მაია რჩეულიშვილი - არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ

მაია რჩეულიშვილი - არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ

სამშენებლო კომპანია ”ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი მის დაკავებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ რჩეულიშვილმა თბილისის პროკურატურაში, დაკითხვაზე შესვლისას განაცხადა.

მაია რჩეულიშვილი დაკითხვაზე მის დაბარებას და „ცენტრ-პოინტის“ წინააღმდეგ სამართალწარმოებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.

„არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ, მოტივი არის პოლიტიკური. შევხვდებით 8 ოქტომბერს“, - განუცხადა მაია რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს დაკითხვაზე შესვლამდე.

რაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს, როგორც მაია რჩეულიშვილმა აღნიშნა, შვილთან არ უსაუბრია და მისი ადგილსამყოფელი ოჯახისთვის უცნობია.

ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში მაია რჩეულიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."