პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავარიების მიზეზები, ახალი კამერები გზებზე, საგზაო უსაფრთხოების პროგრამა - შს მინისტრის მოადგილის პასუხები ყველა კითხვაზე, რომელიც მოქალაქეებს აინტერესებთ
ავარიების მიზეზები, ახალი კამერები გზებზე, საგზაო უსაფრთხოების პროგრამა - შს მინისტრის მოადგილის პასუხები ყველა კითხვაზე, რომელიც მოქალაქეებს აინტერესებთ

საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ცვლი­ლე­ბებს გეგ­მავს. ამის­თვის პარ­ლა­მენ­ტში სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ნონპ­რო­ექ­ტიც შე­ვი­და, თუმ­ცა ამ მოწ­ვე­ვის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნომ პრო­ექ­ტი გან­სა­ხილ­ვე­ლად მო­მა­ვალ პარ­ლა­მენტს და­უ­ტო­ვა.

ამას­თან, მთავ­რო­ბამ უკვე და­ამ­ტკი­ცა საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც გზებ­ზე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის, მათ შო­რის ერთი და იმა­ვე მო­ნაკ­ვეთ­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ე­ბის სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე იმუ­შა­ვებს. თუმ­ცა, სა­ნამ აღ­ნიშ­ნუ­ლი სტრა­ტე­გია ამუ­შავ­დე­ბა, მა­ნამ­დე პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გზებ­ზე რჩე­ბა და ავა­რი­ებ­საც იწ­ვევს, კვლავ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ი­სა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მძღო­ლე­ბის მხრებ­ზეა. კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა, რო­მელ­ზეც ბოლო დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ, ეხე­ბა საგ­ზაო კა­მე­რებს - რომ ისი­ნი გა­უ­მარ­თა­ვია და შე­სა­ბა­მი­სად, მძღო­ლე­ბი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ო­ბას არ ერი­დე­ბი­ან.

რას მო­ი­ცავს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გია, რო­დი­დან ამუ­შავ­დე­ბა ის და მა­ნამ­დე რა ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას გეგ­მავს შსს - აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს შალ­ვა ხუ­ციშ­ვილს ესა­უბ­რა.

"მთავ­რო­ბის მიერ ახ­ლა­ხან დამ­ტკიც­და საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ყვე­ლა­ფერს: რო­გორ უნდა გან­ვი­თარ­დეს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ავ­ტო­პარ­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით რო­გო­რია მთავ­რო­ბის ხედ­ვა, მის გა­ჯან­სა­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვე­ნი კა­ნონპ­რო­ექ­ტი მხო­ლოდ ერთი ნა­წი­ლია ამ სტრა­ტე­გი­ი­სა, ანუ ეხე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ებს, ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას და ა.შ. ახლა იქ­მნე­ბა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც ეს სტრა­ტე­გია უნდა აა­მუ­შა­ვოს. ამ კო­მი­სი­ის ფორ­მი­რე­ბა რე­ა­ლუ­რად ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა სწო­რედ ეს იყო, რომ აქამ­დე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ არ­სე­ბობ­და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბა, რო­მე­ლიც და­ა­რე­გუ­ლი­რებ­და ამ ყვე­ლა­ფერს, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბო­და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმა­ზე თუ რა ხდე­ბა გზებ­ზე, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ნა­წილ­ში, საგ­ზაო ნიშ­ნე­ბის მხრივ და მათ შო­რის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზეც. ახლა ეს პრობ­ლე­მა გა­და­წყდა, იმი­ტომ რომ ამ სტრა­ტე­გი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო გა­ნი­სა­ზღვრა წამ­ყვან უწყე­ბად. შსს არის უწყე­ბა­თა­შო­რის ჯგუფ­ში და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ზე ვართ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ვი­ნა­ი­დან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გზებს ვერ და­ა­გებს და ამას ვერ და­გეგ­მავს, მაგ­რამ აკონ­ტრო­ლებს წე­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც წლე­ბია არ­სე­ბობ­და, ნა­წი­ლობ­რივ გა­და­იჭ­რა, თუმ­ცა წინ დიდი სა­მუ­შა­ოა, იმის­თვის რომ ეს სტრა­ტე­გია ამოქ­მედ­დეს.

- ანუ სა­ნამ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სია არ შე­იკ­რი­ბე­ბა და ღო­ნის­ძი­ე­ბებს არ და­გეგ­მავს, მა­ნამ­დე აღ­ნიშ­ნუ­ლი სტრა­ტე­გია არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა?

- რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სი­ის და­კომ­პლექ­ტე­ბა. სტა­ტე­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა უწყე­ბას ექ­ნე­ბა თა­ვი­სი ამო­ცა­ნა. რო­გორც კი კო­მი­სია და­კომ­პლექტდე­ბა, სტრა­ტე­გი­აც ძა­ლი­ან მალე ამოქ­მედ­დე­ბა.

- რამ­დე­ნი ხანი მუ­შავ­დე­ბო­და ეს სტრა­ტე­გია?

- ეს სტრა­ტე­გია თით­ქმის ორ წელ­ზე მეტი მუ­შავ­დე­ბო­და. მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტი. საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტია. მთა­ვა­რი უწყე­ბა იქ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო. ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის, საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის თე­მე­ბი, რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­კი­თხე­ბი მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ქვეშ იქ­ნე­ბა და ასე­ვე მათ ექ­ნე­ბათ კო­მუ­ნი­კა­ცია ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­თან, რად­გან დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა თვით­მმარ­თვე­ლო­ბას, თა­ვად შე­უძ­ლია საგ­ზაო ნიშ­ნე­ბის გან­თავ­სე­ბა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დად­გე­ნა, რაც ასე­ვე დიდ პრობ­ლე­მას ქმნის, რად­გან ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით ზო­გან საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი არას­წო­რა­დაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, მათ შო­რის თბი­ლის­ში.

წლის ბო­ლოს­თვის შსს-ს ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა საგ­ზაო ნიშ­ნის მო­ნა­ცე­მი, რამ­დე­ნად სწო­რა­დაა ის გან­თავ­სე­ბუ­ლი და გვექ­ნე­ბა სა­ერ­თო სუ­რა­თი. ამის შემ­დეგ მოხ­დე­ბა შე­და­რე­ბა იმ წერ­ტი­ლებ­თან, სა­დაც ყვე­ლა­ზე ხში­რად ხდე­ბა ავა­რია და ამის მი­ხედ­ვით იქ­ნე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი.

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ თქვენ გა­ნა­ცხა­დეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ყო­ველ­წლი­უ­რად 600-მდე ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. რა კეთ­დე­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ ავა­რი­ე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, მსხვერ­პლის რი­ცხვი შემ­ცირ­დეს? იქ­ნე­ბა ეს გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი პატ­რუ­ლი­რე­ბა, თუ კი­დევ სხვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მით უფრო რომ ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნია და ავ­ტო­ბან­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ნა­კა­დი გაზ­რდი­ლია.

- ყვე­ლა­ზე ცუდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ევ­რო­კავ­შირ­ში ამ მხრივ, თუ მო­ნა­ცე­მე­ბი არ შეც­ვლი­ლა, აქვს ლატ­ვი­ას და მათ­ზე 1.5-ჯერ ცუდი მო­ნა­ცე­მე­ბი გვაქვს ჩვენ, თუ მეტი არა. ევ­რო­პას რომ არ შე­ვე­და­როთ და პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ზე რომ ვი­სა­უბ­როთ, აქაც სა­მე­ულ­ში შევ­დი­ვართ. ეს სამ­წუ­ხა­როდ არის ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა კეთ­დე­ბა - პირ­ველ რიგ­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას გამ­კაც­რე­ბუ­ლი აქვს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა, რაც რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ერთი არის თვი­თონ გზებ­ზე უფრო მეტი კონ­ტრო­ლი და არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დის­კრე­ცი­ის ფარ­გლებ­ში მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა. გარ­და ამი­სა, ნას­ვა­მო­ბა­ზე ადრე უფრო ხში­რად იყე­ნებ­დნენ მარ­თვის მოწ­მო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის ჯა­რი­მით შეც­ვლის დის­კრე­ცი­ას. ახლა კი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც უფრო მკაც­რი კონ­ტრო­ლია.

გარ­და ამი­სა, ჩვენ პარ­ლა­მენტს მივ­მარ­თეთ და შე­ვი­ტა­ნეთ კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის სის­ტე­მურ გა­და­წყვე­ტას, მათ შო­რის, მო­ქა­ლა­ქე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ამაღ­ლე­ბის კუ­თხი­თაც, რათა ყვე­ლა უფრო მე­ტად მოფრ­თხი­ლე­ბო­და სა­კუ­თარ მარ­თვის მოწ­მო­ბას და შე­სა­ბა­მი­სად და­ეც­ვა მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი. ასე­ვე, ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ნა­წილ­ში ეს პრო­ექ­ტი ახალ მე­ქა­ნიზ­მებ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­გო­რი­ცაა უკონ­ტაქ­ტო პატ­რუ­ლი­რე­ბა, ქუ­ლა­თა სის­ტე­მა, გა­და­სა­ტა­ნი რა­და­რე­ბი, კა­მე­რე­ბი და ა.შ. თუმ­ცა, ამის მი­ღე­ბა სამ­წუ­ხა­როდ იმ გარ­კვე­უ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რაც პარ­ლა­მენ­ტში იყო, ვერ მოხ­და. არა იმი­ტომ, რომ კა­ნონპ­რო­ექტს პარ­ლა­მენ­ტში მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არ ჰყავ­და. გარ­და ამი­სა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მოხ­და კა­მე­რე­ბის ხე­ლა­ხა­ლი აღ­წე­რა - რა კა­მე­რე­ბი გვაქვს, იქი­დან რო­მე­ლია ვარ­გი­სი და რო­მე­ლი არა....

- შე­დე­გე­ბი რო­გო­რია?

- გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა კა­მე­რე­ბის არის, თუმ­ცა და­მა­ტე­ბა სა­ჭი­როა. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ვი­დე­ო­ა­ნა­ლი­ტი­კის შე­ძე­ნის პრო­ცე­დუ­რა. რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­აა ჩა­მო­სუ­ლი და მი­დის ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი, ანუ ყვე­ლა კომ­პა­ნია გვაჩ­ვე­ნებს თა­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ეს არის ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო ვი­დე­ო­ა­ნა­ლი­ტი­კუ­რი პროგ­რა­მე­ბი, მოძ­რა­ო­ბა­ზე გათ­ვლი­ლი. ჩვენ ვცდი­ლობთ შე­ვი­ძი­ნოთ ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო ვი­დე­ო­ა­ნა­ლი­ტი­კა, რა­საც ნიუ-იორ­კის, ლონ­დო­ნი­სა და დუ­ბა­ის პო­ლი­ცია იყე­ნებს და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე პრო­დუქ­ტია ჩა­მო­ტა­ნი­ლი ჩვენ­თან. იქ, სა­დაც კა­მე­რე­ბი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი იყო ან არ მუ­შა­ობ­და, ან მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ მას­ზე ანა­ლი­ტი­კა არ ყენ­დე­ბო­და, იქ გან­თავ­სდე­ბა ახა­ლი კა­მე­რე­ბი, ე.წ. შავი წერ­ტი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ანუ იქ სა­დაც უფრო მეტი ავა­რი­ე­ბი ხდე­ბო­და. ეს კა­მე­რე­ბი იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი ვი­დე­ო­ა­ნა­ლი­ტი­კით.

რა არის ვი­დე­ო­ა­ნა­ლი­ტი­კა - რო­დე­საც მძღო­ლი მოძ­რა­ო­ბის წე­სებს და­არ­ღვევს აღარ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო ვი­ზუ­ა­ლუ­რად ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ყუ­რე­ბა და ამის ხე­ლით და­ფიქ­სი­რე­ბა. ამას უკვე სის­ტე­მა გა­ა­კე­თებს, პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ხარ­ჯზე, და მი­ნი­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა იმის შან­სი, რომ ვი­ღაც და­არ­ღვევს მოძ­რა­ო­ბის წე­სებს და ის არ და­ჯა­რიმ­დე­ბა.

- ამის პროგ­რა­მა უკვე არ­სე­ბობს? ალ­გო­რით­მი უკვე და­წე­რი­ლია?

- ალ­გო­რით­მის და­წე­რას, მის და­ტესტვას და ა.შ. დრო­ის ფაქ­ტო­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ვარ­ჩი­ეთ შე­ვი­ძი­ნოთ კომ­პლექ­სუ­რი პროგ­რა­მა. ეს ეხე­ბა ასე­ვე უსაფრ­თხო­ე­ბა­საც, მათ შო­რის მი­ტო­ვე­ბულ ნივ­თებს, ტე­რო­რის­ტულ საფრ­თხე­ებს და ა.შ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას და ვფიქ­რობთ, უკვე შე­მოდ­გო­მი­დან ეს პროგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლოს მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გვექ­ნე­ბა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. შე­ვი­ძენთ ისეთ ვი­დე­ო­ა­ნა­ლი­ტი­კურ პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც უფრო მე­ტად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ჩვენს რე­ა­ლო­ბას და რომ­ლის ფა­სიც უფრო მე­ტად იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი.

- კა­მე­რე­ბის ზო­მე­ბი რო­გო­რია? ვი­ნა­ი­დან მძღო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ხე­დავს მათ და იცის სა­დაა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი

- ზუს­ტად არის თავ­სე­ბა­დო­ბა. ჩვენ ამ შემ­თხვე­ვა­ში ამოვ­დი­ვართ იქი­დან, რომ არ­სე­ბუ­ლი კა­მე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ი­საა, რამ­დე­ნად თავ­სე­ბა­დია ამ პროგ­რა­მას­თან. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, სა­უ­კე­თე­სო სტან­დარ­ტი დავ­ნერ­გოთ. რაც უფრო მეტი კა­მე­რა იქ­ნე­ბა, იქ ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რი მთლი­ა­ნად გა­მო­რი­ცხუ­ლია.

ამ პროგ­რა­მის ერთ-ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არის ის, რომ ით­ვლის ორ კა­მე­რას შო­რის მან­ძილს და რა დრო­ში უნდა და­ფა­როს ის მძღოლ­მა სა­შუ­ა­ლო სიჩ­ქა­რით, ანუ თუ ავ­ტო­მან­ქა­ნამ კა­მე­რას­თან შე­ა­ნე­ლა, შემ­დეგ მო­უ­მა­ტა სიჩ­ქა­რეს, მე­ო­რე კა­მე­რას­თან კვლავ და­ა­მუხ­რუ­ჭა და შე­ა­ნე­ლა, ეს მა­ინც და­ფიქ­სირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კა­მე­რე­ბის და­შო­რე­ბებს, მან­ძი­ლი იქ­ნე­ბა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი. ეს მე­ქა­ნიზ­მი ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია. ჩვენს ლატ­ვი­ელ კო­ლე­გებ­თან გა­ვი­ა­რეთ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, რად­გან მა­თაც მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ. მათ ერთ-ერთი მე­თო­დი პრე­ვენ­ცი­ის­თვის სწო­რედ ეს მე­ქა­ნიზ­მი გა­მო­ი­ყე­ნეს და რო­გორც გვი­თხრეს, ამან და­ახ­ლო­ე­ბით 50%-იანი პრე­ვენ­ცია მის­ცათ.

- სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბას შე­ვე­ხე­ბი. თა­ვის დრო­ზე ამ დარ­ღვე­ვა­ზე არ­სე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბი შემ­ცირ­და. დღეს ეს ჯა­რი­მა 50 ლა­რია. ხომ არ ფიქ­რობთ, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­დო­მა იყო და თუ გეგ­მავს შსს აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯა­რი­მა გა­ზარ­დოს?

- ჩვენ ამის ანა­ლი­ზიც გა­ვა­კე­თეთ და პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბულ პრო­ექ­ტში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა, ანუ თუ დაშ­ვე­ბულ სიჩ­ქა­რეს და გა­და­ჭარ­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლურ ზღვარს ანუ და­მა­ტე­ბით 15 კი­ლო­მეტრს ოდ­ნავ გა­და­ა­მე­ტებ, და­ჯა­რიმ­დე­ბი იმ ოდე­ნო­ბით, რაც დად­გე­ნი­ლია. მაგ­რამ თუ გა­და­ჭარ­ბე­ბა ძა­ლი­ან დი­დია და ვთქვათ, სა­დაც და­საშ­ვე­ბი სიჩ­ქა­რე არის 60 კმ/სთ და მი­დი­ხარ 100-ით, მა­შინ ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით დი­დია და 200 ლა­რამ­დე აღ­წევს.

წინა ცვლი­ლე­ბე­ბი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო იმით, რომ არ­სე­ბობ­და ყვე­ლას მი­მართ ძა­ლი­ან მკაც­რი სან­ქცია და ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მა­გა­ლი­თად, 15 კი­ლო­მეტრს 1 კი­ლო­მეტ­რით გა­და­ა­ჭარ­ბებ­დნენ ისი­ნიც მკაც­რად ის­ჯე­ბოდ­ნენ და ისი­ნიც, ვინც ძა­ლი­ან ჩქა­რა და­დი­ოდ­ნენ. იმ ანა­ლი­ზით, რო­მე­ლიც გა­კეთ­და, კერ­ძოდ ძა­ლი­ან მკაც­რი და შერ­ბი­ლე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის პე­რი­ო­დე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჯა­რი­მე­ბი ყო­ფი­ლი­ყო დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ესაა. ვნა­ხოთ რა რას მოგ­ვცემს პრაქ­ტი­კა, რად­გან დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სი­ახ­ლეა და იმის მი­ხედ­ვით გა­მოჩ­ნდე­ბა, გა­საზ­რდე­ლია თუ არა სან­ქცი­ე­ბი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა­ზე.

- სა­ნამ პარ­ლა­მენ­ტი და­ამ­ტკი­ცებს კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც ინი­ცი­რე­ბუ­ლია შსს-ს მიერ, მა­ნამ­დე თუ გაქვთ რა­ი­მე მე­ქა­ნიზ­მი ან ბერ­კე­ტი იმი­სა, რომ გარ­კვე­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბით მი­მარ­თოთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით იყოს მი­ღე­ბუ­ლი, თუნ­დაც სექ­ტემ­ბერ­ში, ამ მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის მიერ?

- კა­მე­რე­ბის გან­თავ­სე­ბა არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია და არ მო­ი­თხოვს და­მა­ტე­ბით სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს. სექ­ტემ­ბერ­ში პარ­ლა­მენ­ტი კა­ნომ­დებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რე­გუ­ლა­რუ­ლად არ შე­იკ­რი­ბე­ბა. ვა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტი რო­გორც კი შე­იკ­რი­ბე­ბა, ამა­ზე უნდა იმ­სჯე­ლოს ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში. ეს სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში მა­ინც იდ­გე­ბა, რად­გან პრობ­ლე­მა რე­ა­ლუ­რია. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა ციფ­რი, 600 ადა­მი­ა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 6-7-ჯერ აღე­მა­ტე­ბა მკვლე­ლო­ბე­ბის ციფრს და თუკი მკვლე­ლო­ბებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა და რე­აქ­ცია ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და ვფიქ­რობ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­სა­ღი, რა­ტომ­ღაც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა მი­მართ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ არის.

- რამ­დენ­ჯერ­მე ახ­სე­ნეთ სა­ხი­ფა­თო მო­ნაკ­ვე­თე­ბი და ე.წ. შავი წერ­ტი­ლე­ბი. რო­გორც ვხვდე­ბი გაქვთ გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე. ამ­ჟა­მად თუ არის ამ გზებ­ზე ან მო­ნი­ტო­რინ­გი ან გახ­ში­რე­ბუ­ლი პატ­რუ­ლი­რე­ბა? რა პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნი­ძი­ე­ბებს აწარ­მო­ე­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი?

- პე­რი­ო­დუ­ლად ახ­ლდე­ბა ხოლ­მე ეს ინ­ფორ­მა­ცია, თუ სად არის ყვე­ლა­ზე მეტი საფრ­თხე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას მხო­ლოდ ჩვენს წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით არ ვა­ნახ­ლებთ. პე­რი­ო­დუ­ლად ხდე­ბა სკო­ლე­ბის გა­მო­კი­თხვა, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს. ამის პრე­ვენ­ცია არის ის, რომ არ­სე­ბუ­ლი სა­პატ­რუ­ლო მან­ქა­ნე­ბი, იმ ად­გი­ლებ­ში სა­დაც ისი­ნი პატ­რუ­ლი­რე­ბენ, უფრო მე­ტად ყუ­რა­დღე­ბით არი­ან რო­გორც წესი, არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის ფარ­გლებ­ში. გარ­და ამი­სა, ახა­ლი კა­მე­რე­ბი იქ და­მონ­ტაჟ­დე­ბა.

თუმ­ცა, კი­დევ ერთი პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც ჩვენ ვმუ­შა­ობთ და სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში უკვე და­წყე­ბუ­ლია, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცოტა ად­გი­ლებს ფა­რავს, ეს არის ქვე­ი­თი პატ­რუ­ლი­რე­ბა. ვფიქ­რობთ იგი­ვე სკო­ლებ­ში, სა­დაც სა­ხი­ფა­თო გა­და­სას­ვლე­ლე­ბია, ასე­თი ტი­პის პრე­ვენ­ცია უნდა იყოს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ჩვენ ამის პლი­უ­სებს და მი­ნუ­სებს და­ახ­ლო­ე­ბით შე­ვა­ჯა­მებთ. გვინ­და რომ ამე­რი­კელ ექ­სპერ­ტებ­თა­ნაც გა­ვი­ა­როთ კონ­სულ­ტა­ცია იმის­თვის, რომ რე­სურ­სე­ბი არას­წო­რად არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ და ერთ-ერთი ინ­სტრუ­მენ­ტი პრე­ვენ­ცი­ი­სა ასეთ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე, რომ­ლე­ბიც ქვე­ით­თა გა­და­სას­ვლე­ლებს უკავ­შირ­დე­ბა, ქვე­ი­თი პატ­რუ­ლი­რე­ბა იქ­ნე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა შსს-ს მიერ წარ­მო­ე­ბულ კამ­პა­ნი­ას, "შენი გუ­ლის­თვის შენი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის", რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ის და რა შე­დე­გე­ბი მის­ცა უწყე­ბას, თუნ­დაც საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში?

- ამ კამ­პა­ნი­ის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­აა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უნდა და­ი­ნერ­გოს კულ­ტუ­რა - და­იც­ვან კა­ნო­ნი და საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი. თა­ვად კამ­პა­ნი­ის სლო­გა­ნიც და ლოგო შე­იქ­მნა იდე­ით: საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი იცა­ვენ ჩვენს გულს - სი­ცო­ცხლეს. ჩვენ გვინ­და, ვუ­თხრათ თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, რომ ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია პრე­ვენ­ცია, ჩვენ უნდა ავი­რი­დოთ ისე­თი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­გო­რიც ხდე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლია და ამი­ტომ და­ვი­წყეთ ეს კამ­პა­ნია.

მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ კამ­პა­ნი­ა­ში ჩა­ერ­თო ყვე­ლა - სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, უცხო­ე­ლე­ბი, სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი, მე­დია, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ელ­ჩე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბი, კერ­ძო სექ­ტო­რი... გან­ხორ­ცი­ელ­და ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბა, მათ შო­რის: სკო­ლებ­ში კონ­კურ­სე­ბი და შე­მეც­ნე­ბით-ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ტელე და რა­დიო გა­და­ცე­მე­ბი, სა­რეკ­ლა­მო რგო­ლე­ბი და ა.შ. რო­გორც ჩანს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იყო ამ კამ­პა­ნი­ის მო­ლო­დი­ნი და ამი­ტომ მი­ვი­ღეთ ასე­თი ჩარ­თუ­ლო­ბა.

გარ­და ამი­სა, მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე ჩვე­ნი პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბი და­დი­ოდ­ნენ სკო­ლებ­ში და საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის თე­მა­ზე ბავ­შვებს ინ­ტე­რაქ­ტი­ულ-შე­მეც­ნე­ბით გაკ­ვე­თი­ლებს უტა­რებ­დნენ. სექ­ტემ­ბრი­დან ეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა, ასე­ვე, ვი­წყებთ პროგ­რა­მას და გვინ­და ამა­საც სის­ტე­მუ­რი სახე მი­ე­ცეს, რო­დე­საც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის, სა­ხან­ძროს, სა­მაშ­ვე­ლოს, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბით წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სკო­ლა­ში მოყ­ვე­ბი­ან სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ა­ზე. მო­ქა­ლა­ქის აღ­ზრდა ბა­ღი­დან და სკო­ლი­დან იწყე­ბა. ის, რა ვი­თა­რე­ბაც დღეს გვაქვს, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ასე მას­შტა­ბუ­რად არ­ღვე­ვენ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სებს, ვფიქ­რობ, თა­ვის დრო­ზე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტის ბრა­ლია.

- ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას მარ­ტი­ვია მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა და ბევ­რი მოწ­მო­ბას იღებს ისე, რომ არ არის მზად ქა­ლაქ­ში, გზებ­ზე სა­სი­ა­რუ­ლოდ. მარ­თვის მოწ­მო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და შე­იძ­ლე­ბა თუ არა რომ გამ­კაცრ­დეს ან და­იხ­ვე­წოს?

- ჩვენ არა­თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გან­ვი­ხი­ლავთ, არა­მედ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­შე, რომ მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბის გა­მოც­დის დახ­ვე­წა უნდა მოხ­დეს. ვფიქ­რობთ, 2017 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან მარ­თვის მოწ­მო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და უნდა შე­იც­ვა­ლოს. ახლა შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ამა­ზე მუ­შა­ობს. ორი-სამი ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა ნა­ხეს, სა­დაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი არის ამ მხრივ. ვფიქ­რობთ, გა­მოც­დის პირ­ვე­ლი ეტა­პი, რაც დღეს გვაქვს დარ­ჩე­ბა და და­ე­მა­ტე­ბა უკვე პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და რე­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში, ქა­ლაქ­ში.

გა­ნი­ხი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი, ერთი არის რომ ქა­ლა­ქის პი­რო­ბებ­ში გარ­კვე­უ­ლი ქუ­ჩე­ბი აღი­ჭურ­ვოს იმ ინფრას­ტრუქ­ტუ­რით რაც სა­ჭი­როა, თუმ­ცა ეს ძა­ლი­ან ძვი­რი პრო­ექ­ტია. არის კი­დევ რამ­დე­ნი­მე სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და ვფიქ­რობ 2017 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, მაქ­სი­მუმ 2017 წლის ბო­ლოს­თვის ეს შე­იც­ვლე­ბა. შეგ­ვიძ­ლია პირ­და­პირ ვთქვათ, რომ მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დის პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გარ­თულ­დე­ბა.

ესა­უბ­რა თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ავარიების მიზეზები, ახალი კამერები გზებზე, საგზაო უსაფრთხოების პროგრამა - შს მინისტრის მოადგილის პასუხები ყველა კითხვაზე, რომელიც მოქალაქეებს აინტერესებთ

ავარიების მიზეზები, ახალი კამერები გზებზე, საგზაო უსაფრთხოების პროგრამა - შს მინისტრის მოადგილის პასუხები ყველა კითხვაზე, რომელიც მოქალაქეებს აინტერესებთ

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში ცვლილებებს გეგმავს. ამისთვის პარლამენტში სპეციალური კანონპროექტიც შევიდა, თუმცა ამ მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ პროექტი განსახილველად მომავალ პარლამენტს დაუტოვა.

ამასთან, მთავრობამ უკვე დაამტკიცა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც გზებზე არსებული პრობლემების, მათ შორის ერთი და იმავე მონაკვეთზე მომხდარი ავარიების საკითხების მოგვარებაზე იმუშავებს. თუმცა, სანამ აღნიშნული სტრატეგია ამუშავდება, მანამდე პრობლემები, რომლებიც გზებზე რჩება და ავარიებსაც იწვევს, კვლავ საპატრულო პოლიციისა და კეთილსინდისიერი მძღოლების მხრებზეა. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ბოლო დროს საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ, ეხება საგზაო კამერებს - რომ ისინი გაუმართავია და შესაბამისად, მძღოლები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას არ ერიდებიან.

რას მოიცავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგია, როდიდან ამუშავდება ის და მანამდე რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს შსს - აღნიშნულ საკითხებზე AMBEBI.GE შს მინისტრის მოადგილეს შალვა ხუციშვილს ესაუბრა.

"მთავრობის მიერ ახლახან დამტკიცდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც მოიცავს ყველაფერს: როგორ უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა, ავტოპარკის მიმართულებით როგორია მთავრობის ხედვა, მის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით. ჩვენი კანონპროექტი მხოლოდ ერთი ნაწილია ამ სტრატეგიისა, ანუ ეხება რეგულაციებს, ადმინისტრირებას და ა.შ. ახლა იქმნება უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელმაც ეს სტრატეგია უნდა აამუშავოს. ამ კომისიის ფორმირება რეალურად ახლა მიმდინარეობს.

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სწორედ ეს იყო, რომ აქამდე, წლების განმავლობაში, არ არსებობდა პასუხისმგებელი უწყება, რომელიც დაარეგულირებდა ამ ყველაფერს, რომელიც იქნებოდა პასუხისმგებელი იმაზე თუ რა ხდება გზებზე, ინფრასტრუქტურის ნაწილში, საგზაო ნიშნების მხრივ და მათ შორის უსაფრთხოებაზეც. ახლა ეს პრობლემა გადაწყდა, იმიტომ რომ ამ სტრატეგიის მიღების შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო განისაზღვრა წამყვან უწყებად. შსს არის უწყებათაშორის ჯგუფში და ადმინისტრირებაზე ვართ პასუხისმგებელი, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო გზებს ვერ დააგებს და ამას ვერ დაგეგმავს, მაგრამ აკონტროლებს წესების შესრულებას. პრობლემა, რომელიც წლებია არსებობდა, ნაწილობრივ გადაიჭრა, თუმცა წინ დიდი სამუშაოა, იმისთვის რომ ეს სტრატეგია ამოქმედდეს.

- ანუ სანამ უწყებათაშორისი კომისია არ შეიკრიბება და ღონისძიებებს არ დაგეგმავს, მანამდე აღნიშნული სტრატეგია არ ხორციელდება?

- როგორც მოგახსენეთ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს უწყებათაშორისი კომისიის დაკომპლექტება. სტატეგიიდან გამომდინარე, ყველა უწყებას ექნება თავისი ამოცანა. როგორც კი კომისია დაკომპლექტდება, სტრატეგიაც ძალიან მალე ამოქმედდება.

- რამდენი ხანი მუშავდებოდა ეს სტრატეგია?

- ეს სტრატეგია თითქმის ორ წელზე მეტი მუშავდებოდა. მის შემუშავებაში ჩართული იყო საერთაშორისო ორგანიზაციები და ძალიან ბევრი უცხოელი ექსპერტი. საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია. მთავარი უწყება იქნება ეკონომიკის სამინისტრო. ტექდათვალიერების, საგზაო ინფრასტრუქტურის თემები, რეგულაციებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები მათი პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება და ასევე მათ ექნებათ კომუნიკაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რადგან დღეს საქართველოში ყველა თვითმმართველობას, თავად შეუძლია საგზაო ნიშნების განთავსება და რეგულაციების დადგენა, რაც ასევე დიდ პრობლემას ქმნის, რადგან ჩვენი მონაცემებით ზოგან საგზაო ნიშნები არასწორადაა განთავსებული, მათ შორის თბილისში.

წლის ბოლოსთვის შსს-ს ექნება საქართველოს მასშტაბით ყველა საგზაო ნიშნის მონაცემი, რამდენად სწორადაა ის განთავსებული და გვექნება საერთო სურათი. ამის შემდეგ მოხდება შედარება იმ წერტილებთან, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავარია და ამის მიხედვით იქნება რეკომენდაციები შემუშავებული.

- რამდენიმე თვის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყოველწლიურად 600-მდე ადამიანი იღუპება. რა კეთდება საიმისოდ, რომ ავარიებისა და შესაბამისად, მსხვერპლის რიცხვი შემცირდეს? იქნება ეს გაძლიერებული პატრულირება, თუ კიდევ სხვა სახის ღონისძიებები, მით უფრო რომ ზაფხულის სეზონია და ავტობანზე ავტომანქანების ნაკადი გაზრდილია.

- ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ევროკავშირში ამ მხრივ, თუ მონაცემები არ შეცვლილა, აქვს ლატვიას და მათზე 1.5-ჯერ ცუდი მონაცემები გვაქვს ჩვენ, თუ მეტი არა. ევროპას რომ არ შევედაროთ და პოსტსაბჭოთა სივრცეზე რომ ვისაუბროთ, აქაც სამეულში შევდივართ. ეს სამწუხაროდ არის ჩვენი რეალობა. რაც შეეხება იმას, თუ რა კეთდება - პირველ რიგში საპატრულო პოლიციას გამკაცრებული აქვს ადმინისტრირება, რაც რამდენიმე მიმართულებით გამოიხატება. ერთი არის თვითონ გზებზე უფრო მეტი კონტროლი და არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე დისკრეციის ფარგლებში მკაცრი რეაგირება. გარდა ამისა, ნასვამობაზე ადრე უფრო ხშირად იყენებდნენ მართვის მოწმობის ჩამორთმევის ჯარიმით შეცვლის დისკრეციას. ახლა კი ამ მიმართულებითაც უფრო მკაცრი კონტროლია.

გარდა ამისა, ჩვენ პარლამენტს მივმართეთ და შევიტანეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული პრობლემების სისტემურ გადაწყვეტას, მათ შორის, მოქალაქეთა ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლების კუთხითაც, რათა ყველა უფრო მეტად მოფრთხილებოდა საკუთარ მართვის მოწმობას და შესაბამისად დაეცვა მოძრაობის წესები. ასევე, ადმინისტრირების ნაწილში ეს პროექტი ახალ მექანიზმებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა უკონტაქტო პატრულირება, ქულათა სისტემა, გადასატანი რადარები, კამერები და ა.შ. თუმცა, ამის მიღება სამწუხაროდ იმ გარკვეული რეალობიდან გამომდინარე რაც პარლამენტში იყო, ვერ მოხდა. არა იმიტომ, რომ კანონპროექტს პარლამენტში მხარდამჭერები არ ჰყავდა. გარდა ამისა ქვეყნის მასშტაბით მოხდა კამერების ხელახალი აღწერა - რა კამერები გვაქვს, იქიდან რომელია ვარგისი და რომელი არა....

- შედეგები როგორია?

- გარკვეული რაოდენობა კამერების არის, თუმცა დამატება საჭიროა. ახლა მიმდინარეობს ვიდეოანალიტიკის შეძენის პროცედურა. რამდენიმე კომპანიაა ჩამოსული და მიდის ტესტირების პროცესი, ანუ ყველა კომპანია გვაჩვენებს თავის შესაძლებლობას. ეს არის ყველაზე საუკეთესო ვიდეოანალიტიკური პროგრამები, მოძრაობაზე გათვლილი. ჩვენ ვცდილობთ შევიძინოთ ყველაზე საუკეთესო ვიდეოანალიტიკა, რასაც ნიუ-იორკის, ლონდონისა და დუბაის პოლიცია იყენებს დაახლოებით იგივე პროდუქტია ჩამოტანილი ჩვენთან. იქ, სადაც კამერები მოძველებული იყო ან არ მუშაობდა, ან მუშაობდა, მაგრამ მასზე ანალიტიკა არ ყენდებოდა, იქ განთავსდება ახალი კამერები, ე.წ. შავი წერტილებიდან გამომდინარე, ანუ იქ სადაც უფრო მეტი ავარიები ხდებოდა. ეს კამერები იქნება აღჭურვილი ვიდეოანალიტიკით.

რა არის ვიდეოანალიტიკა - როდესაც მძღოლი მოძრაობის წესებს დაარღვევს აღარ იქნება საჭირო ვიზუალურად ჩვენი თანამშრომლების მიერ ყურება და ამის ხელით დაფიქსირება. ამას უკვე სისტემა გააკეთებს, პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯზე, და მინიმალური იქნება იმის შანსი, რომ ვიღაც დაარღვევს მოძრაობის წესებს და ის არ დაჯარიმდება.

- ამის პროგრამა უკვე არსებობს? ალგორითმი უკვე დაწერილია?

- ალგორითმის დაწერას, მის დატესტვას და ა.შ. დროის ფაქტორიდან გამომდინარე, ჩვენ ვარჩიეთ შევიძინოთ კომპლექსური პროგრამა. ეს ეხება ასევე უსაფრთხოებასაც, მათ შორის მიტოვებულ ნივთებს, ტერორისტულ საფრთხეებს და ა.შ. აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვნად გაზრდის ადმინისტრირების ეფექტურობას და ვფიქრობთ, უკვე შემოდგომიდან ეს პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გვექნება დამონტაჟებული. შევიძენთ ისეთ ვიდეოანალიტიკურ პროგრამას, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება ჩვენს რეალობას და რომლის ფასიც უფრო მეტად იქნება მისაღები.

- კამერების ზომები როგორია? ვინაიდან მძღოლების უმეტესობა ხედავს მათ და იცის სადაა დამონტაჟებული

- ზუსტად არის თავსებადობა. ჩვენ ამ შემთხვევაში ამოვდივართ იქიდან, რომ არსებული კამერები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიისაა, რამდენად თავსებადია ამ პროგრამასთან. მაქსიმალურად ვცდილობთ, საუკეთესო სტანდარტი დავნერგოთ. რაც უფრო მეტი კამერა იქნება, იქ ადამიანური ფაქტორი მთლიანად გამორიცხულია.

ამ პროგრამის ერთ-ერთი შესაძლებლობა არის ის, რომ ითვლის ორ კამერას შორის მანძილს და რა დროში უნდა დაფაროს ის მძღოლმა საშუალო სიჩქარით, ანუ თუ ავტომანქანამ კამერასთან შეანელა, შემდეგ მოუმატა სიჩქარეს, მეორე კამერასთან კვლავ დაამუხრუჭა და შეანელა, ეს მაინც დაფიქსირდება. რაც შეეხება კამერების დაშორებებს, მანძილი იქნება რაციონალური. ეს მექანიზმი ძალიან ეფექტურია. ჩვენს ლატვიელ კოლეგებთან გავიარეთ კონსულტაციები, რადგან მათაც მსგავსი პრობლემები ჰქონდათ. მათ ერთ-ერთი მეთოდი პრევენციისთვის სწორედ ეს მექანიზმი გამოიყენეს და როგორც გვითხრეს, ამან დაახლოებით 50%-იანი პრევენცია მისცათ.

- სიჩქარის გადაჭარბებას შევეხები. თავის დროზე ამ დარღვევაზე არსებული ჯარიმები შემცირდა. დღეს ეს ჯარიმა 50 ლარია. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება შეცდომა იყო და თუ გეგმავს შსს აღნიშნული ჯარიმა გაზარდოს?

- ჩვენ ამის ანალიზიც გავაკეთეთ და პარლამენტში ინიცირებულ პროექტში გათვალისწინებულია დიფერენცირებული მიდგომა, ანუ თუ დაშვებულ სიჩქარეს და გადაჭარბების მაქსიმალურ ზღვარს ანუ დამატებით 15 კილომეტრს ოდნავ გადაამეტებ, დაჯარიმდები იმ ოდენობით, რაც დადგენილია. მაგრამ თუ გადაჭარბება ძალიან დიდია და ვთქვათ, სადაც დასაშვები სიჩქარე არის 60 კმ/სთ და მიდიხარ 100-ით, მაშინ ჯარიმის ოდენობა გაცილებით დიდია და 200 ლარამდე აღწევს.

წინა ცვლილებები განპირობებული იყო იმით, რომ არსებობდა ყველას მიმართ ძალიან მკაცრი სანქცია და ადამიანები, ვინც მაგალითად, 15 კილომეტრს 1 კილომეტრით გადააჭარბებდნენ ისინიც მკაცრად ისჯებოდნენ და ისინიც, ვინც ძალიან ჩქარა დადიოდნენ. იმ ანალიზით, რომელიც გაკეთდა, კერძოდ ძალიან მკაცრი და შერბილებული სანქციების პერიოდების ანალიზის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ჯარიმები ყოფილიყო დიფერენცირებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება ესაა. ვნახოთ რა რას მოგვცემს პრაქტიკა, რადგან დიფერენცირებული მიდგომა საქართველოსთვის სიახლეა და იმის მიხედვით გამოჩნდება, გასაზრდელია თუ არა სანქციები სიჩქარის გადაჭარბებაზე.

- სანამ პარლამენტი დაამტკიცებს კანონპროექტს, რომელიც ინიცირებულია შსს-ს მიერ, მანამდე თუ გაქვთ რაიმე მექანიზმი ან ბერკეტი იმისა, რომ გარკვეული ინიციატივებით მიმართოთ საკანონმდებლო ორგანოს და რეგულაციები დაჩქარებული წესით იყოს მიღებული, თუნდაც სექტემბერში, ამ მოწვევის პარლამენტის მიერ?

- კამერების განთავსება არსებული კანონმდებლობის ფარგლებში შესაძლებელია და არ მოითხოვს დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებს. სექტემბერში პარლამენტი კანომდებლობიდან გამომდინარე რეგულარულად არ შეიკრიბება. ვადებიდან გამომდინარე ახალი პარლამენტი როგორც კი შეიკრიბება, ამაზე უნდა იმსჯელოს ყველა შემთხვევაში. ეს საკითხი დღის წესრიგში მაინც იდგება, რადგან პრობლემა რეალურია. წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ციფრი, 600 ადამიანი დაახლოებით 6-7-ჯერ აღემატება მკვლელობების ციფრს და თუკი მკვლელობებზე საზოგადოების აღშფოთება და რეაქცია ძალიან მაღალია და ვფიქრობ, აბსოლუტურად ჯანსაღი, რატომღაც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ არის.

- რამდენჯერმე ახსენეთ სახიფათო მონაკვეთები და ე.წ. შავი წერტილები. როგორც ვხვდები გაქვთ გარკვეული ინფორმაცია ამ მონაკვეთებზე. ამჟამად თუ არის ამ გზებზე ან მონიტორინგი ან გახშირებული პატრულირება? რა პრევენციულ ღონიძიებებს აწარმოებენ სამართალდამცველები?

- პერიოდულად ახლდება ხოლმე ეს ინფორმაცია, თუ სად არის ყველაზე მეტი საფრთხე. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას მხოლოდ ჩვენს წყაროებზე დაყრდნობით არ ვანახლებთ. პერიოდულად ხდება სკოლების გამოკითხვა, განათლების სამინისტროს. ამის პრევენცია არის ის, რომ არსებული საპატრულო მანქანები, იმ ადგილებში სადაც ისინი პატრულირებენ, უფრო მეტად ყურადღებით არიან როგორც წესი, არსებული რესურსების ფარგლებში. გარდა ამისა, ახალი კამერები იქ დამონტაჟდება.

თუმცა, კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და საპილოტე რეჟიმში უკვე დაწყებულია, მაგრამ ძალიან ცოტა ადგილებს ფარავს, ეს არის ქვეითი პატრულირება. ვფიქრობთ იგივე სკოლებში, სადაც სახიფათო გადასასვლელებია, ასეთი ტიპის პრევენცია უნდა იყოს გატარებული. ჩვენ ამის პლიუსებს და მინუსებს დაახლოებით შევაჯამებთ. გვინდა რომ ამერიკელ ექსპერტებთანაც გავიაროთ კონსულტაცია იმისთვის, რომ რესურსები არასწორად არ გამოვიყენოთ და ერთ-ერთი ინსტრუმენტი პრევენციისა ასეთ მონაკვეთებზე, რომლებიც ქვეითთა გადასასვლელებს უკავშირდება, ქვეითი პატრულირება იქნება.

- რაც შეეხება შსს-ს მიერ წარმოებულ კამპანიას, "შენი გულისთვის შენი უსაფრთხოებისთვის", რამდენად ეფექტურია ის და რა შედეგები მისცა უწყებას, თუნდაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში?

- ამ კამპანიის ძირითადი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო შემთხვევების პრევენციაა. საზოგადოებაში უნდა დაინერგოს კულტურა - დაიცვან კანონი და საგზაო მოძრაობის წესები. თავად კამპანიის სლოგანიც და ლოგო შეიქმნა იდეით: საგზაო ნიშნები იცავენ ჩვენს გულს - სიცოცხლეს. ჩვენ გვინდა, ვუთხრათ თითოეულ მოქალაქეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანია პრევენცია, ჩვენ უნდა ავირიდოთ ისეთი ტრაგიკული შემთხვევები, როგორიც ხდება. ამ შემთხვევაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ძალიან პრინციპულია და ამიტომ დავიწყეთ ეს კამპანია.

მოხარული ვარ, რომ კამპანიაში ჩაერთო ყველა - საქართველოს მოქალაქეები, უცხოელები, სამთავრობო უწყებები, არასამთავრობოები, მედია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, სტუდენტები, საჯარო სკოლები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, კერძო სექტორი... განხორციელდა ბევრი აქტივობა, მათ შორის: სკოლებში კონკურსები და შემეცნებით-ინტერაქტიული გაკვეთილები, ტელე და რადიო გადაცემები, სარეკლამო რგოლები და ა.შ. როგორც ჩანს, საზოგადოებაში იყო ამ კამპანიის მოლოდინი და ამიტომ მივიღეთ ასეთი ჩართულობა.

გარდა ამისა, მთელი წლის მანძილზე ჩვენი პატრულ-ინსპექტორები დადიოდნენ სკოლებში და საგზაო უსაფრთხოების თემაზე ბავშვებს ინტერაქტიულ-შემეცნებით გაკვეთილებს უტარებდნენ. სექტემბრიდან ეს გაკვეთილები გაგრძელდება, ასევე, ვიწყებთ პროგრამას და გვინდა ამასაც სისტემური სახე მიეცეს, როდესაც საპატრულო პოლიციის, სახანძროს, სამაშველოს, სასწრაფო დახმარებით წარმომადგენელი სკოლაში მოყვებიან საკუთარ პროფესიაზე. მოქალაქის აღზრდა ბაღიდან და სკოლიდან იწყება. ის, რა ვითარებაც დღეს გვაქვს, როცა ადამიანები ასე მასშტაბურად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს, ვფიქრობ, თავის დროზე ამ მიმართულებით განათლების დეფიციტის ბრალია.

- ბევრი ადამიანისთვის, შეიძლება ითქვას მარტივია მართვის მოწმობის აღება და ბევრი მოწმობას იღებს ისე, რომ არ არის მზად ქალაქში, გზებზე სასიარულოდ. მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა შეიძლება თუ არა რომ გამკაცრდეს ან დაიხვეწოს?

- ჩვენ არათუ შესაძლებლობას განვიხილავთ, არამედ ვალდებულება გვაქვს ევროკავშირის წინაშე, რომ მართვის მოწმობის აღების გამოცდის დახვეწა უნდა მოხდეს. ვფიქრობთ, 2017 წლის მეორე ნახევრიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა უნდა შეიცვალოს. ახლა შსს-ს მომსახურების სააგენტო ამაზე მუშაობს. ორი-სამი ქვეყნის გამოცდილება ნახეს, სადაც ყველაზე მაღალი სტანდარტი არის ამ მხრივ. ვფიქრობთ, გამოცდის პირველი ეტაპი, რაც დღეს გვაქვს დარჩება და დაემატება უკვე პრაქტიკული გამოცდა რეალურ პირობებში, ქალაქში.

განიხილება რამდენიმე ვარიანტი, ერთი არის რომ ქალაქის პირობებში გარკვეული ქუჩები აღიჭურვოს იმ ინფრასტრუქტურით რაც საჭიროა, თუმცა ეს ძალიან ძვირი პროექტია. არის კიდევ რამდენიმე სხვა ალტერნატივა და ვფიქრობ 2017 წლის მეორე ნახევარში, მაქსიმუმ 2017 წლის ბოლოსთვის ეს შეიცვლება. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი მნიშვნელოვნად გართულდება.

ესაუბრა თორნიკე კოშკაძე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."