საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იცით, რომ მე ძალით თქვენ არ გაგიჩალიჩებთ..." - რაზე საუბრობენ ფარულ აუდიოჩანაწერში ნიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე
"იცით, რომ მე ძალით თქვენ არ გაგიჩალიჩებთ..." - რაზე საუბრობენ ფარულ აუდიოჩანაწერში ნიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე

ვი­დე­ო­პორ­ტალ Youtube-ზე აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი ვრცელ­დე­ბა სა­თა­უ­რით: "Ника Гварамия контролирует "независимых" политиков" (ნიკა გვა­რა­მია "და­მო­უ­კი­დე­ბელ" პო­ლი­ტი­კო­სებს აკონ­ტრო­ლებს"), ვი­დე­ოს ფო­ტო­ზე კი "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია და "ბურ­ჭუ­ლა­ძე - სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" ლი­დე­რი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე არი­ან ასა­ხულ­ნი.

youtube-ზე ვი­დეო 13 სექ­ტემ­ბერს არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არ­ხის - Creative Georgia News-ის მიერ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნულ არხზე მხო­ლოდ ეს ერთი ვი­დეო იძებ­ნე­ბა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს მათი დი­ა­ლო­გი­დან, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მწვა­ვეა და კა­მათ­შიც გა­და­იზ­რდე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე:

ნიკა გვა­რა­მია: ძა­ლი­ან ნირ­წამ­ხდა­რი ვარ, რომ არ და­გი­მა­ლოთ. იმი­ტომ, რომ თქვე­ნი გირ­ჩე­ლე­ბი დღეს გა­მოდ­გნენ და სა­თი­თა­ოდ და­წე­რეს, რომ "ოც­ნე­ბას­თან" აპი­რე­ბენ კო­ა­ლი­ცი­ა­ში ყოფ­ნას და ეს თუ უნდა იყოს...

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე: ვინ თქვა ეგ?

ნიკა გვა­რა­მია: ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა და აჰ­ყვა მთე­ლი "გირ­ჩი", ძა­ლი­ან ბო­დი­ში და, ეს თუ არის გეგ­მე­ბი ამ კო­ა­ლი­ცი­ის, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ მარ­თლა. ოღონდ ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც ვერ იქ­ნე­ბა იგი­ვე, რაც იყო. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ მარ­თლა.

წა­ი­კი­თხეთ: "სამი დღე არ და­ჭირ­და სუს-ს" - გვა­რა­მია ბურ­ჭუ­ლა­ძეს­თან ფა­რულ სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წერს ეხ­მა­უ­რე­ბა

მო­ის­მი­ნეთ სრუ­ლად აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე: ერთი ვერ გა­ვი­გე. ეს ხუმ­რო­ბაა თუ სე­რი­ო­ზუ­ლად მე­უბ­ნე­ბი?

ნიკა გვა­რა­მია: რას ჰქვია ხუმ­რო­ბა? ჩემს ფე­ის­ბუქ­ზე ვინ­მე შე­ვი­დეს, თუ ვინ­მეს იც­ნობთ და ნა­ხავთ. ხვალ ვა­კე­თებ ამა­ზე უზარ­მა­ზარ სი­უ­ჟეტს, რო­გორ იქ­ნე­ბა ეს ბლო­კი კო­ა­ლი­ცი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. ეს არის "გირ­ჩის", ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის პი­რა­დად გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც არ უარ­ყო და მი­თხრა, ხო, აბა რა ვქნათ, ჩვენ გვინ­და, ჩვე­ნი იდე­ე­ბის­თვის მო­ვი­დეთ სამ­თავ­რო­ბო პოს­ტებ­ზე და სუ­ლერ­თია, ვისი მო­კავ­ში­რე­ე­ბი ვიქ­ნე­ბი­თო და ჩვენ­თვის არ არის სუ­ლერ­თი, პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით, ბა­ტო­ნო პა­ა­ტა... აჰ­ყვა ჩემ­თვის ძა­ლი­ან გა­საკ­ვი­რად თქვე­ნი ბიჭი, რო­მე­ლიც მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი იყო და ძა­ლი­ან მე­სიმ­პა­თი­უ­რე­ბო­და, პა­პა­ვა, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ...

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე: ეგ რო­მე­ლი?

ნიკა გვა­რა­მია: პა­პა­ვა, რო­მელ­მაც თქვა, რომ ხო, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ საქ­მე ვა­კე­თოთ. ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად საქ­მის კე­თე­ბას თუ საქ­მის კე­თე­ბა ჰქვია, კი ბა­ტო­ნო, მა­შინ ჩვენც გვექ­ნე­ბა ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი, პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით. ეს არის ისე­თი წი­თე­ლი ხაზი, რომ­ლის გა­დაკ­ვე­თა ჩვენ­თვის არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მტკივ­ნე­უ­ლი. ივა­ნიშ­ვილ­თან მო­თა­ნამ­შრომ­ლე­ე­ბის­თვის, ჩვენ არ ვართ ღია თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. რომ არ გე­წყი­ნოთ მერე, მე თქვენ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ და პი­რა­დად გცემთ პა­ტივს.

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე: რა უნდა მე­წყი­ნოს. მაგი, მა­გა­ზე მეტი სა­წყე­ნი თქვენ მი­თხა­რით, ახლა მეტს ვე­ღა­რა­ფერს ვი­გებ. მე გა­ვარ­კვევ ახლა ამას ყვე­ლა­ფერს იმი­ტომ, რომ მე ახლა ამო­ვე­დი...

ნიკა გვა­რა­მია: კი ბა­ტო­ნო. მე თქვენ გე­ლო­დე­ბით. ახლა მე თქვე­ნებ­თან მქონ­და ძი­რი­თა­დად ურ­თი­ერ­თო­ბა, "გირ­ჩი" ჩემ­თვის არის მე­ა­სე­ხა­რის­ხო­ვა­ნი, მაგ­რამ ახლა სა­დაც ჯან­დი­ე­რია, სა­დაც თქვენ ხართ და ა.შ. ახლა იმ ხალ­ხთან და­კავ­ში­რე­ბით ეგე­თი ხალ­ხი როა, რო­მე­ლიც იძა­ხის, რომ ბი­ძი­ნას­თან ერ­თად ერთ მთავ­რო­ბა­ში უნდა ვიყო იმი­ტომ, რომ მი­ნის­ტრო­ბა მინ­და, - ეგ ჩემ­თვის პა­სუ­ხია ბევრ შე­კი­თხვა­ზე.

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე: მე გთხოვთ ერთ რა­მეს. ახლა ჩემ­თვის ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ჩემი გან­ცხა­დე­ბე­ბი... თქვენ იცით, რო­გორც რას ვი­ძა­ხი. მე თუ ვის­თან ვრჩე­ბი.

ნიკა გვა­რა­მია: მე ვიცი, ბა­ტო­ნო პა­ა­ტა. თქვენ­თან ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც იცით თქვენ. ახლა იმი­ტომ გი­რე­კავთ თქვენ ჯერ....

*******

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე: ნიკა, გე­ნაც­ვა­ლე, პა­ა­ტა ვარ.

ნიკა გვა­რა­მია: ხო, ბა­ტო­ნო პა­ა­ტა.

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე: მო­მის­მი­ნე, ეხლა გა­დავ­რე­კე იქით, გად­მოვ­რე­კე, არა­ფე­რი მა­გის მაგ­ვა­რია. რა­ღაც კონ­ტექ­სტი­დან ამო­აგ­დე­სო, მი­აწ­ვნე­ნო და ათ­ქმე­ვი­ნე­სო. თუ რა­ღა­ცა მოხ­და და თუ და­იწ­ვა ქვე­ყა­ნა და თუ... მე ვუ­თხა­რი, არც მა­გის თქმა არ შე­იძ­ლე­ბო­და. თუ და­იწ­ვა ქვე­ყა­ნა და გა­და­იწ­ვა, მერე რა­ღად გინ­და...

ნიკა გვა­რა­მია: არა. ეგ არ არის სი­მარ­თლე. მე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ეს ამ­ბა­ვი რომ და­ი­დო იმი­ტომ, რომ ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად დავ­პოს­ტე ჩემ გვერ­დზე და ვკი­თხე მეგ­რე­ლიშ­ვილს, რომ ეს მარ­თლა თქვი-თქო, რა­ზეც სამ­ჯერ გამ­ცა პა­სუ­ხი, რომ დიახ, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მე მქონ­დეს ჩემი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ვი­ხი­ლავ, ჩემ­თვის და­საშ­ვე­ბია "ოც­ნე­ბას­თან" ერთ კო­ა­ლი­ცი­ა­ში ყოფ­ნა. არც ქვეყ­ნის დაწ­ვა­ზეა ლა­პა­რა­კი და არც დაქ­ცე­ვა­ზე, ბა­ტო­ნო პა­ა­ტა. მე ეგე­ნი არ მეშ­ლე­ბა.

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე: გა­სა­გე­ბია. მა­შინ, მე რომ ჩა­მო­ვალ, გა­ვარ­კვევ.

ნიკა გვა­რა­მია: და იცით, რომ მე ძა­ლით თქვენ არ გა­გი­ჩა­ლი­ჩებთ. ხო იცით, რომ ეგ­რეა? გა­მო­რი­ცხუ­ლი ამ­ბა­ვია ეგ. და იქაც ყვე­ლა ისე­თი ადა­მი­ა­ნია, ვის­თა­ნაც მა­კავ­ში­რებს დიდი ხნის ურ­თი­ერ­თო­ბა და მა­გათ, მე თავს არ და­ვეს­ხმე­ბი ტყუ­ი­ლად. გა­მო­რი­ცხუ­ლი ამ­ბა­ვია ეს. მაგ­რამ ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად ყოფ­ნა, რო­მელ­საც ჩემი მე­გობ­რე­ბი პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რე­ბად ჰყავს და რო­მე­ლიც ჩემ ტე­ლე­ვი­ზი­ას ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ახე­ვას უკე­თებს, იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, ვინც თავს გა­ნი­ხი­ლავს იმათ­თან ერ­თად, მე არ მაქვს გზა.

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე: მარ­თა­ლია.

ნიკა გვა­რა­მია: ნუ გე­წყი­ნე­ბათ, ძა­ლი­ან გთხოვთ. მე ასე ვუ­ყუ­რებ ამ სა­კითხს.

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე: მე რა უნდა მე­წყი­ნოს? მე არა­ფე­რი არ მე­წყი­ნე­ბა. მაგ­რამ მო­დით, გა­ვა­კე­თოთ ერთი რამე რა.

ნიკა გვა­რა­მია: იმი­ტომ, რომ მე ვიცი თქვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი. ჩემ­თვის არის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი, დათო ჯან­დი­ერ­თან ერ­თად რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა წუ­ლუ­კი­ა­ნი იყოს მა­გა­ლი­თად ერთ მთავ­რო­ბა­ში. მე, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია და ვახო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი ჩემ­თვის ფა­სე­უ­ლო­ბას არც მა­ნამ­დე წარ­მო­ად­გენ­და და არც ახლა არ წარ­მო­ად­გენს და კახა ბენ­დუ­ქი­ძის მკვლელ­თან ერ­თად... ნაგ­ვის ყუ­თი­დან ამო­ი­ღო კახა ბენ­დუ­ქი­ძემ და კახა ბენ­დუ­ქი­ძის მკვლელ­თან ერ­თად ერთ მთავ­რო­ბა­ში ყოფ­ნას თუ აპი­რებს, ეს ისე­თი მო­რა­ლუ­რი კომ­პრო­მი­სია, რო­მელ­საც მე პი­რა­დად არას­დროს არ შევ­ხე­დავ... მო­ის­მი­ნეთ სრუ­ლად აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი

"იცით, რომ მე ძალით თქვენ არ გაგიჩალიჩებთ..." - რაზე საუბრობენ ფარულ აუდიოჩანაწერში ნიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე

"იცით, რომ მე ძალით თქვენ არ გაგიჩალიჩებთ..." - რაზე საუბრობენ ფარულ აუდიოჩანაწერში ნიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე

ვიდეოპორტალ Youtube-ზე აუდიოჩანაწერი ვრცელდება სათაურით: "Ника Гварамия контролирует "независимых" политиков" (ნიკა გვარამია "დამოუკიდებელ" პოლიტიკოსებს აკონტროლებს"), ვიდეოს ფოტოზე კი "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და "ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე არიან ასახულნი.

youtube-ზე ვიდეო 13 სექტემბერს არის გავრცელებული არხის - Creative Georgia News-ის მიერ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ არხზე მხოლოდ ეს ერთი ვიდეო იძებნება. გთავაზობთ ამონარიდებს მათი დიალოგიდან, რომელიც საკმაოდ მწვავეა და კამათშიც გადაიზრდება რამდენჯერმე:

ნიკა გვარამია: ძალიან ნირწამხდარი ვარ, რომ არ დაგიმალოთ. იმიტომ, რომ თქვენი გირჩელები დღეს გამოდგნენ და სათითაოდ დაწერეს, რომ "ოცნებასთან" აპირებენ კოალიციაში ყოფნას და ეს თუ უნდა იყოს...

პაატა ბურჭულაძე: ვინ თქვა ეგ?

ნიკა გვარამია: ვახტანგ მეგრელიშვილმა და აჰყვა მთელი "გირჩი", ძალიან ბოდიში და, ეს თუ არის გეგმები ამ კოალიციის, ძალიან ვწუხვარ მართლა. ოღონდ ჩვენი დამოკიდებულებაც ვერ იქნება იგივე, რაც იყო. ძალიან ვწუხვარ მართლა.

წაიკითხეთ: "სამი დღე არ დაჭირდა სუს-ს" - გვარამია ბურჭულაძესთან ფარულ სატელეფონო ჩანაწერს ეხმაურება

მოისმინეთ სრულად აუდიოჩანაწერი

პაატა ბურჭულაძე: ერთი ვერ გავიგე. ეს ხუმრობაა თუ სერიოზულად მეუბნები?

ნიკა გვარამია: რას ჰქვია ხუმრობა? ჩემს ფეისბუქზე ვინმე შევიდეს, თუ ვინმეს იცნობთ და ნახავთ. ხვალ ვაკეთებ ამაზე უზარმაზარ სიუჟეტს, როგორ იქნება ეს ბლოკი კოალიციაში ხელისუფლებასთან. ეს არის "გირჩის", ვახტანგ მეგრელიშვილის პირადად განცხადება, რომელიც არ უარყო და მითხრა, ხო, აბა რა ვქნათ, ჩვენ გვინდა, ჩვენი იდეებისთვის მოვიდეთ სამთავრობო პოსტებზე და სულერთია, ვისი მოკავშირეები ვიქნებითო და ჩვენთვის არ არის სულერთი, პირდაპირ გეუბნებით, ბატონო პაატა... აჰყვა ჩემთვის ძალიან გასაკვირად თქვენი ბიჭი, რომელიც მართლა ძალიან კარგი იყო და ძალიან მესიმპათიურებოდა, პაპავა, რომელმაც მითხრა, რომ...

პაატა ბურჭულაძე: ეგ რომელი?

ნიკა გვარამია: პაპავა, რომელმაც თქვა, რომ ხო, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმე ვაკეთოთ. ივანიშვილთან ერთად საქმის კეთებას თუ საქმის კეთება ჰქვია, კი ბატონო, მაშინ ჩვენც გვექნება ჩვენი შეფასებები, პირდაპირ გეუბნებით. ეს არის ისეთი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული. ივანიშვილთან მოთანამშრომლეებისთვის, ჩვენ არ ვართ ღია თანამშრომლობისთვის. რომ არ გეწყინოთ მერე, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და პირადად გცემთ პატივს.

პაატა ბურჭულაძე: რა უნდა მეწყინოს. მაგი, მაგაზე მეტი საწყენი თქვენ მითხარით, ახლა მეტს ვეღარაფერს ვიგებ. მე გავარკვევ ახლა ამას ყველაფერს იმიტომ, რომ მე ახლა ამოვედი...

ნიკა გვარამია: კი ბატონო. მე თქვენ გელოდებით. ახლა მე თქვენებთან მქონდა ძირითადად ურთიერთობა, "გირჩი" ჩემთვის არის მეასეხარისხოვანი, მაგრამ ახლა სადაც ჯანდიერია, სადაც თქვენ ხართ და ა.შ. ახლა იმ ხალხთან დაკავშირებით ეგეთი ხალხი როა, რომელიც იძახის, რომ ბიძინასთან ერთად ერთ მთავრობაში უნდა ვიყო იმიტომ, რომ მინისტრობა მინდა, - ეგ ჩემთვის პასუხია ბევრ შეკითხვაზე.

პაატა ბურჭულაძე: მე გთხოვთ ერთ რამეს. ახლა ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ჩემი განცხადებები... თქვენ იცით, როგორც რას ვიძახი. მე თუ ვისთან ვრჩები.

ნიკა გვარამია: მე ვიცი, ბატონო პაატა. თქვენთან ჩემი დამოკიდებულებაც იცით თქვენ. ახლა იმიტომ გირეკავთ თქვენ ჯერ....

*******

პაატა ბურჭულაძე: ნიკა, გენაცვალე, პაატა ვარ.

ნიკა გვარამია: ხო, ბატონო პაატა.

პაატა ბურჭულაძე: მომისმინე, ეხლა გადავრეკე იქით, გადმოვრეკე, არაფერი მაგის მაგვარია. რაღაც კონტექსტიდან ამოაგდესო, მიაწვნენო და ათქმევინესო. თუ რაღაცა მოხდა და თუ დაიწვა ქვეყანა და თუ... მე ვუთხარი, არც მაგის თქმა არ შეიძლებოდა. თუ დაიწვა ქვეყანა და გადაიწვა, მერე რაღად გინდა...

ნიკა გვარამია: არა. ეგ არ არის სიმართლე. მე, ჩვეულებრივად, ეს ამბავი რომ დაიდო იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი საარჩევნო სუბიექტი. ჩვეულებრივად დავპოსტე ჩემ გვერდზე და ვკითხე მეგრელიშვილს, რომ ეს მართლა თქვი-თქო, რაზეც სამჯერ გამცა პასუხი, რომ დიახ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მე მქონდეს ჩემი იდეების განხორციელების შესაძლებლობა და ვიხილავ, ჩემთვის დასაშვებია "ოცნებასთან" ერთ კოალიციაში ყოფნა. არც ქვეყნის დაწვაზეა ლაპარაკი და არც დაქცევაზე, ბატონო პაატა. მე ეგენი არ მეშლება.

პაატა ბურჭულაძე: გასაგებია. მაშინ, მე რომ ჩამოვალ, გავარკვევ.

ნიკა გვარამია: და იცით, რომ მე ძალით თქვენ არ გაგიჩალიჩებთ. ხო იცით, რომ ეგრეა? გამორიცხული ამბავია ეგ. და იქაც ყველა ისეთი ადამიანია, ვისთანაც მაკავშირებს დიდი ხნის ურთიერთობა და მაგათ, მე თავს არ დავესხმები ტყუილად. გამორიცხული ამბავია ეს. მაგრამ ივანიშვილთან ერთად ყოფნა, რომელსაც ჩემი მეგობრები პოლიტიკურ პატიმრებად ჰყავს და რომელიც ჩემ ტელევიზიას ჩვეულებრივად ახევას უკეთებს, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც თავს განიხილავს იმათთან ერთად, მე არ მაქვს გზა.

პაატა ბურჭულაძე: მართალია.

ნიკა გვარამია: ნუ გეწყინებათ, ძალიან გთხოვთ. მე ასე ვუყურებ ამ საკითხს.

პაატა ბურჭულაძე: მე რა უნდა მეწყინოს? მე არაფერი არ მეწყინება. მაგრამ მოდით, გავაკეთოთ ერთი რამე რა.

ნიკა გვარამია: იმიტომ, რომ მე ვიცი თქვენი პოზიციები. ჩემთვის არის გამაოგნებელი, დათო ჯანდიერთან ერთად რანაირად შეიძლება წულუკიანი იყოს მაგალითად ერთ მთავრობაში. მე, ჩემთვის გაუგებარია და ვახო მეგრელიშვილი ჩემთვის ფასეულობას არც მანამდე წარმოადგენდა და არც ახლა არ წარმოადგენს და კახა ბენდუქიძის მკვლელთან ერთად... ნაგვის ყუთიდან ამოიღო კახა ბენდუქიძემ და კახა ბენდუქიძის მკვლელთან ერთად ერთ მთავრობაში ყოფნას თუ აპირებს, ეს ისეთი მორალური კომპრომისია, რომელსაც მე პირადად არასდროს არ შევხედავ... მოისმინეთ სრულად აუდიოჩანაწერი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."