პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განცხადება, რომლის გამოც არჩილ გეგეშიძე თბილისში გამოიძახეს
განცხადება, რომლის გამოც არჩილ გეგეშიძე თბილისში გამოიძახეს

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი არ­ჩილ გე­გე­ში­ძე მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო თბი­ლის­ში გა­მო­ი­ძა­ხა.

შე­სა­ბა­მი­სი კო­მენ­ტა­რი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა გა­ა­კე­თა.

"ელჩი გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლია. ჩვენ გვექ­ნე­ბა მას­თან სა­უ­ბა­რი. ბუ­ნებ­რი­ვია, ამის შემ­დეგ და­ვუბ­რუნ­დე­ბით ამ სა­კითხს", - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა, რო­მელ­მაც არ უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, რამ­დე­ნად შე­საძ­ლოა გე­გე­ში­ძის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს.

თა­ვის მხრივ, არ­ჩილ გე­გე­ში­ძე თბი­ლის­ში უკვე დაბ­რუნ­და. ის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან წუ­ხელ ჩა­მო­ვი­და, თუმ­ცა აე­რო­პორ­ტში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვა.

"კო­მენ­ტარს არ ვა­კე­თებ. ტყუ­ი­ლად გარ­ჯილ­ხართ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში უნდა გან­ვი­ხი­ლოთ ეს თე­მე­ბი და ამის შემ­დეგ გაჟ­ღერ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, რაც თქვენ გა­ინ­ტე­რე­სებთ", - გა­ნუ­ცხა­და გე­გე­ში­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი მმარ­თველ გუნდში არი­ან, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ პრო­ცეს­ზე არ მოქ­მე­დე­ბენ.

გე­გე­ში­ძის აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა "არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ელ­ჩის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბა" უწო­და.

"არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა არ­ჩილ გე­გე­ში­ძემ არა­ერ­თხელ გა­მო­ავ­ლი­ნა", - მი­იჩ­ნევს პრე­ზი­დენ­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

განცხადება, რომლის გამოც არჩილ გეგეშიძე თბილისში გამოიძახეს

განცხადება, რომლის გამოც არჩილ გეგეშიძე თბილისში გამოიძახეს

საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო თბილისში გამოიძახა.

შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბარში საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე დავით ზალკალიანმა გააკეთა.

"ელჩი გამოძახებულია. ჩვენ გვექნება მასთან საუბარი. ბუნებრივია, ამის შემდეგ დავუბრუნდებით ამ საკითხს", - განაცხადა ზალკალიანმა, რომელმაც არ უპასუხა შეკითხვას, რამდენად შესაძლოა გეგეშიძის მიერ გაკეთებული განცხადება მისი გათავისუფლების საფუძველი გახდეს.

თავის მხრივ, არჩილ გეგეშიძე თბილისში უკვე დაბრუნდა. ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან წუხელ ჩამოვიდა, თუმცა აეროპორტში ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

"კომენტარს არ ვაკეთებ. ტყუილად გარჯილხართ. საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა განვიხილოთ ეს თემები და ამის შემდეგ გაჟღერდება ყველაფერი, რაც თქვენ გაინტერესებთ", - განუცხადა გეგეშიძემ ჟურნალისტებს.

აშშ-ში საქართველოს ელჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრორუსული ძალები მმართველ გუნდში არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ.

გეგეშიძის აღნიშნულ განცხადებას გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა "არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება" უწოდა.

"არაკომპეტენტურობა არჩილ გეგეშიძემ არაერთხელ გამოავლინა", - მიიჩნევს პრეზიდენტი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."