"ნარმანია, შე მაიმუნო, ვირიშვილო, გამოდი" - რა ხდება მერიასთან

"ნარმანია, შე მაიმუნო, ვირიშვილო, გამოდი" - რა ხდება მერიასთან

თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მერიის შენობას პროტესტის ნიშნად ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ქალაქში ხეების ჭრას და მოითხოვენ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილისა და მისი მოადგილის, ნუგზარ კახნიაურის თანამდებობიდან გადაყენებას.

აქციის მონაწილეებმა ასევე შეძახილებით მიმართეს დავით ნარმანიას – "ნარმანია, შე მაიმუნო, ვირიშვილო, გამოდი". საპროტესტო აქციამ თბილისის მერიის შენობასთან პერფორმანსის სახე მიიღო. აქცია სხვადასხვა მუსიკოსების მუსიკალური გაფორმებით მიმდინარეობს.

აქციას მშვიდობიანი სახე აქვს. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე მუშტის" წევრს ირაკლი კუპრაძეს ამ სიტყვებით - მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით საუბრობს!, მიმართა, რის შემდეგაც კუპრაძეს სხდომა დაატოვებინეს.

სხდომაზე გარემოსდაცვით საკითხებზე უნდა ემსჯელათ. კონკრეტულად ქალაქის მერს არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე მუშტის" წევრმა ირაკლი კუპრაძემ მიმართა და მოუწოდა, რომ შეხვედრაზე ემსჯელათ კონკრეტულ პრობლემებზე და არა გაეკეთებინათ პოპულისტური განცხადებები.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენიშვნა მისცა, რომ მათთვის სიტყვის უფლება არ მიუცია და უნდა დაეტოვებინათ შენობა.

თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების გამკაცრებაზე მიმდინარე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის მერი ესწრებოდნენ. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი მერიისგან მოითხოვენ თანამდებობები დატოვონ გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსმა და მისმა მოადგილემ.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."