პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორექტულობა საკუთარ ფრაქციაში მოიკითხოს" - კამათი პარლამენტში
"კორექტულობა საკუთარ ფრაქციაში მოიკითხოს" - კამათი პარლამენტში

პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ე.წ. გერ­მა­ნუ­ლი მო­დე­ლის პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა დე­პუ­ტა­ტებს - გიგა ბუ­კი­ა­სა და თა­მარ კორ­ძა­ი­ას შო­რის მცი­რე­დი შე­ლა­პა­რა­კე­ბით და­ი­წყო. კო­ლე­გებ­მა ერ­თმა­ნეთს კო­რექ­ტუ­ლო­ბის დაც­ვა ურ­ჩი­ეს.

კერ­ძოდ, რო­გორც კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე "კონ­სერ­ვა­ტორ­მა" დე­პუ­ტატ­მა გიგა ბუ­კი­ამ გა­ნა­ცხა­და, ფრაქ­ცია "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა "არაკ­ვა­ლი­ფი­უ­რად" მო­იხ­სე­ნია ყვე­ლა ის პირი, რო­მელ­მაც ე.წ. გერ­მა­ნულ მო­დელ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი დას­ვა. ბუ­კი­ამ ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის თქმით, სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში არ წე­რია ის, რაც ბუ­კი­ას თქმით, ნამ­დვი­ლად წე­რია.

თა­მარ კორ­ძა­ი­ამ ბუ­კი­ას სთხო­ვა, არ ესა­უბ­რა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­ზე, რად­გან ის სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობს და კო­ლე­გას კო­რექ­ტუ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­და. თა­ვის მხრივ, ბუ­კი­ამ კორ­ძა­ი­ას მი­მარ­თა, "კო­რექ­ტუ­ლო­ბა სა­კუ­თარ ფრაქ­ცი­ა­ში მო­ი­კი­თხოს".

სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ე.წ. გერ­მა­ნუ­ლი მო­დე­ლი კო­მი­ტეტს ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძემ წა­რუდ­გი­ნა. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი არის ის, რომ ვერც ერთი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი ვერ მი­ი­ღებს იმა­ზე მეტ სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­დატს, ვიდ­რე მას ამომ­რჩევ­ლის მხარ­და­ჭე­რა აქვს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"კორექტულობა საკუთარ ფრაქციაში მოიკითხოს" - კამათი პარლამენტში

"კორექტულობა საკუთარ ფრაქციაში მოიკითხოს" - კამათი პარლამენტში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პროექტის განხილვა დეპუტატებს - გიგა ბუკიასა და თამარ კორძაიას შორის მცირედი შელაპარაკებით დაიწყო. კოლეგებმა ერთმანეთს კორექტულობის დაცვა ურჩიეს.

კერძოდ, როგორც კომიტეტის სხდომაზე "კონსერვატორმა" დეპუტატმა გიგა ბუკიამ განაცხადა, ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილმა "არაკვალიფიურად" მოიხსენია ყველა ის პირი, რომელმაც ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით კითხვები დასვა. ბუკიამ ისიც აღნიშნა, რომ ბერძენიშვილის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში არ წერია ის, რაც ბუკიას თქმით, ნამდვილად წერია.

თამარ კორძაიამ ბუკიას სთხოვა, არ ესაუბრა ბერძენიშვილზე, რადგან ის საკომიტეტო განხილვაში არ მონაწილეობს და კოლეგას კორექტულობისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ბუკიამ კორძაიას მიმართა, "კორექტულობა საკუთარ ფრაქციაში მოიკითხოს".

საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი კომიტეტს ვახტანგ ხმალაძემ წარუდგინა. მისი თქმით, აღნიშნული სისტემის მთავარი პრინციპი არის ის, რომ ვერც ერთი საარჩევნო სუბიექტი ვერ მიიღებს იმაზე მეტ საპარლამენტო მანდატს, ვიდრე მას ამომრჩევლის მხარდაჭერა აქვს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."