მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი მისი ოჯახის წევრზე სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლაზე: "ის გააჩერეს ქუჩაში, მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა..."
პრეზიდენტი მისი ოჯახის წევრზე სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლაზე: "ის გააჩერეს ქუჩაში, მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა..."

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი ოჯა­ხის წევ­რზე ზე­წო­ლის მცდე­ლო­ბა იყო. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სწო­რედ ამი­ტომ არ გაკ­ვირ­ვე­ბია სა­კონ­ტის­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბა მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე ზე­წო­ლის მცდე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ეს ტენ­დენ­ცია ახა­ლი არ არის. ერთი თვის წინ ჩემი ოჯა­ხის წევ­რზეც იყო მცდე­ლო­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ჩარ­თვით ზე­წო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა. ეს იყო იმი­ტა­ცია რე­ა­ლუ­რად და გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რაც პა­პუ­აშ­ვილ­მა მი­თხრა, ეს ჩემ­თვის გა­სა­ო­ცა­რი არ არის", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მისი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლის გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რი ქუ­ჩა­ში გა­ა­ჩე­რეს, შემ­დეგ კი მის სახ­ლში ჩა­ა­ტა­რეს ჩხრე­კა სა­სა­მარ­თლო დად­გე­ნი­ლე­ბის გა­რე­შე "რა­ღა­ცის" იმე­დით.

"ეს იყო ზე­წო­ლა ჩემ ოჯა­ხის წევ­რზე. ის გა­ა­ჩე­რეს ქუ­ჩა­ში, შემ­დეგ მის სახ­ლში ჩა­ა­ტა­რეს ჩხრე­კა სა­სა­მარ­თლოს ყო­ველ­გვა­რი დად­გე­ნი­ლე­ბის გა­რე­შე, "რა­ღა­ცის" იმე­დით, რომ ამას რა­ი­მე მოყ­ვე­ბო­და. სუფ­თა იყო ყვე­ლა­ფე­რი, არა­ნა­ი­რი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა იქ არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ იყო გარ­კვე­უ­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი, რომ ეს არის ამ პი­როვ­ნე­ბა­ზე ზე­წო­ლის მცდე­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, ასე­თი ტი­პის ზე­წო­ლა მის­თვის სა­სა­ცი­ლოა.

"მე ამ ფაქ­ტის თა­ო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ შე­ვა­წუ­ხე. ჩემ­თვის ასე­თი ტი­პის ზე­წო­ლა სა­სა­ცი­ლოა. სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ო­დი მაქვს გა­მოვ­ლი­ლი და ეს ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შე­მე­ხე­ბო­და. რო­დე­საც ვნა­ხე, რომ ღრმავ­დე­ბა ასე­თი ტი­პის ტენ­დენ­ცი­ე­ბი, ეს თემა გა­მო­ვი­ტა­ნე", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მე­დი­ას­თან გან­ცხა­დე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რეს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ა­კე­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

პრეზიდენტი მისი ოჯახის წევრზე სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლაზე: "ის გააჩერეს ქუჩაში, მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა..."

პრეზიდენტი მისი ოჯახის წევრზე სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლაზე: "ის გააჩერეს ქუჩაში, მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა..."

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სწორედ ამიტომ არ გაკვირვებია საკონტისტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით.

"ეს ტენდენცია ახალი არ არის. ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო მცდელობა სამართალდამცველების ჩართვით ზეწოლის განხორციელებისა. ეს იყო იმიტაცია რეალურად და გამომდინარე იქიდან, რაც პაპუაშვილმა მითხრა, ეს ჩემთვის გასაოცარი არ არის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის გარკვეულ დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს, შემდეგ კი მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა სასამართლო დადგენილების გარეშე "რაღაცის" იმედით.

"ეს იყო ზეწოლა ჩემ ოჯახის წევრზე. ის გააჩერეს ქუჩაში, შემდეგ მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა სასამართლოს ყოველგვარი დადგენილების გარეშე, "რაღაცის" იმედით, რომ ამას რაიმე მოყვებოდა. სუფთა იყო ყველაფერი, არანაირი სამართალდარღვევა იქ არ ყოფილა, მაგრამ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ასეთი ტიპის ზეწოლა მისთვის სასაცილოა.

"მე ამ ფაქტის თაობაზე საზოგადოება არ შევაწუხე. ჩემთვის ასეთი ტიპის ზეწოლა სასაცილოა. სააკაშვილის პერიოდი მაქვს გამოვლილი და ეს ვერანაირად ვერ შემეხებოდა. როდესაც ვნახე, რომ ღრმავდება ასეთი ტიპის ტენდენციები, ეს თემა გამოვიტანე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა მედიასთან განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."