საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემო შვილებო... ჩემო აჭარლებო" - რა მიმართვას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკზე"
"ჩემო შვილებო... ჩემო აჭარლებო" - რა მიმართვას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკზე"

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აჭარ­ლე­ბის­თვის მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ აჭა­რა­ში გა­ტა­რე­ბულ რე­ფორ­მებს იხ­სე­ნებს.

მისი თქმით, ბა­თუმ­ში რაც გა­კეთ­და ეს იმის 20%-იც კი არ არის, რაც მთელ აჭა­რა­ში უნდა გა­კეთ­დეს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პირ­დე­ბა აჭა­რის მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ მათ გა­და­უ­წყვეტს და­საქ­მე­ბის, ფი­ნან­სურ და სხვა პრობ­ლე­მებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ჩემო ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, ჩემო შვი­ლე­ბო, ჩემო საყ­ვა­რე­ლო უფ­რო­სო თა­ო­ბავ, ჩემო აჭარ­ლე­ბო. გუ­ლის ფან­ცქა­ლით ვა­დევ­ნებ თვალს ყვე­ლა­ფერს რაც ხდე­ბა და ასე­ვე გუ­ლის ფან­ცქა­ლით ვე­ლო­დე­ბი ფე­ხის დად­გმას სა­ქარ­თვე­ლო­სა და, რა თქმა უნდა, მათ შო­რის, რა თქმა უნდა, აჭა­რის მი­წა­ზე. ლე­ვა­ნის ჩა­მოს­ვლა არა მხო­ლოდ დიდი მოვ­ლე­ნა იყო ლე­ვა­ნის­თვის პი­რა­დად და ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის, არა­მედ მათ ჩემი გუ­ლის ნა­წი­ლი გა­მო­ვა­ტა­ნე მას. 2004 წელს რომ არა თქვე­ნი გმი­რო­ბა და თავ­და­დე­ბა, ჩვენ ვერ და­ვიბ­რუ­ნებ­დით აჭა­რას. ბა­თუმ­ში ჩვენ რაც გა­ვა­კე­თეთ ეს იმის 20%-იც კი არ არის, რაც მთელ აჭა­რა­ში უნდა გა­კეთ­დეს. ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ კი­დევ წინ გვაქვს ბევ­რი რა­ღა­ცა ძა­ლი­ან მაგ­რად გა­კეთ­და. უბ­რა­ლოდ ბევ­რად მეტი უნდა გვე­მუ­შა­ვა ხალ­ხთან, ბევ­რად მეტი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის, თი­თო­ე­უ­ლი მცხოვ­რე­ბის, თი­თო­ე­უ­ლი ქო­ბუ­ლე­თე­ლის, ბა­თუ­მე­ლის, ხელ­ვა­ჩა­უ­რე­ლის, შუ­ა­ხე­ვე­ლის, ქე­დე­ლის, ხუ­ლო­ე­ლის, თი­თო­ე­უ­ლი თვენ­გა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო ყო­ვე­ლი­ვე ეს და გა­კეთ­დე­ბა კი­დეც. მე ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ჩვენ გა­დავ­წყვეტთ ბან­კე­ბის ვა­ლე­ბის პრობ­ლე­მა­საც, იმის პრობ­ლე­მა­საც, რომ თუ ვი­ღა­ცის ნა­თე­სა­ვი არ ხარ წინსვლა არ გაქვს და სხვა მხრივ პრობ­ლე­მებს გიქ­მნი­ან, იმის პრობ­ლე­მა­საც, რომ და­ნა­შა­უ­ლი გა­ი­ზარ­და. ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­ექ­ტი გვაქვს წინ და თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი ნა­ხავს ამ პრო­ექ­ტის სარ­გე­ბელ­სა და ხე­ირს. ამის­თვის არის იქ ლე­ვა­ნი, ამის­თვის ვიქ­ნე­ბი მანდ მე თქვენ­თან ერ­თად. თქვენ არ დაგ­ჭირ­დე­ბათ თურ­ქეთ­ში გა­დას­ვლა პა­ტარ-პა­ტა­რა შე­მო­სავ­ლის მი­სა­ღე­ბად, იმ­დე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი გვექ­ნე­ბა ბა­თუმ­ში, იმ­დე­ნი ახა­ლი, მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სა­მუ­შაო ად­გი­ლი შე­იქ­მნე­ბა ბა­თუმ­ში, ქო­ბუ­ლეთ­ში, აჭა­რის მთა­ში, რომ არ­სად წას­ვლა თქვენ არ დაგ­ჭირ­დე­ბათ. ჩვენ მარ­ტო სე­ზონ­ზე კი არ უნდა ვი­ყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, იმი­ტომ ვა­შე­ნებ­დით ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტს, იმი­ტომ ვა­შე­ნებ­დით სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს, იმი­ტომ ვა­შე­ნებ­დით ფი­ნან­სურ ცენ­ტრებს, რომ მთე­ლი წელი არ იყოს ერთი დღეც კი, როცა თქვენ არ გექ­ნე­ბათ სამ­სა­ხუ­რი და მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი. არ იყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი სე­ზო­ნურ რყე­ვებ­ზე, არ იყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი თუ რა იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ციტ­რუ­სის ფასი, თუმ­ცა ეს მა­ღა­ლი უნდა იყოს. ყო­ველ­დღე უნდა იყოს არ­ჩე­ვა­ნი, სად არის უფრო მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი, იმი­ტომ, რომ უნდა იყოს ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სამ­სა­ხუ­რე­ბი აჭა­რას აქვს ამის პო­ტენ­ცი­ა­ლი და ჩვენ ვი­ცით ეს რო­გორ გა­ვა­კე­თოთ. ლე­ვან­მა და მე ბევ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნა­ში და ვი­ცით რო­გორ გა­ვა­კე­თოთ ეს კი­დევ უკე­თე­სად. რაც არ უნდა მოხ­დეს, ჩვენ გვაქვს თქვე­ნი იმე­დი და თქვენ უნდა გქონ­დეთ ჩვე­ნი იმე­დი. ჩვენ ნამ­დვი­ლად არ მი­გა­ტო­ვებთ და არ გი­ღა­ლა­ტებთ. ერ­თად კი ყვე­ლა­ფერს გა­დავ­წყვეტთ", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ჩემო შვილებო... ჩემო აჭარლებო" - რა მიმართვას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკზე"

"ჩემო შვილებო... ჩემო აჭარლებო" - რა მიმართვას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკზე"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აჭარლებისთვის მიმართვას ავრცელებს. ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ აჭარაში გატარებულ რეფორმებს იხსენებს.

მისი თქმით, ბათუმში რაც გაკეთდა ეს იმის 20%-იც კი არ არის, რაც მთელ აჭარაში უნდა გაკეთდეს. მიხეილ სააკაშვილი პირდება აჭარის მოსახლეობას, რომ მათ გადაუწყვეტს დასაქმების, ფინანსურ და სხვა პრობლემებს.

იხილეთ ვიდეო

"ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, ჩემო შვილებო, ჩემო საყვარელო უფროსო თაობავ, ჩემო აჭარლებო. გულის ფანცქალით ვადევნებ თვალს ყველაფერს რაც ხდება და ასევე გულის ფანცქალით ველოდები ფეხის დადგმას საქართველოსა და, რა თქმა უნდა, მათ შორის, რა თქმა უნდა, აჭარის მიწაზე. ლევანის ჩამოსვლა არა მხოლოდ დიდი მოვლენა იყო ლევანისთვის პირადად და ბევრი ადამიანისთვის, არამედ მათ ჩემი გულის ნაწილი გამოვატანე მას. 2004 წელს რომ არა თქვენი გმირობა და თავდადება, ჩვენ ვერ დავიბრუნებდით აჭარას. ბათუმში ჩვენ რაც გავაკეთეთ ეს იმის 20%-იც კი არ არის, რაც მთელ აჭარაში უნდა გაკეთდეს. ყველაფერი ჩვენ კიდევ წინ გვაქვს ბევრი რაღაცა ძალიან მაგრად გაკეთდა. უბრალოდ ბევრად მეტი უნდა გვემუშავა ხალხთან, ბევრად მეტი მონაწილეობით უნდა გაკეთებულიყო თითოეული მოქალაქის, თითოეული მცხოვრების, თითოეული ქობულეთელის, ბათუმელის, ხელვაჩაურელის, შუახეველის, ქედელის, ხულოელის, თითოეული თვენგანის მონაწილეობით უნდა გაკეთებულიყო ყოველივე ეს და გაკეთდება კიდეც. მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გადავწყვეტთ ბანკების ვალების პრობლემასაც, იმის პრობლემასაც, რომ თუ ვიღაცის ნათესავი არ ხარ წინსვლა არ გაქვს და სხვა მხრივ პრობლემებს გიქმნიან, იმის პრობლემასაც, რომ დანაშაული გაიზარდა. ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს წინ და თითოეული თქვენგანი ნახავს ამ პროექტის სარგებელსა და ხეირს. ამისთვის არის იქ ლევანი, ამისთვის ვიქნები მანდ მე თქვენთან ერთად. თქვენ არ დაგჭირდებათ თურქეთში გადასვლა პატარ-პატარა შემოსავლის მისაღებად, იმდენი შემოსავალი გვექნება ბათუმში, იმდენი ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნება ბათუმში, ქობულეთში, აჭარის მთაში, რომ არსად წასვლა თქვენ არ დაგჭირდებათ. ჩვენ მარტო სეზონზე კი არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, იმიტომ ვაშენებდით ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, იმიტომ ვაშენებდით საავადმყოფოებს, იმიტომ ვაშენებდით ფინანსურ ცენტრებს, რომ მთელი წელი არ იყოს ერთი დღეც კი, როცა თქვენ არ გექნებათ სამსახური და მაღალი შემოსავალი. არ იყოთ დამოკიდებული სეზონურ რყევებზე, არ იყოთ დამოკიდებული თუ რა იქნება მხოლოდ ციტრუსის ფასი, თუმცა ეს მაღალი უნდა იყოს. ყოველდღე უნდა იყოს არჩევანი, სად არის უფრო მაღალანაზღაურებადი, იმიტომ, რომ უნდა იყოს ერთმანეთზე უკეთესი მაღალანაზღაურებადი სამსახურები აჭარას აქვს ამის პოტენციალი და ჩვენ ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ. ლევანმა და მე ბევრი გამოცდილება მივიღეთ, მათ შორის უკრაინაში და ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს კიდევ უკეთესად. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი და თქვენ უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი. ჩვენ ნამდვილად არ მიგატოვებთ და არ გიღალატებთ. ერთად კი ყველაფერს გადავწყვეტთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."