სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანდრა რულოვსმა ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარად საკუთარი კანდიდატურა თავად დაასახელა
სანდრა რულოვსმა ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარად საკუთარი კანდიდატურა თავად დაასახელა

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი სან­დრა რუ­ლოვ­სი პი­რო­ბას დებს, რომ "რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ცუდი მოხ­და, არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ აღარ გან­მე­ორ­დე­ბა".

ნა­ხეთ ვი­დეო| "მე თქვე­ნი რძა­ლი ვარ"- რო­გორ წა­რუდ­გი­ნა ამომ­რჩევ­ლებს თავი უკვე პო­ლი­ტი­კოს­მა სან­დრა რუ­ლოვსმა

რო­გორც რუ­ლოვსმა კორ­ცხელ­ში, მისი კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და, ძა­ლა­დო­ბა შეხ­ვდათ კორ­ცხელ­ში, თუმ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ უნდა.

"ძა­ლა­დო­ბა შეგ­ხვდა კორ­ცხელ­ში, ჩვენ და­ვა­მარ­ცხეთ, გა­ვი­მარ­ჯვეთ სიმ­შვი­დით და სი­წყნა­რით. არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ გვინ­და. მე მი­შას ბევ­რჯერ ვე­სა­უბ­რე, რომ თვა­ლებ­ში რომ ჩაგ­ხე­დავ, მინ­და ვი­ცო­დე - რაც მოხ­და ცუდი, აღარ გან­მე­ორ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და რუ­ლოვსმა.

მი­სი­ვე თქმით, მოქ­მედ მთავ­რო­ბას "4 წელ­ში შე­ეძ­ლო მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია".

"და­ახ­ლო­ე­ბით 4 წე­ლია, რაც პირ­ვე­ლი ლედი აღარ ვარ და გვერ­დი­დან ვუ­ყუ­რებ, თუ რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ქველ­მოქ­მე­დე­ბას ვე­წე­ვი. ახლა არის ლო­დი­ნის რე­ჟი­მი ყვე­ლას­თვის და არა­მარ­ტო ჩემ­თვის, არა­მედ ხალ­ხის­თვის, ვინც გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია, ინ­ვეს­ტო­რის­თვის, რო­მე­ლიც ფულს არ ჩა­დებს ასეთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც არ იცის საით მი­ე­მარ­თე­ბა და ასე­ვე მო­ლო­დი­ნის რე­ჟი­მია რუ­სე­თის­თვის, თუ რო­დის ჩა­ბარ­დე­ბა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. რუ­სე­ბი ახლა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან უკ­რა­ი­ნით, შემ­დეგ ისევ ჩვენ­თან მოვ­ლენ. ამ 4 წელ­ში შე­იძ­ლე­ბო­და მუ­შა­ო­ბა ახა­ლი მთავ­რო­ბის­თვის, მიშა არ იყო ქვე­ყა­ნა­ში და ვინ უშ­ლი­და ხელს? თუ არ უნ­დო­დათ კარ­გი პრო­ექ­ტე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, თა­ვი­სი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ რამე. რამე გა­კეთ­და? მე ვერ ვხე­დავ. ქვე­ყა­ნა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია, სტაგ­ნა­ცი­აა", - აღ­ნიშ­ნა რუ­ლოვსმა.

მან­ვე აშშ-ში მომ­ხდა­რი ის­ტო­რი­აც გა­იხ­სნე­ბა: "აშშ-ში ვი­ჯე­ქი ტაქ­სი­ში და მძღოლ­მა მკი­თხა, თუ რო­გორ არის სა­ქარ­თვე­ლო მი­შას შემ­დეგ? ამან ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. მეც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­პა­სუ­ხე - ცუ­დად", - გა­ნა­ცხა­და მან.

რუ­ლოვ­სის თქმით, პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა არ იყო ად­ვი­ლი გა­და­სა­წყვე­ტი.

"ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს ვე­სა­უბ­რე, თუ რა გა­ვა­კე­თო, არ მინ­და პა­სი­უ­რად ვიჯ­დე სახ­ლში. ბევ­რმა მი­თხრა, არ გინ­და პო­ლი­ტი­კა, რად­გან ეს არის ტა­ლა­ხის სრო­ლა, დის­კრე­დი­ტა­ცია, უბე­დუ­რე­ბა და სი­ბინ­ძუ­რე. მეც ადა­მი­ა­ნი ვარ, ეს მა­წუ­ხებს, მაგ­რამ უფრო მე­ტად ის მა­წუ­ხებს, რომ ქვე­ყა­ნა ქრე­ბა რუ­კი­დან, რო­გორც 90-იან წლებ­ში და ჩვენ ეს გვინ­და? ჩვენ გვინ­და სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლა. ბევ­რმა კი მი­თხრა, რომ მე მაქვს სუფ­თა სინ­დი­სი, რომ შე­ვი­დე პო­ლი­ტი­კა­ში. ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. მარ­ტო არ ვარ, ასე­თი ღირ­სე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბი არი­ან ამ გუნდში", - აღ­ნიშ­ნა ყო­ფილ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

სანდრა რულოვსმა ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარად საკუთარი კანდიდატურა თავად დაასახელა

სანდრა რულოვსმა ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარად საკუთარი კანდიდატურა თავად დაასახელა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი პირობას დებს, რომ "რაც წინა ხელისუფლების დროს ცუდი მოხდა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აღარ განმეორდება".

ნახეთ ვიდეო| "მე თქვენი რძალი ვარ"- როგორ წარუდგინა ამომრჩევლებს თავი უკვე პოლიტიკოსმა სანდრა რულოვსმა

როგორც რულოვსმა კორცხელში, მისი კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა, ძალადობა შეხვდათ კორცხელში, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი დაპირისპირება არ უნდა.

"ძალადობა შეგხვდა კორცხელში, ჩვენ დავამარცხეთ, გავიმარჯვეთ სიმშვიდით და სიწყნარით. არანაირი დაპირისპირება არ გვინდა. მე მიშას ბევრჯერ ვესაუბრე, რომ თვალებში რომ ჩაგხედავ, მინდა ვიცოდე - რაც მოხდა ცუდი, აღარ განმეორდება", - განაცხადა რულოვსმა.

მისივე თქმით, მოქმედ მთავრობას "4 წელში შეეძლო მუშაობა, თუმცა არაფერი გაუკეთებია".

"დაახლოებით 4 წელია, რაც პირველი ლედი აღარ ვარ და გვერდიდან ვუყურებ, თუ რა ხდება საქართველოში. ქველმოქმედებას ვეწევი. ახლა არის ლოდინის რეჟიმი ყველასთვის და არამარტო ჩემთვის, არამედ ხალხისთვის, ვინც გაჭირვებულია, ინვესტორისთვის, რომელიც ფულს არ ჩადებს ასეთ ქვეყანაში, რომელიც არ იცის საით მიემართება და ასევე მოლოდინის რეჟიმია რუსეთისთვის, თუ როდის ჩაბარდება ჩვენი ქვეყანა. რუსები ახლა დაკავებულები არიან უკრაინით, შემდეგ ისევ ჩვენთან მოვლენ. ამ 4 წელში შეიძლებოდა მუშაობა ახალი მთავრობისთვის, მიშა არ იყო ქვეყანაში და ვინ უშლიდა ხელს? თუ არ უნდოდათ კარგი პროექტების გაგრძელება, თავისი გაეკეთებინათ რამე. რამე გაკეთდა? მე ვერ ვხედავ. ქვეყანა გაჭირვებულია, სტაგნაციაა", - აღნიშნა რულოვსმა.

მანვე აშშ-ში მომხდარი ისტორიაც გაიხსნება: "აშშ-ში ვიჯექი ტაქსიში და მძღოლმა მკითხა, თუ როგორ არის საქართველო მიშას შემდეგ? ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. მეც ძალიან სერიოზულად ვუპასუხე - ცუდად", - განაცხადა მან.

რულოვსის თქმით, პოლიტიკაში მოსვლა არ იყო ადვილი გადასაწყვეტი.

"ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრე, თუ რა გავაკეთო, არ მინდა პასიურად ვიჯდე სახლში. ბევრმა მითხრა, არ გინდა პოლიტიკა, რადგან ეს არის ტალახის სროლა, დისკრედიტაცია, უბედურება და სიბინძურე. მეც ადამიანი ვარ, ეს მაწუხებს, მაგრამ უფრო მეტად ის მაწუხებს, რომ ქვეყანა ქრება რუკიდან, როგორც 90-იან წლებში და ჩვენ ეს გვინდა? ჩვენ გვინდა საქართველოს წინსვლა. ბევრმა კი მითხრა, რომ მე მაქვს სუფთა სინდისი, რომ შევიდე პოლიტიკაში. ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. მარტო არ ვარ, ასეთი ღირსეული კანდიდატები არიან ამ გუნდში", - აღნიშნა ყოფილმა პირველმა ლედიმ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."