პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმდენი მყავს ნაწამები და მოკლული, ერთი შეხედვით მივხვდები, რას წარმოადგენო..." - რას ყვება ჩეჩენი ბიზნესმენი, რომელიც კადიროვის რეჟიმს საქართველოში გამოექცა
"იმდენი მყავს ნაწამები და მოკლული, ერთი შეხედვით მივხვდები, რას წარმოადგენო..." - რას ყვება ჩეჩენი ბიზნესმენი, რომელიც კადიროვის რეჟიმს საქართველოში გამოექცა

ჩე­ჩე­ნი ტუმ­სო აბ­დუ­რაჰ­მა­ნო­ვი რამ­დე­ნი­მე თვის წინ ოჯახ­თან ერ­თად სამ­შობ­ლო­დან გა­მო­იქ­ცა და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ა­ფა­რა თავი. აბ­დუ­რაჰ­მა­ნოვს ემიგ­რა­ცი­ამ­დე გროზ­ნო­ში კომ­პა­ნია Электросвязи Чеченской Республикис-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პოს­ტი ეკა­ვა. მას­თან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­და­ნაც ამო­ნა­რი­დებს გა­თა­ვა­ზობთ:

- მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რე, ჩემ წინ და ჩემ უკან "ტო­ი­ო­ტა კამ­რის" მარ­კის შავი მან­ქა­ნე­ბი გა­ჩერ­დნენ, იქი­დან შავ­ფორ­მი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი გად­მო­ვიდ­ნენ, ჩა­მო­მარ­თვეს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, პა­ტა­რა ხელ­ჩან­თა და ის­ლამ კა­დი­როვ­თან მი­მიყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც მან­ქა­ნა­ში იჯდა. წვერს რა­ტომ ატა­რე­ბო, მკი­თხა კა­დი­როვ­მა. ვუ­პა­სუ­ხე, წვე­რი ჩემი რე­ლი­გი­ის ნა­წი­ლია-მეთ­ქი. რამ­დე­ნი­მე რე­ლი­გი­უ­რი ში­ნა­არ­სის შე­კი­თხვა და­მის­ვა, რა­ზეც ვე­რა­ფე­რი ვუ­პა­სუ­ხე, მა­შინ მკი­თხა, იცი თუ არა, რომ რეს­პუბ­ლი­კა­ში წვე­რის ტა­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი­აო? არ ვიცი-მეთ­ქი. ის­ლამ­მა ჩემი ტე­ლე­ფო­ნი და­ათ­ვა­ლი­ე­რა, იპო­ვა კრი­ტი­კუ­ლი, სა­ტი­რუ­ლი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი და ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბო­და ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს ვი­დე­ოფ­რაგ­მენ­ტი

- შემ­დეგ რა მოხ­და?

- გროზ­ნოს სამ­თავ­რო­ბო კომ­პლექსში მი­მიყ­ვა­ნეს, რომ­ლის ახ­ლოს ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კო­ტე­ჯი იდგა. რო­გორც მივ­ხვდი, ეს იყო ის­ლამ კა­დი­რო­ვის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი აპარ­ტა­მენ­ტი. შიგ­ნით რომ შე­მიყ­ვა­ნეს, ის­ლამ კა­დი­რო­ვი თა­ვის გა­რე­მოც­ვას­თან ერ­თად სამ­ზა­რე­უ­ლო­ში სა­დი­ლობ­და. მი­თხრა, "იმ­დე­ნი მყავს გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ნა­წა­მე­ბი და მოკ­ლუ­ლი, რომ შე­მიძ­ლია ერთი შე­ხედ­ვით მივ­ხვდე, რას წარ­მო­ად­გე­ნო". მკი­თხა, - ის­ლა­მის რო­მელ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას აღი­ა­რე­ბო, - როცა ვუ­პა­სუ­ხე, არც ერთს, სუ­ნი­ტი ვარ-მეთ­ქი, არა, გზა­აბ­ნე­უ­ლი სა­ლა­ფი­ტი ხარო. ამის შემ­დეგ გა­რი­გე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. მი­თხრა, გა­გიშ­ვებ და გა­საქ­ცე­ვად სამ დღეს მოგ­ცემ, თუ არა­და, სამი დღის შემ­დეგ გი­პო­ვი და მოგ­კლა­ვო. შე­იძ­ლე­ბა გა­მოს­წო­რე­ბის შან­სიც მოგ­ცე, რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მო­გი­ძა­ხებ, მო­ვიწ­ვევ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს. თუ და­გიმ­ტკი­ცე­ბენ, რომ არა ხარ მარ­თა­ლი, მზად ხარ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა აღი­ა­როო?..

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" ან და­რე­გის­ტრირ­დით სა­იტ­ზე, შე­ი­ძი­ნეთ სა­სურ­ვე­ლი პა­კე­ტი და წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია: კა­დი­რო­ვის­გან გა­მოქ­ცე­უ­ლი ჩე­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში თავ­შე­სა­ფარს ითხოვს! (ექ­სკლუ­ზი­ვი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"იმდენი მყავს ნაწამები და მოკლული, ერთი შეხედვით მივხვდები, რას წარმოადგენო..." - რას ყვება ჩეჩენი ბიზნესმენი, რომელიც კადიროვის რეჟიმს საქართველოში გამოექცა

"იმდენი მყავს ნაწამები და მოკლული, ერთი შეხედვით მივხვდები, რას წარმოადგენო..." - რას ყვება ჩეჩენი ბიზნესმენი, რომელიც კადიროვის რეჟიმს საქართველოში გამოექცა

ჩეჩენი ტუმსო აბდურაჰმანოვი რამდენიმე თვის წინ ოჯახთან ერთად სამშობლოდან გამოიქცა და საქართველოს შეაფარა თავი. აბდურაჰმანოვს ემიგრაციამდე გროზნოში კომპანია Электросвязи Чеченской Республикис-ს გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა. მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გათავაზობთ:

- მანქანა გავაჩერე, ჩემ წინ და ჩემ უკან "ტოიოტა კამრის" მარკის შავი მანქანები გაჩერდნენ, იქიდან შავფორმიანი შეიარაღებული პირები გადმოვიდნენ, ჩამომართვეს მობილური ტელეფონი, პატარა ხელჩანთა და ისლამ კადიროვთან მიმიყვანეს, რომელიც მანქანაში იჯდა. წვერს რატომ ატარებო, მკითხა კადიროვმა. ვუპასუხე, წვერი ჩემი რელიგიის ნაწილია-მეთქი. რამდენიმე რელიგიური შინაარსის შეკითხვა დამისვა, რაზეც ვერაფერი ვუპასუხე, მაშინ მკითხა, იცი თუ არა, რომ რესპუბლიკაში წვერის ტარება აკრძალულიაო? არ ვიცი-მეთქი. ისლამმა ჩემი ტელეფონი დაათვალიერა, იპოვა კრიტიკული, სატირული შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეორგოლები, რომლებიც ეხებოდა ჩეჩნეთის ხელისუფლებასა და სასულიერო პირებს.

იხილეთ ინტერვიუს ვიდეოფრაგმენტი

- შემდეგ რა მოხდა?

- გროზნოს სამთავრობო კომპლექსში მიმიყვანეს, რომლის ახლოს ორსართულიანი კოტეჯი იდგა. როგორც მივხვდი, ეს იყო ისლამ კადიროვის სამსახურებრივი აპარტამენტი. შიგნით რომ შემიყვანეს, ისლამ კადიროვი თავის გარემოცვასთან ერთად სამზარეულოში სადილობდა. მითხრა, "იმდენი მყავს გატაცებული, ნაწამები და მოკლული, რომ შემიძლია ერთი შეხედვით მივხვდე, რას წარმოადგენო". მკითხა, - ისლამის რომელ მიმდინარეობას აღიარებო, - როცა ვუპასუხე, არც ერთს, სუნიტი ვარ-მეთქი, არა, გზააბნეული სალაფიტი ხარო. ამის შემდეგ გარიგება შემომთავაზა. მითხრა, გაგიშვებ და გასაქცევად სამ დღეს მოგცემ, თუ არადა, სამი დღის შემდეგ გიპოვი და მოგკლავო. შეიძლება გამოსწორების შანსიც მოგცე, რამდენიმე დღეში გამოგიძახებ, მოვიწვევ სასულიერო პირებს. თუ დაგიმტკიცებენ, რომ არა ხარ მართალი, მზად ხარ ჭეშმარიტება აღიაროო?..

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან დარეგისტრირდით საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: კადიროვისგან გამოქცეული ჩეჩენი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს! (ექსკლუზივი)

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."