პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაცული მოღალატე"
"დაცული მოღალატე"

ჩემი სა­ხე­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. როცა ჩემს სეხ­ნი­ას გა­ვიც­ნობ, მი­ხა­რია და თუ სად­მე "ლადო" მეს­მის, ეგეც მა­ხა­რებს. არა­სო­დეს მი­ფიქ­რია (ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი), თუ ამ სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბა შემ­რცხვე­ბო­და. გუ­შინ შემ­რცხვა, თან ძა­ლი­ან. ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ოკუ­პანტს ეპა­ტი­ჟე­ბა, ხალ­ხს ამ ოკუ­პან­ტის ჯა­რე­ბის ჩა­ყე­ნე­ბას ჰპირ­დე­ბა და სი­ბე­რე­ში, რუ­სუ­ლი პენ­სი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფით აი­მე­დებს, ლადო ჰქვია.

მსოფ­ლი­ოს ვერ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში ვერ ნა­ხავთ იმას, რა­ცას პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ცენ­ტრის­ტე­ბი" აკე­თებს. ეს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი (ვიცი რომ "მო­ღა­ლა­ტე" ბრალ­დე­ბაა, თან ძა­ლი­ან დიდი, თუმ­ცა ეს ის შემ­თვე­ვაა რო­დე­საც სი­ნო­ნი­მე­ბი არ არ­სე­ბობს), ღიად აფიქ­სი­რე­ბენ რომ ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში სწო­რე­დაც ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნას­თან "დაგ­ვაძ­მო­ბი­ლე­ბენ". სა­ბედ­ნი­ე­როდ, მათ ძა­ლი­ან ცოტა მომ­ხრე ჰყავთ, თუმ­ცა არც "შუ­ლა­ვე­რის კო­მი­ტეტს" და არც "მე­ხუ­თე კო­ლო­ნას" ჰყავ­და ბევ­რი მომ­ხრე 1920 წელს...

ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი­დევ ერთი ტეს­ტი ჩა­ა­ბა­რა, როცა ბე­დუ­კა­ძის და ხა­ჩიშ­ვი­ლის პარ­ტი­ის რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვა მო­ი­თხო­ვა. ვერ გე­ტყვით მიხ­ვდნენ, თუ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ქუ­ლე­ბის ჩა­წე­რა უნ­დათ, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ცენ­ტრის­ტე­ბის" გა­უქ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე, დე­პუ­ტა­ტე­ბის 1/5 სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს. იმე­დია გა­ა­უქ­მე­ბენ და ოდეს­მე ის დროც მოვა, როცა მსგავ­სი რი­ტო­რი­კის გა­მოთ­ქმის სურ­ვი­ლი აღა­რა­ვის ექ­ნე­ბა და თუ მა­ინც გა­მოჩ­ნდა თა­ნა­მედ­რო­ვე სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე, შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი იქ წა­იყ­ვა­ნენ სა­დაც მათ­ნა­ი­რე­ბის ად­გი­ლია.

გუ­შინ, 14 აგ­ვის­ტოს, აფხა­ზე­თის ომის და­წყე­ბი­დან 24 წელი გა­ვი­და. ამ დღეს, იმის ნაც­ვლად რომ ომში და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭე­ბი მო­ი­გო­ნო, შენ ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის იდე­ა­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენ, ძა­ლი­ან ცუდი არ­სე­ბა ხარ. არა­ნაკ­ლე­ბი ცუ­დია ის ხალ­ხი, ვინც ამ ნა­ბიჯს გი­წო­ნებს და გვერ­დში გიდ­გას!

ამ ყვე­ლა­ფერ­ში ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლია - ყო­ფი­ლი გენპ­რო­კუ­რო­რის არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ლადო ბე­დუ­კა­ძე, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვით სარ­გებ­ლობს. რა გა­მო­დის? ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი დაც­ვით და­დის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მოქ­მე­დებს!

სამ­წუ­ხა­როა, რომ ბე­დუ­კა­ძის ამ მავ­ნე ქმე­დე­ბას ერთი სი­ტყვი­თაც არ გა­მო­ეხ­მა­უ­რა ის ხალ­ხი, ვინც ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერთ გზად მი­იჩ­ნევ­და, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­ნა­წე­რის გა­კე­თე­ბას - ქორ­წი­ნე­ბა მხო­ლოდ კა­ცის და ქა­ლის ერ­თო­ბაა. რო­გორც ჩანს, მათ­თვის ამ ჩა­ნა­წე­რის არარ­სე­ბო­ბა უფრო დიდი საფრ­თხეა ვიდ­რე ოკუ­პან­ტი, რო­მელ­საც ნე­ბას თუ მივ­ცემთ, არც ქალს და­ტო­ვებს, არც კაცს და შე­სა­ბა­მი­სად, ჩა­ნა­წე­რის სა­ჭი­რო­ე­ბაც აღარ იქ­ნე­ბა. აბა რაა, ოკუ­პან­ტი რო­გორ იქ­ნე­ბა სა­ში­ში, ის ხომ ერ­თმო­მორ­წმუ­ნეა.

იმე­დია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცია კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი იყო ბე­დუ­კა­ძის­თვის და მისი მარ­ჩე­ნა­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­მაც არაა გა­მო­ი­ცხუ­ლი პრო­რუ­სუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბით გაჟ­ღენ­თი­ლი რეკ­ლა­მა მხო­ლოდ იმის­თვის გა­ავ­რცე­ლეს, რომ სა­ზო­გა­დე­ო­აბ გა­ე­ტეს­ტათ, გა­ერ­კვი­ათ ვინ ან რო­გორ მი­ი­ღებ­და ამას, ჰოდა პა­სუ­ხი მგო­ნი ცალ­სა­ხა და ნა­თე­ლი იყო. იმე­დია, თუ კი­დევ გა­უჩ­ნდებთ მსგავ­სის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი უფრო მე­ტად ცხად პა­სუხს მი­ი­ღე­ბენ, ოღონდ უკვე ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი­სა­გან, რა თქმა უნდა კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

"დაცული მოღალატე"

"დაცული მოღალატე"

ჩემი სახელი ძალიან მიყვარს. როცა ჩემს სეხნიას გავიცნობ, მიხარია და თუ სადმე "ლადო" მესმის, ეგეც მახარებს. არასოდეს მიფიქრია (ვერც წარმოვიდგენდი), თუ ამ სახელის გაგონება შემრცხვებოდა. გუშინ შემრცხვა, თან ძალიან. ადამიანს, რომელიც ოკუპანტს ეპატიჟება, ხალხს ამ ოკუპანტის ჯარების ჩაყენებას ჰპირდება და სიბერეში, რუსული პენსიით უზრუნველყოფით აიმედებს, ლადო ჰქვია.

მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ იმას, რაცას პოლიტიკურ გაერთიანება "ცენტრისტები" აკეთებს. ეს მოღალატეები (ვიცი რომ "მოღალატე" ბრალდებაა, თან ძალიან დიდი, თუმცა ეს ის შემთვევაა როდესაც სინონიმები არ არსებობს), ღიად აფიქსირებენ რომ ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობენ და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სწორედაც ოკუპანტ ქვეყანასთან "დაგვაძმობილებენ". საბედნიეროდ, მათ ძალიან ცოტა მომხრე ჰყავთ, თუმცა არც "შულავერის კომიტეტს" და არც "მეხუთე კოლონას" ჰყავდა ბევრი მომხრე 1920 წელს...

ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთი ტესტი ჩააბარა, როცა ბედუკაძის და ხაჩიშვილის პარტიის რეკლამის აკრძალვა მოითხოვა. ვერ გეტყვით მიხვდნენ, თუ წინასაარჩევნოდ ქულების ჩაწერა უნდათ, მაგრამ პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" გაუქმების თაობაზე, დეპუტატების 1/5 საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. იმედია გააუქმებენ და ოდესმე ის დროც მოვა, როცა მსგავსი რიტორიკის გამოთქმის სურვილი აღარავის ექნება და თუ მაინც გამოჩნდა თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე, შესაბამისი ორგანოები იქ წაიყვანენ სადაც მათნაირების ადგილია.

გუშინ, 14 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 24 წელი გავიდა. ამ დღეს, იმის ნაცვლად რომ ომში დაღუპული ბიჭები მოიგონო, შენ ოკუპანტი ქვეყნის იდეალიზაციას ახდენ, ძალიან ცუდი არსება ხარ. არანაკლები ცუდია ის ხალხი, ვინც ამ ნაბიჯს გიწონებს და გვერდში გიდგას!

ამ ყველაფერში ერთი საინტერესო დეტალია - ყოფილი გენპროკურორის არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებით, ლადო ბედუკაძე, სახელმწიფო დაცვით სარგებლობს. რა გამოდის? ყველა ჩვენგანის მიერ დაფინანსებული დაცვით დადის ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს!

სამწუხაროა, რომ ბედუკაძის ამ მავნე ქმედებას ერთი სიტყვითაც არ გამოეხმაურა ის ხალხი, ვინც ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზად მიიჩნევდა, კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას - ქორწინება მხოლოდ კაცის და ქალის ერთობაა. როგორც ჩანს, მათთვის ამ ჩანაწერის არარსებობა უფრო დიდი საფრთხეა ვიდრე ოკუპანტი, რომელსაც ნებას თუ მივცემთ, არც ქალს დატოვებს, არც კაცს და შესაბამისად, ჩანაწერის საჭიროებაც აღარ იქნება. აბა რაა, ოკუპანტი როგორ იქნება საშიში, ის ხომ ერთმომორწმუნეა.

იმედია, საზოგადოების მწვავე რეაქცია კარგი გაკვეთილი იყო ბედუკაძისთვის და მისი მარჩენალებისათვის, რომლებმაც არაა გამოიცხული პრორუსული წინასაარჩევნო დაპირებებით გაჟღენთილი რეკლამა მხოლოდ იმისთვის გაავრცელეს, რომ საზოგადეოაბ გაეტესტათ, გაერკვიათ ვინ ან როგორ მიიღებდა ამას, ჰოდა პასუხი მგონი ცალსახა და ნათელი იყო. იმედია, თუ კიდევ გაუჩნდებთ მსგავსის გაკეთების სურვილი უფრო მეტად ცხად პასუხს მიიღებენ, ოღონდ უკვე ძალოვანი უწყებებისაგან, რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."