ბრძო­ლა მო­უ­გო. უფრო ძლი­ე­რი ლი­დე­რი და ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სი გა­მოდ­გა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. გა­მო­უც­დე­ლი მო­ვი­და, უსუ­ფაშ­ვილ­მა მას­თან ვე­რა­ფე­რი ვერ მო­ა­ხერ­ხა და რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და კვი­რი­კაშ­ვი­ლის მოს­ვლა. უსუ­ფაშ­ვილს არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს, რომ მან კვი­რი­კაშ­ვი­ლი მი­კარ­ნა­ხა. ზღაპ­რებს ყვე­ბა ახ­მე­ლა კაცი, სა­ოც­რე­ბაა", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ექს-პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, რო­დე­საც იყო კო­ა­ლი­ცია, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" და უსუ­ფაშ­ვი­ლის მი­მართ აუ­ტან­ლო­ბა იყო და ასეთ პი­რო­ბებ­ში ის უსუ­ფაშ­ვილს პრე­მი­ე­რო­ბას არ შეს­თა­ვა­ზებ­და.

"პარ­ტი­ის ყვე­ლა წევ­რი აღ­შფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და ამ პარ­ტი­ის მი­მართ. რო­დე­საც და­ვით უსუ­ფაშ­ვილს "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" და­ტო­ვე­ბას ვთავ­ზობ­დი, ვე­უბ­ნე­ბო­დი, იქ­ნებ ამ­დე­ნი დესტრუქ­ცია აღარ იყოს-თქო. მხო­ლოდ ამ ტი­პის სა­უბ­რე­ბი მქონ­და და არა პრე­მი­ე­რო­ბა­ზე შე­თა­ვა­ზე­ბა. მე­ნე­ჯმენ­ტში წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს უსუ­ფაშ­ვილს. იცის, რო­გო­რი აუ­ტან­ლო­ბა იყო "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" მი­მართ და რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია, რომ "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის­თვის" შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა ქვეყ­ნის მარ­თვა? ამ პი­რო­ბებ­ში უსუ­ფაშ­ვი­ლი თუ გახ­დე­ბო­და პრე­მი­ე­რი, ხომ და­ინ­გრე­ო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მთლი­ა­ნად და გა­და­ი­რე­ო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა? ასეთ ალო­გი­კურ სიც­რუ­ეს იტყვის ის კაცი, ვინც მე­ნე­ჯმენ­ტი არ იცის", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

ექ­სპრე­მი­ერ­მა და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი და­ხუ­რუ­ლი შეხ­ვედ­რი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ტა­ნის­თვი­საც გა­აკ­რი­ტი­კა.

"და­ხუ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი იმ ქვეყ­ნებს შო­რი­საც კი იმარ­თე­ბა, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­თან სა­ო­მარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არი­ან და ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი­დან ინ­ფორ­მა­ცია არ გა­მო­აქვთ. მე რო­დე­საც გა­ვაკ­რი­ტი­კე "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია", არც ერთი შიდა ინ­ფორ­მა­ცია არ გა­მო­მი­ტა­ნია და ეს არის მი­ღე­ბუ­ლი ნორ­მა. თუ ის ამით ცდი­ლობს ხმე­ბის მო­პო­ვე­ბას, ისი­ნი სა­ბო­ლო­ოდ გა­ნულ­დე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

ბიძინა ივანიშვილი - მტკნარი, აბსოლუტური სიცრუეა, რომ ”რესპუბლიკური პარტია” უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრი

ბიძინა ივანიშვილი - მტკნარი, აბსოლუტური სიცრუეა, რომ ”რესპუბლიკური პარტია” უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრი

ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისთვის პრემიერ-მინისტრობის შეთავაზებას კატეგორიულად უარყოფს.

ივანიშვილი არც იმას ადასტურებს, რომ პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა მას უსუფაშვილმა ურჩია.

”მტკნარი, აბსოლუტური სიცრუეა, რომ ”რესპუბლიკური პარტია” უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრი. ისიც აბსოლუტური სიცრუეა, რომ გიორგი კვირიკაშვილი მისი აღმოჩენაა. ერთადერთს, რასაც გავიხსენებდი, არის ის, რომ როდესაც კვირიკაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი და შეუდგა მუშაობას, უსუფაშვილი მისით გახლდათ აღფრთოვანებული და გახარებული, რომ ის ასეთი პრემიერ-მინისტრი იყო”, -განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დავით უსუფაშვილს პრობლემები ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან.

”ღარიბაშვილიც კარგი პრემიერ-მინისტრი იყო. უსუფაშვილს ეგონა, რომ კვირიკაშვილთან უფრო იოლად დაალაგებდა. ღარიბაშვილმა მას ყველა ბრძოლა მოუგო. უფრო ძლიერი ლიდერი და ძლიერი პოლიტიკოსი გამოდგა ღარიბაშვილი. გამოუცდელი მოვიდა, უსუფაშვილმა მასთან ვერაფერი ვერ მოახერხა და რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა კვირიკაშვილის მოსვლა. უსუფაშვილს არავითარი კავშირი არ აქვს, რომ მან კვირიკაშვილი მიკარნახა. ზღაპრებს ყვება ახმელა კაცი, საოცრებაა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ექს-პრემიერის განცხადებით, როდესაც იყო კოალიცია, ”ქართულ ოცნებაში” ”რესპუბლიკელების” და უსუფაშვილის მიმართ აუტანლობა იყო და ასეთ პირობებში ის უსუფაშვილს პრემიერობას არ შესთავაზებდა.

”პარტიის ყველა წევრი აღშფოთებას გამოხატავდა ამ პარტიის მიმართ. როდესაც დავით უსუფაშვილს ”რესპუბლიკური პარტიის” დატოვებას ვთავზობდი, ვეუბნებოდი, იქნებ ამდენი დესტრუქცია აღარ იყოს-თქო. მხოლოდ ამ ტიპის საუბრები მქონდა და არა პრემიერობაზე შეთავაზება. მენეჯმენტში წარმოდგენა არ აქვს უსუფაშვილს. იცის, როგორი აუტანლობა იყო ”რესპუბლიკური პარტიის” მიმართ და როგორ წარმოუდგენია, რომ ”რესპუბლიკელებისთვის” შემეთავაზებინა ქვეყნის მართვა? ამ პირობებში უსუფაშვილი თუ გახდებოდა პრემიერი, ხომ დაინგრეოდა ”ქართული ოცნება” მთლიანად და გადაირეოდა საზოგადოება? ასეთ ალოგიკურ სიცრუეს იტყვის ის კაცი, ვინც მენეჯმენტი არ იცის”, - განაცხადა ივანიშვილმა.

ექსპრემიერმა დავით უსუფაშვილი დახურული შეხვედრიდან ინფორმაციის გატანისთვისაც გააკრიტიკა.

”დახურული შეხვედრები იმ ქვეყნებს შორისაც კი იმართება, რომლებიც ერთმანეთთან საომარ სიტუაციაში არიან და ასეთი შეხვედრებიდან ინფორმაცია არ გამოაქვთ. მე როდესაც გავაკრიტიკე ”რესპუბლიკური პარტია”, არც ერთი შიდა ინფორმაცია არ გამომიტანია და ეს არის მიღებული ნორმა. თუ ის ამით ცდილობს ხმების მოპოვებას, ისინი საბოლოოდ განულდებიან”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."