პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გერმანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს ბლოკავს" - რას წერს ევროპული პრესა
"გერმანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს ბლოკავს" - რას წერს ევროპული პრესა

გერ­მა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცესს ბლო­კავს, - ამ სა­თა­უ­რით სტა­ტი­ას ევ­რო­პუ­ლი გა­მო­ცე­მა "ობ­სერ­ვე­რი" აქ­ვეყ­ნებს.

სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, გუ­შინ, 8 ივ­ნისს, ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ ევ­რო­კავ­ში­რის მუდ­მივ წარ­მო­მად­გე­ნელ­თა კო­მი­ტე­ტის (COREPER) სხდო­მა­ზე, გერ­მა­ნი­ის ელჩმა, რო­მელ­საც მხა­რი საფ­რან­გეთ­მა და იტა­ლი­ამ და­უ­ჭი­რეს, დაბ­ლო­კა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უვი­ზო რე­ჟი­მის და­წე­სე­ბის წინ­წა­წე­ვის სა­კი­თხი.

"მათ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმ დღეს მი­ი­ღეს, როცა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ევ­რო­კავ­ში­რის დე­და­ქა­ლაქ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ლო­ბი­რე­ბის მიზ­ნით" , - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა. რო­გორც "ობ­სერ­ვე­რი" სა­კუ­თარ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, ბერ­ლი­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლოა გერ­მა­ნი­ა­ში მოქ­მე­დი ქარ­თუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად, ბი­ნე­ბის ძარ­ცვას კუ­რი­რე­ბენ.

რო­გორც გუ­შინ კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­დეს, თბი­ლის­მა ამ პრობ­ლე­მის გა­და­სა­წყვე­ტად ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღოს, ევ­რო­კო­მი­სი­ამ კი უნდა შე­ა­მოწ­მოს, თუ რა პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს ამ კუ­თხით ევ­რო­კავ­ში­რის სხვა ქვეყ­ნებ­ში და სწო­რედ ამის შემ­დეგ მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხზე. გარ­და ამი­სა, გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა ჯერ ე.წ. შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი უნდა და­ამ­ტკი­ცოს, რო­მე­ლიც მის­ცემს ევ­რო­კავ­შირს უფ­ლე­ბას, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამ თუ იმ ქვე­ყა­ნას უვი­ზო რე­ჟი­მი გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რით შე­უ­ჩე­როს.

"ევ­რო­კავ­ში­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი ვი­ზის სა­კი­თხზე ლუქ­სემ­ბურ­გში პა­რას­კევს იმ­სჯე­ლე­ბენ, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი კი ანა­ლო­გი­ურ სა­კი­თხზე 20 ივ­ნისს ისა­უბ­რე­ბენ. მაგ­რამ 8 ივ­ნისს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბელს ხდის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის და­წე­სე­ბას ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში", - წერს გა­მო­ცე­მა.

"ყო­ველ­თვის, როცა სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას ვცდი­ლობთ, ახა­ლი პრობ­ლე­მა იჭ­რე­ბა. ამ­ჯე­რად ეს კრი­მი­ნა­ლია. მაგ­რამ სა­კი­თხა­ვია, არის თუ არა ეს ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი", - აცხა­დებს ერთ-ერთი ევ­რო­პე­ლი დიპ­ლო­მა­ტი "ობ­სერ­ვერ­თან" სა­უ­ბარ­ში. გა­მო­ცე­მის­თვის მი­ცე­მულ კო­მენ­ტარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ქვე­ყა­ნა უვი­ზო რე­ჟიმს ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მარ­თულ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­ი­ღებს. მისი თქმით, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უმ­რავ­ლე­სო­ბა პრო­ევ­რო­პუ­ლა­დაა გან­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ თუ ევ­რო­კავ­ში­რი არა­ფერს მო­ი­მოქ­მე­დებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლოა მცი­რე პრო­რუ­სუ­ლი პარ­ტი­ე­ბი გაძ­ლი­ერ­დნენ.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთელ პრო­და­სავ­ლურ ბლოკს უვი­ზო რე­ჟი­მი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სჭირ­დე­ბა", - აცხა­დებს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი. "ობ­სერ­ვერ­თან" სა­უ­ბარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა უარ­ყო გერ­მა­ნი­ის ბრალ­დე­ბა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სტა­ტის­ტი­კა მი­უ­თი­თებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უცხო­ე­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბის სი­ა­ში ბო­ლო­დან მე­ო­რე ად­გილს იკა­ვე­ბენ.

რო­გორც "ობ­სერ­ვერ­თან" სა­უ­ბარ­ში ევ­რო­პე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის და­წე­სე­ბას, თუმ­ცა გერ­მა­ნი­ის, საფ­რან­გე­თი­სა და იტა­ლი­ის პო­ზი­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს ამ პრო­ცეს­ში.

კი­დევ ერთი დიპ­ლო­მა­ტის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის და­უ­ყო­ნებ­ლივ და­წე­სე­ბას ითხო­ვენ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ უვი­ზო რე­ჟი­მის და­უ­წე­სებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ქარ­თვე­ლე­ბი რუ­სე­თის­კენ მიბ­რუნ­დე­ბი­ან. წყა­როს ცნო­ბით, ხვალ და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა 25 მი­ნის­ტრი საფ­რან­გეთს, გერ­მა­ნი­ა­სა და იტა­ლი­ას მათ პო­ზი­ცი­ის და­ზუს­ტე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"გერმანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს ბლოკავს" - რას წერს ევროპული პრესა

"გერმანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს ბლოკავს" - რას წერს ევროპული პრესა

გერმანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს ბლოკავს, - ამ სათაურით სტატიას ევროპული გამოცემა "ობსერვერი" აქვეყნებს.

სტატიის თანახმად, გუშინ, 8 ივნისს, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) სხდომაზე, გერმანიის ელჩმა, რომელსაც მხარი საფრანგეთმა და იტალიამ დაუჭირეს, დაბლოკა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინწაწევის საკითხი.

"მათ ეს გადაწყვეტილება იმ დღეს მიიღეს, როცა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის დედაქალაქში იმყოფებოდა, დადებითი გადაწყვეტილების ლობირების მიზნით" , - აღნიშნავს გამოცემა. როგორც "ობსერვერი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ბერლინი უკმაყოფილოა გერმანიაში მოქმედი ქართული კრიმინალური ჯგუფების გამო, რომლებიც ძირითადად, ბინების ძარცვას კურირებენ.

როგორც გუშინ კომიტეტის სხდომაზე განაცხადეს, თბილისმა ამ პრობლემის გადასაწყვეტად ზომები უნდა მიიღოს, ევროკომისიამ კი უნდა შეამოწმოს, თუ რა პრობლემები არსებობს ამ კუთხით ევროკავშირის სხვა ქვეყნებში და სწორედ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. გარდა ამისა, გაკეთდა განცხადებები, რომ ევროპარლამენტმა ჯერ ე.წ. შეჩერების მექანიზმი უნდა დაამტკიცოს, რომელიც მისცემს ევროკავშირს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, ამ თუ იმ ქვეყანას უვიზო რეჟიმი გამარტივებული პროცედურით შეუჩეროს.

"ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ვიზის საკითხზე ლუქსემბურგში პარასკევს იმსჯელებენ, საგარეო საქმეთა მინისტრები კი ანალოგიურ საკითხზე 20 ივნისს ისაუბრებენ. მაგრამ 8 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება შეუძლებელს ხდის საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ზაფხულის პერიოდში", - წერს გამოცემა.

"ყოველთვის, როცა საქართველოს საკითხზე შეთანხმების მიღწევას ვცდილობთ, ახალი პრობლემა იჭრება. ამჯერად ეს კრიმინალია. მაგრამ საკითხავია, არის თუ არა ეს ნამდვილი მიზეზი", - აცხადებს ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი "ობსერვერთან" საუბარში. გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა უვიზო რეჟიმს ოქტომბერში გამართულ არჩევნებამდე მიიღებს. მისი თქმით, ქართველი ხალხის უმრავლესობა პროევროპულადაა განწყობილი, მაგრამ თუ ევროკავშირი არაფერს მოიმოქმედებს, საქართველოში შესაძლოა მცირე პრორუსული პარტიები გაძლიერდნენ.

"საქართველოს მთელ პროდასავლურ ბლოკს უვიზო რეჟიმი არჩევნებამდე სჭირდება", - აცხადებს მარგველაშვილი. "ობსერვერთან" საუბარში საქართველოს პრეზიდენტმა უარყო გერმანიის ბრალდება. როგორც მან აღნიშნა, სტატისტიკა მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეები უცხოელი კრიმინალების სიაში ბოლოდან მეორე ადგილს იკავებენ.

როგორც "ობსერვერთან" საუბარში ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას, თუმცა გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის პოზიცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პროცესში.

კიდევ ერთი დიპლომატის თქმით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაუყონებლივ დაწესებას ითხოვენ აღმოსავლეთ ევროპა, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, რომ უვიზო რეჟიმის დაუწესებლობის შემთხვევაში, ქართველები რუსეთისკენ მიბრუნდებიან. წყაროს ცნობით, ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე ევროკავშირის შინაგან საქმეთა 25 მინისტრი საფრანგეთს, გერმანიასა და იტალიას მათ პოზიციის დაზუსტების თხოვნით მიმართავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"