პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად ჩემს რჩევებს არ ისმენდა" - ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ ღარიბაშვილის გადადგომაში მონაწილეობდა
"ხშირად ჩემს რჩევებს არ ისმენდა" - ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ ღარიბაშვილის გადადგომაში მონაწილეობდა

"ჩემი გავ­ლე­ნა მხო­ლოდ ხალ­ხის ნდო­ბაა", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­სა და რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ერ­თობ­ლივ გა­და­ცე­მა "ინ­ტერ­ვი­უ­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ - აქვს თუ არა მას დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნე­ბი- გა­ნა­ცხა­და, რომ არც მოქ­მე­დი და არც ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მის რჩე­ვებს ხში­რად არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ და თუ რა­ი­მე ტი­პის კონ­ტაქ­ტი აქვს მოქ­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ეს მხო­ლოდ მოქ­მე­დი პრე­მი­ე­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით ხდე­ბა და ამა­ში სა­გან­გა­შო არა­ფე­რია.

"ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი ხში­რად ჩემს რჩე­ვებს არ ის­მენ­და. დღე­ვან­დე­ლი პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, კი­დევ უფრო პრინ­ცი­პუ­ლია და უფრო მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს სა­კუ­თა­რი მოღ­ვა­წე­ო­ბით, მე­ნე­ჯმენ­ტით. ნუ­რა­ვის ნუ ექ­ნე­ბა იმის ეჭვი, რომ მე ვუ­რე­კავ კვი­რი­კაშ­ვილს და მი­თი­თე­ბებს ვაძ­ლევ. ღმერ­თმა და­მი­ფა­როს. ამას არ ვა­კე­თებ­დი არც ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დროს, მა­საც ქონ­და კომ­პე­ტენ­ცია და მშვე­ნივ­რად მარ­თავ­და ქვე­ყა­ნას და ასე­ვე, მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცია გა­აჩ­ნია კვი­რი­კაშ­ვილს", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ "მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი" ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მა­ში.

"კარ­გია მერე, რა არ მოგ­წონთ? ფიქ­რობთ, მე ძა­ლით გა­და­ვა­ყე­ნე ღა­რი­ბაშ­ვი­ლი?! მას ჰქონ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ჩემ­თან, რაც ნორ­მა­ლუ­რია. მე ვაძ­ლევ­დი რჩე­ვას, რო­მე­ლიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს. რა მე­ქა­ნიზ­მე­ბით შე­იძ­ლე­ბო­და, რომ მე­ი­ძუ­ლე­ბი­ნა იგი? ასე თუ წა­ვი­და, იქ­ნებ მეც ვინ­მემ მა­ი­ძუ­ლა? მეც ხომ წა­ვე­დი, ვინ მა­ი­ძუ­ლა წას­ვლა? მან შე­ა­ფა­სა სი­ტუ­ა­ცია, ად­რე­ულ პე­რი­ო­დებ­შიც ჰქონ­და შე­კი­თხვე­ბი ჩემ­თან - ხომ არ არის დრო, რომ მე წა­ვი­დეო. ეს სა­უბ­რე­ბი გვქონ­და და ნორ­მა­ლუ­რია, ვი­ნა­ი­დან უფ­როს მე­გობ­რად მთვლი­და", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ხშირად ჩემს რჩევებს არ ისმენდა" - ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ ღარიბაშვილის გადადგომაში მონაწილეობდა

"ხშირად ჩემს რჩევებს არ ისმენდა" - ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ ღარიბაშვილის გადადგომაში მონაწილეობდა

"ჩემი გავლენა მხოლოდ ხალხის ნდობაა", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო "თავისუფლების“ ერთობლივ გადაცემა "ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ - აქვს თუ არა მას დღევანდელ ხელისუფლებაზე გარკვეული გავლენები- განაცხადა, რომ არც მოქმედი და არც ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მის რჩევებს ხშირად არ ითვალისწინებდნენ და თუ რაიმე ტიპის კონტაქტი აქვს მოქმედ ხელისუფლებასთან ეს მხოლოდ მოქმედი პრემიერი ინიციატივით ხდება და ამაში საგანგაშო არაფერია.

"ყოფილი პრემიერ მინისტრი ხშირად ჩემს რჩევებს არ ისმენდა. დღევანდელი პრემიერ მინისტრი კვირიკაშვილი, კიდევ უფრო პრინციპულია და უფრო მეტი გამოცდილება აქვს საკუთარი მოღვაწეობით, მენეჯმენტით. ნურავის ნუ ექნება იმის ეჭვი, რომ მე ვურეკავ კვირიკაშვილს და მითითებებს ვაძლევ. ღმერთმა დამიფაროს. ამას არ ვაკეთებდი არც ღარიბაშვილის დროს, მასაც ქონდა კომპეტენცია და მშვენივრად მართავდა ქვეყანას და ასევე, მაღალი კომპეტენცია გააჩნია კვირიკაშვილს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ასევე დაადასტურა, რომ "მონაწილეობა ჰქონდა მიღებული" ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაში.

"კარგია მერე, რა არ მოგწონთ? ფიქრობთ, მე ძალით გადავაყენე ღარიბაშვილი?! მას ჰქონდა კონსულტაციები ჩემთან, რაც ნორმალურია. მე ვაძლევდი რჩევას, რომელიც გაითვალისწინეს. რა მექანიზმებით შეიძლებოდა, რომ მეიძულებინა იგი? ასე თუ წავიდა, იქნებ მეც ვინმემ მაიძულა? მეც ხომ წავედი, ვინ მაიძულა წასვლა? მან შეაფასა სიტუაცია, ადრეულ პერიოდებშიც ჰქონდა შეკითხვები ჩემთან - ხომ არ არის დრო, რომ მე წავიდეო. ეს საუბრები გვქონდა და ნორმალურია, ვინაიდან უფროს მეგობრად მთვლიდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."