პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტ ობამას მესიჯი ჩამოვიტანე" - ჯონ კერის მეორე ვიზიტი საქართველოში და პოლიტიკური გზავნილები
"პრეზიდენტ ობამას მესიჯი ჩამოვიტანე" - ჯონ კერის მეორე ვიზიტი საქართველოში და პოლიტიკური გზავნილები

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ჯონ კერი სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ეწ­ვია. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს პი­რის­პირ შეხ­ვდა, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო-ამე­რი­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი ქარ­ტი­ის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა გა­ი­მარ­თა. შედ­გა ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმ­ზე ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ს შო­რის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში პარტნი­ო­რო­ბის გარღმა­ვე­ბის შე­სა­ხებ ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და.

ასე­ვე, ხელი მო­ე­წე­რა ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მე­მო­რან­დუმს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბას შო­რის გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ზი­დენტ ბა­რაქ ობა­მას მე­სი­ჯი ჩა­მო­ვი­ტა­ნე. პრე­ზი­დენ­ტის მე­სი­ჯია, რომ აშშ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებს უჭერს მხარს" - გა­ნა­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნიტრთან ერ­თად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

"ეს არის ჩემი მე­ო­რე ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში და პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის რან­გში. მას შემ­დეგ, რაც ბო­ლოს თქვენ­თან გავ­სინ­ჯე ხა­ჭა­პუ­რი და მშვე­ნი­ე­რი ღვი­ნო და­ვა­გე­მოვ­ნე, მიკ­ვირს, რომ აქამ­დე არ ჩა­მო­ვე­დი... სა­ქარ­თვე­ლო არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა რთუ­ლი სა­მე­ზობ­ლო­თი. აქ ჩა­მო­ვე­დი პრე­ზი­დენტ ობა­მას მე­სი­ჯით - აშშ ოფი­ცი­ა­ლუ­რად უცხა­დებს მხარ­და­ჭე­რას სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, უსაფრ­თხო­ე­ბას, კე­თილ­დღე­ო­ბას და მის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებს. უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით, ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა ღრმავ­დე­ბა და ეს ორ­ხმრი­ვი პრო­ცე­სია", - გა­ნა­ცხა­და კე­რიმ და ხაზი გა­უს­ვა სა­ქარ­თვე­ლოს წვლილს ავ­ღა­ნეთ­ში, "მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის" მი­სი­ა­ში.

აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თქმით, ძა­ლი­ან ბევ­რი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გმე­ბა და ბევ­რი პრო­ცე­სი მოვა მოქ­მე­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც გა­ა­მარ­ტი­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ნატო-სთან, მისი სრუ­ლი წევ­რო­ბის გზა­ზე. მან­ვე მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა დღეს ხელ­მო­წე­რილ მე­მო­რან­დუმს, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს თავ­დაც­ვის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და სხვა შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შეს­ყიდ­ვის თე­მებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თავ­სე­ბა­დო­ბას ნატო-სთან, თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, ეფექ­ტუ­რო­ბას გაზ­რდის, დამ­ხმა­რე იქ­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბის, პერ­სო­ნა­ლის ტრე­ი­ნინ­გის სფე­რო­ებ­ში. ასე­ვე, მას­ში იგუ­ლის­ხმე­ბა სა­ო­პე­რა­ციო და ტექ­ნი­კუ­რი პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის გაც­ვლა.

სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ხაზი გა­უს­ვა იმა­საც, რომ ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცია "გან­გრძო­ბა­დი პრო­ცე­სია და ნამ­დვი­ლად დად­გე­ბა დრო, რო­დე­საც სა­ბო­ლოო ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გმე­ბა".

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მტკი­ცედ უჭერს მხარს ნატო-ს ღია კა­რის პო­ლი­ტი­კას და რო­გორც 2008 წელს მო­კავ­ში­რე­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის დეკ­ლა­რა­ცი­ის ჩარ­ჩო­ებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ნატო-ს წევ­რი. ჩვენ კვლავ მხარს ვუ­ჭერთ აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას და ჩი­კა­გოს, უელ­სის სა­მი­ტებ­ზე, მო­კავ­ში­რე­ებ­თან ერ­თად, მხარს ვუ­ჭერ­დით აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას და იგი­ვეს გა­ვა­კე­თებთ ვარ­შა­ვა­ში, რათა კი­დევ ერთხელ და­ვა­დას­ტუ­როთ ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ წევ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

დიახ, არ­სე­ბობ­და გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბი, რა­მაც პრო­ცე­სი შე­ა­ნე­ლა. ყვე­ლას კარ­გად ეს­მის, რომ ძალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს უკ­რა­ი­ნის, სი­რი­ის და სხვა რე­გი­ო­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით. მთე­ლი რიგი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ და ზო­გი­ერ­თმა სა­ხელ­მწი­ფომ პროგ­რე­სი და­უ­კავ­ში­რა ამ პრო­ცე­სებს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო დღეს­დღე­ო­ბით უკვე ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რია ნატო-სი და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა პო­ზი­ტი­უ­რად უნდა აღიქ­ვამ­დეს, რას მი­აღ­წია სა­ქარ­თვე­ლომ და რას აკე­თებს ახლა. სა­ქარ­თვე­ლო გახ­ლავთ ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლის შემ­ტა­ნი ნატო-ს ოპე­რა­ცი­ებ­ში", - გა­ნა­ცხა­და ჯონ კე­რიმ.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პირ­ველ­მა დიპ­ლო­მატ­მა ხაზი გა­უს­ვა ოქ­ტომ­ბერ­ში და­ნიშ­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­საც და აღ­ნიშ­ნა, რომ "8 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა კი­დევ ერთი ლაკ­მუ­სის ტეს­ტი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის".

"სა­ქარ­თვე­ლო არის მო­დე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის, სა­არ­ჩევ­ნო პი­რო­ბე­ბის შეც­ვლის თვალ­საზ­რი­სით სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან გან­ვი­ხი­ლე, ასე­ვე ვი­სა­უბ­რებ ამა­ზე პრე­ზი­დენ­ტთან, ჩვენ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის სა­კი­თხებს წა­მოვ­ჭრით ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებ­თან, რო­მელ­თა­ნაც ხვალ მექ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა. 8 ოქ­ტომ­ბე­რი იქ­ნე­ბა კი­დევ ერთი ლაკ­მუ­სის ტეს­ტი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი უსაფრ­თხო­ე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბის უფრო მე­ტად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­მავ­ლო­ბის­თვის. ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ სა­არ­ჩევ­ნო თე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც ზე­წო­ლი­სა და და­ში­ნე­ბის­გან არის თა­ვი­სუ­ფა­ლი და ასე­ვე იმის­თვის, რომ არ შე­წყდეს ის პროგ­რე­სი, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია მა­ს­მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ", - აღ­ნიშ­ნა კე­რიმ.

"პრეზიდენტ ობამას მესიჯი ჩამოვიტანე" - ჯონ კერის მეორე ვიზიტი საქართველოში და პოლიტიკური გზავნილები

"პრეზიდენტ ობამას მესიჯი ჩამოვიტანე" - ჯონ კერის მეორე ვიზიტი საქართველოში და პოლიტიკური გზავნილები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პირისპირ შეხვდა, რომლის დასრულების შემდეგ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართა. შედგა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.

საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარღმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ასევე, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

"საქართველოში პრეზიდენტ ბარაქ ობამას მესიჯი ჩამოვიტანე. პრეზიდენტის მესიჯია, რომ აშშ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უჭერს მხარს" - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინიტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ეს არის ჩემი მეორე ვიზიტი საქართველოში, თბილისში და პირველი ვიზიტი სახელმწიფო მდივნის რანგში. მას შემდეგ, რაც ბოლოს თქვენთან გავსინჯე ხაჭაპური და მშვენიერი ღვინო დავაგემოვნე, მიკვირს, რომ აქამდე არ ჩამოვედი... საქართველო არის შესანიშნავი, დემოკრატიული ქვეყანა რთული სამეზობლოთი. აქ ჩამოვედი პრეზიდენტ ობამას მესიჯით - აშშ ოფიციალურად უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. უსაფრთხოების კუთხით, ჩვენი პარტნიორობა ღრმავდება და ეს ორხმრივი პროცესია", - განაცხადა კერიმ და ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგმება და ბევრი პროცესი მოვა მოქმედებაში, რომელიც გაამარტივებს საქართველოს თანამშრომლობას ნატო-სთან, მისი სრული წევრობის გზაზე. მანვე მაღალი შეფასება მისცა დღეს ხელმოწერილ მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს თავდაცვის აღჭურვილობისა და სხვა შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვის თემებს, რომლებიც საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობას ნატო-სთან, თავდაცვისუნარიანობას, ეფექტურობას გაზრდის, დამხმარე იქნება განათლების, პერსონალის ტრეინინგის სფეროებში. ასევე, მასში იგულისხმება საოპერაციო და ტექნიკური პირადი შემადგენლობის გაცვლა.

სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ნატო-ში ინტეგრაცია "განგრძობადი პროცესია და ნამდვილად დადგება დრო, როდესაც საბოლოო ნაბიჯები გადაიდგმება".

"ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და როგორც 2008 წელს მოკავშირეებმა განაცხადეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ჩარჩოებში, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ აღნიშნულ განცხადებას და ჩიკაგოს, უელსის სამიტებზე, მოკავშირეებთან ერთად, მხარს ვუჭერდით აღნიშნულ განცხადებას და იგივეს გავაკეთებთ ვარშავაში, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მომავალ წევრობასთან დაკავშირებით.

დიახ, არსებობდა გარკვეული მიზეზები, რამაც პროცესი შეანელა. ყველას კარგად ესმის, რომ ძალზე სერიოზული პროცესები მიმდინარეობს უკრაინის, სირიის და სხვა რეგიონების თვალსაზრისით. მთელი რიგი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ზოგიერთმა სახელმწიფომ პროგრესი დაუკავშირა ამ პროცესებს, მაგრამ საქართველო დღესდღეობით უკვე ძალზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ნატო-სი და საქართველოს მოსახლეობა პოზიტიურად უნდა აღიქვამდეს, რას მიაღწია საქართველომ და რას აკეთებს ახლა. საქართველო გახლავთ ძალზე მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი ნატო-ს ოპერაციებში", - განაცხადა ჯონ კერიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა ოქტომბერში დანიშნული არჩევნების მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ "8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის".

"საქართველო არის მოდელი დემოკრატიული ცვლილებების, საარჩევნო პირობების შეცვლის თვალსაზრისით სხვა ქვეყნებისთვის. როგორც პრემიერ-მინისტრთან განვიხილე, ასევე ვისაუბრებ ამაზე პრეზიდენტთან, ჩვენ დამოუკიდებლობის და დემოკრატიული პროცესის საკითხებს წამოვჭრით ოპოზიციის ლიდერებთან, რომელთანაც ხვალ მექნება შეხვედრა. 8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი უსაფრთხოების სტაბილურობის უფრო მეტად უზრუნველყოფისა და საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო თემებზე, რომლებიც ზეწოლისა და დაშინებისგან არის თავისუფალი და ასევე იმისთვის, რომ არ შეწყდეს ის პროგრესი, რომელიც მიმართულია მასმედიის თავისუფლებისკენ", - აღნიშნა კერიმ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."