მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსუდანი "ნაციონალების" დროს პარლამენტის სპიკერი იყო, იციან, რომ მაია მეგობრობდა სააკაშვილთან..." - ვახტანგ რჩეულიშვილი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს
"რუსუდანი "ნაციონალების" დროს პარლამენტის სპიკერი იყო, იციან, რომ მაია მეგობრობდა სააკაშვილთან..." - ვახტანგ რჩეულიშვილი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ ადას­ტუ­რე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ პრო­დი­უ­სე­რის და­კა­ვე­ბა ამ დრომ­დე ვერ მო­ხერ­ხდა, რად­გან და­სა­კა­ვებ­ლად ად­გილ­ზე მი­სულ პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი არ დახ­ვდათ. ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის თქმით, "სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, გან­ჩი­ნე­ბით მი­ვიდ­ნენ ლელა კი­ლა­ძის სახ­ლში, სა­დაც გუკა ეგუ­ლე­ბო­დათ, მაგ­რამ ვერ ნა­ხეს".

რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პო­ლი­ტი­კურ დევ­ნად აფა­სებს. ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მას შვილ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ამ დრომ­დე არ ჰქო­ნია.

"რაზე უნდა ვე­ლა­პა­რა­კო, გა­ი­გებ­და აქ რაც ხდე­ბა, რომ და­სა­კა­ვებ­ლად მო­ვიდ­ნენ. 4 წე­ლია ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვენ ვი­თხოვ­დით კომ­პლექ­სუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მე­რი­ის, სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის და არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხად ის, რომ 30 კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი შექ­მნეს და გუ­კას და­ჭე­რა მო­ინ­დო­მეს", - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

"მო­დის არ­ჩევ­ნე­ბი. ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არა­ვინ იღებს ტყუ­ი­ლად. იცი­ან, რომ რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რი, იცი­ან, რომ მაია მე­გობ­რობ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან, იცი­ან, რომ მე არ მქონ­და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და არც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მაქვს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა. იფიქ­რეს ალ­ბათ და მი­ი­ღეს ასე­თი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

თუ ეს მარ­თლაც ასეა და ეს წი­ნა­სარ­ჩევ­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, მინ­და ვუ­თხრა, რომ ეს ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა მათ პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რა­ში", - გა­ნა­ცხა­და რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ დე­ტა­ლებს პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან ხვალ გა­ი­გე­ბენ. "გა­ვარ­კევთ რამ­დე­ნად ძლი­ე­რია პო­ლი­ტი­კუ­რი ელე­მენ­ტი ამა­ში. დამ­თხვე­ვა სა­ეჭ­ვოა", - აღ­ნიშ­ნა რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ: "წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩემს სახ­ლში ჩემი ჩა­ი­და­ნი რომ ავი­ღო და თქვენ მი­ჩივ­ლოთ" - მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბა­ზე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"რუსუდანი "ნაციონალების" დროს პარლამენტის სპიკერი იყო, იციან, რომ მაია მეგობრობდა სააკაშვილთან..." - ვახტანგ რჩეულიშვილი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

"რუსუდანი "ნაციონალების" დროს პარლამენტის სპიკერი იყო, იციან, რომ მაია მეგობრობდა სააკაშვილთან..." - ვახტანგ რჩეულიშვილი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

დღეს ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას ოჯახის წევრები არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ პროდიუსერის დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რადგან დასაკავებლად ადგილზე მისულ პროკურატურის თანამშრომლებს რჩეულიშვილი არ დახვდათ. ვახტანგ რჩეულიშვილის თქმით, "სამართალდამცავები, განჩინებით მივიდნენ ლელა კილაძის სახლში, სადაც გუკა ეგულებოდათ, მაგრამ ვერ ნახეს".

რჩეულიშვილების ოჯახი გუკა რჩეულიშვილის დაკავების გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. ვახტანგ რჩეულიშვილის განმარტებით, მას შვილთან კომუნიკაცია ამ დრომდე არ ჰქონია.

"რაზე უნდა ველაპარაკო, გაიგებდა აქ რაც ხდება, რომ დასაკავებლად მოვიდნენ. 4 წელია ძიება მიმდინარეობს. ჩვენ ვითხოვდით კომპლექსური გამოძიების ჩატარებას მერიის, სამინისტროების, განვითარების ფონდის და არჩილ კბილაშვილის საწინააღმდეგოდ და მივიღეთ პასუხად ის, რომ 30 კაციანი ჯგუფი შექმნეს და გუკას დაჭერა მოინდომეს", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

ვახტანგ რჩეულიშვილი ვარაუდობს, რომ გუკა რჩეულიშვილის დაკავების გადაწყვეტილება წინასაარჩევნო გადაწყვეტილებაა.

"მოდის არჩევნები. ასეთ გადაწყვეტილებას არავინ იღებს ტყუილად. იციან, რომ რუსუდან კერვალიშვილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს პარლამენტის სპიკერი, იციან, რომ მაია მეგობრობდა მიხეილ სააკაშვილთან, იციან, რომ მე არ მქონდა კარგი ურთიერთობა წინა ხელისუფლებასთან და არც ამ ხელისუფლებასთან მაქვს კარგი ურთიერთობა. იფიქრეს ალბათ და მიიღეს ასეთი წინასაარჩევნო გადაწყვეტილება.

თუ ეს მართლაც ასეა და ეს წინასარჩევნო გადაწყვეტილებაა, მინდა ვუთხრა, რომ ეს ყველაზე დიდი შეცდომა იქნება მათ პოლიტიკურ კარიერაში", - განაცხადა რჩეულიშვილმა და აღნიშნა, რომ დეტალებს პროკურატურისგან ხვალ გაიგებენ. "გავარკევთ რამდენად ძლიერია პოლიტიკური ელემენტი ამაში. დამთხვევა საეჭვოა", - აღნიშნა რჩეულიშვილმა.

წაიკითხეთ: "წარმოიდგინეთ, ჩემს სახლში ჩემი ჩაიდანი რომ ავიღო და თქვენ მიჩივლოთ" - მაია რჩეულიშვილი "ცენტრ-პოინტის" ხელმძღვანელი პირების დაკავებაზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."