პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტია "ცენტრისტების" საარჩევნო რეკლამას აღარ გაუშვებს
საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტია "ცენტრისტების" საარჩევნო რეკლამას აღარ გაუშვებს

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "ცენ­ტრის­ტე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო რეკ­ლა­მას აღარ გა­უშ­ვებს. რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მა­უ­წყე­ბე­ლი ხე­დავს საფრ­თხეს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მის ში­ნა­არ­სი შე­ი­ცავს სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გზავ­ნი­ლებს და შე­იძ­ლე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი მი­მარ­თავს ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას და სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას, რომ გა­ნი­ხი­ლონ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში და მი­ი­ღონ შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის" და "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის გარ­და, ყვე­ლა სხვა პარ­ტი­ი­სა და სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო რეკ­ლა­მის გან­სა­თავ­სებ­ლად გა­მო­ყოს დრო, რო­მე­ლიც ამ სუ­ბი­ექ­ტებს შო­რის თა­ნაბ­რად გა­ნა­წილ­დე­ბა.

აგ­რეთ­ვე "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის თა­ნახ­მად: მა­უ­წყე­ბე­ლი პა­სუხს არ აგებს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო რეკ­ლა­მე­ბის ში­ნა­არსზე. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო რეკ­ლა­მე­ბის ში­ნა­არსზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით ეკის­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რეკ­ლა­მის დამ­კვეთს.

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს უფა­სო პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მის დათ­მო­ბის­თვის მო­მარ­თა (სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 2016 წლის 8 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის რე­გის­ტრი­რე­ბულ­მა) პო­ლი­ტი­კურ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ "ცენ­ტრის­ტე­ბი" და წარ­მო­ად­გი­ნა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო რეკ­ლა­მა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით რეკ­ლა­მა გა­ნა­თავ­სა პირ­ვე­ლი არ­ხის ეთერ­ში. და­მა­ტე­ბით გვინ­და გან­ვმარ­ტოთ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლის ეთერ­ში გა­სუ­ლი არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მის ში­ნა­არ­სი არ გა­მო­ხა­ტავს მა­უ­წყებ­ლის პო­ზი­ცი­ას.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი არის რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და თა­ნამ­შრო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აჩე­რებს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის "ცენ­ტრის­ტე­ბი" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო რეკ­ლა­მას, რად­გან მა­უ­წყე­ბე­ლი ხე­დავს საფრ­თხეს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მის ში­ნა­არ­სი შე­ი­ცავს სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გზავ­ნი­ლებს და შე­იძ­ლე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom

საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტია "ცენტრისტების" საარჩევნო რეკლამას აღარ გაუშვებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტია "ცენტრისტების" საარჩევნო რეკლამას აღარ გაუშვებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური პარტია "ცენტრისტების" საარჩევნო რეკლამას აღარ გაუშვებს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაშია ნათქვამი, მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომ განიხილონ აღნიშნული საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება.

"მოგეხსენებათ, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" და „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად გამოყოს დრო, რომელიც ამ სუბიექტებს შორის თანაბრად განაწილდება.

აგრეთვე „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად: მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს.

საზოგადოებრივ მაუწყებელს უფასო პოლიტიკური რეკლამის დათმობისთვის მომართა (საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულმა) პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ცენტრისტები" და წარმოადგინა წინასაარჩევნო რეკლამა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კანონით დადგენილი წესით რეკლამა განათავსა პირველი არხის ეთერში. დამატებით გვინდა განვმარტოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში გასული არც ერთი პოლიტიკური რეკლამის შინაარსი არ გამოხატავს მაუწყებლის პოზიციას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის რა საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ორგანიზაცია, ხელმძღვანელობის და თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, აჩერებს პოლიტიკური გაერთიანების „ცენტრისტები" წინასაარჩევნო რეკლამას, რადგან მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას", - ნათქვამია განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."