პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას "ქართული ოცნება" პროვოკაციას უწოდებს
ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას "ქართული ოცნება" პროვოკაციას უწოდებს

ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პრო­ვო­კა­ცი­ას უწო­დებს. "ეს არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხრი­დან დად­გმუ­ლი პრო­ვო­კა­ცია და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს", - გა­ნა­ცხა­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ცოტ­ნე ზუ­რა­ბი­ან­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ხე­ლოვ­ნუ­რად ცდი­ლობს სი­ტუ­ა­ცი­ის და­ძაბ­ვას, რე­ა­ლუ­რად კი, თა­ვად ეწე­ვი­ან უბ­ნებ­ზე აგი­ტა­ცი­ას. "მო­ვუ­წო­დებ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", შე­წყვი­ტოს დად­გმუ­ლი პრო­ვო­კა­ცია და ხელი არ შე­უ­შა­ლოს არ­ჩევ­ნე­ბის მშვი­დო­ბი­ან პრო­ცესს. მათი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყვე­ლა უბან­თან დგა­ნან და აგი­ტა­ცი­ას ეწე­ვი­ან. არა­ვინ არა­ვის ფულს არ უხ­დის. ეს არის სიც­რუე", - გა­ნა­ცხა­და ცოტ­ნე ზუ­რა­ბი­ან­მა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა წყალ­ტუ­ბო­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცეს­კოს პო­ზი­ცი­ას, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის სპესს­პი­კე­რი ანა მი­ქა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, რომ სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცე­სის ღიად და გამ­ჭირ­ვა­ლედ წარ­მარ­თვა­ზე მხო­ლოდ უშუ­ა­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე. "ის, რაც სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის გა­რეთ ხდე­ბა, მას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა იმ­სჯე­ლენ და მო­ი­ძი­ონ ინ­ფორ­მა­ცია", - აღ­ნიშ­ნა მან.

სო­ფელ წყალ­ტუ­ბო­ში მიმ­დი­ნა­რე საკ­რე­ბუ­ლოს შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭს იყ­რი­ან: ბუ­ხუ­ტი ფირ­ცხა­ლა­ვა (ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა); ივა­ნე როყ­ვა (ირაკ­ლი ალა­სა­ნია - თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი) და მუ­რა­დი ზა­ქა­რი­ა­ძე (ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა).

ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას "ქართული ოცნება" პროვოკაციას უწოდებს

ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას "ქართული ოცნება" პროვოკაციას უწოდებს

ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ქართული ოცნება" პროვოკაციას უწოდებს. "ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დადგმული პროვოკაცია და არ შეესაბამება სიმართლეს", - განაცხადა "ქართული ოცნების" წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ცოტნე ზურაბიანმა.

მისი განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელოვნურად ცდილობს სიტუაციის დაძაბვას, რეალურად კი, თავად ეწევიან უბნებზე აგიტაციას. "მოვუწოდებ "ნაციონალურ მოძრაობას", შეწყვიტოს დადგმული პროვოკაცია და ხელი არ შეუშალოს არჩევნების მშვიდობიან პროცესს. მათი წარმომადგენლები ყველა უბანთან დგანან და აგიტაციას ეწევიან. არავინ არავის ფულს არ უხდის. ეს არის სიცრუე", - განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა წყალტუბოში "ქართული ოცნების" კოორდინატორები ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულეს.

რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით ცესკოს პოზიციას, საარჩევნო კომისიის სპესსპიკერი ანა მიქალაძე განმარტავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხისმგებელია არჩევნების პროცესის ღიად და გამჭირვალედ წარმართვაზე მხოლოდ უშუალოდ საარჩევნო უბანზე. "ის, რაც საარჩევნო უბნის გარეთ ხდება, მასთან დაკავშირებით შესაბამისმა ორგანოებმა შეიძლება იმსჯელენ და მოიძიონ ინფორმაცია", - აღნიშნა მან.

სოფელ წყალტუბოში მიმდინარე საკრებულოს შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრიან: ბუხუტი ფირცხალავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა); ივანე როყვა (ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები) და მურადი ზაქარიაძე (ქართული ოცნება).

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."