სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამაზ მეჭიაური - ”ქართული ოცნების” დავარცხნილი “ნაციონალებითა“ და “რესპუბლიკელებით“ დაკომპლექტების თაობაზე ჩემი შიშები მართლდება
თამაზ მეჭიაური - ”ქართული ოცნების” დავარცხნილი “ნაციონალებითა“ და “რესპუბლიკელებით“ დაკომპლექტების თაობაზე ჩემი შიშები მართლდება

სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი ში­შე­ბი მარ­თლდე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­ვარ­ცხნი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბით" და "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბით" და­კომ­პლექ­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე, - ამ კონ­ტექ­სტში აფა­სებს დე­პუ­ტა­ტი თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახა­ლი წევ­რის, და­ვით კო­ღუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან, გიგი უგუ­ლა­ვას­თან და ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

დე­პუ­ტა­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ის და­ვით კო­ღუ­აშ­ვილ­თან ერ­თად 1999 წლის მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი იყო, როცა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში კო­ღუ­აშ­ვი­ლი "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის" სიით შე­ვი­და, ხოლო თა­ვად - მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტად.

"პარ­ტი­ის წი­ნა­შე პა­ტა­რა ღვაწ­ლი მა­ინც უნდა ჰქონ­დეს, რომ იმ ხალ­ხზე ისა­უბ­როს, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან­ვე იყ­ვნენ და თა­ვის თავ­ზე ყვე­ლა ის სიძ­ნე­ლე გა­და­ი­ტა­ნეს, რო­მელ­თაც მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უქ­მნი­დათ - მათ სა­კუ­თარ თავ­ზე აქვთ გა­და­ტა­ნი­ლი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რო­გორც ე.წ. დუ­ბინ­კე­ბი, ასე­ვე ბორ­კო­ლე­ბი. მას რო­გორც პო­ლი­ტი­კოსს არ ვიც­ნობ. სა­ა­კაშ­ვილ­თან, უგუ­ლა­ვას­თან და მე­რა­ბიშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი მო­ვის­მი­ნე. რა­ღაც "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" მათი ფანკლუ­ბის შექ­მნას აპი­რებს. ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა და ეს რა­ტომ­ღაც ჩემს გარ­კვე­ულ შიშს ემ­თხვე­ვა იმის შე­სა­ხებ, რომ არ იყო გა­მო­რი­ცხუ­ლი, და­სავ­ლე­თის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­ვარ­ცხნი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბით" და "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბით" და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი­ყო. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ეჭ­ვე­ბი და შიში მარ­თლდე­ბა", - ამ­ბობს მე­ჭი­ა­უ­რი.

მე­ჭი­ა­უ­რის თქმით, მის­თვის დიდი პა­ტი­ვია, რომ კო­ღუ­აშ­ვილ­მა გა­მო­არ­ჩია.

"როცა ასე­თი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რად მო­მა­ვალ ათას­წლე­ულ­შიც მო­ი­აზ­რებს, ჩემს შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს, ეს ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია. მი­უ­ხე­და­ვად, ერ­თგვა­რად ჩემი პარ­ტი­ის­გან გა­მი­ჯვნი­სა, სულ არ გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ასე­თი პი­როვ­ნე­ბით და­ზა­რალ­დე­ბა და და­ზი­ან­დე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა სხვა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლებ­მა გა­მო­ი­ყე­ნონ, რო­მელ­თაც ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულ­ში ეჭვი მე­პა­რე­ბა. ალ­ბათ, ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღონ და "ოც­ნე­ბა" ახ­ლად­გა­მომ­ცხვა­რი ასე­თი ლი­დე­რე­ბის­გან უნდა გა­ნიტ­ვირ­თოს", - ამ­ბობს თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

თამაზ მეჭიაური - ”ქართული ოცნების” დავარცხნილი “ნაციონალებითა“ და “რესპუბლიკელებით“ დაკომპლექტების თაობაზე ჩემი შიშები მართლდება

თამაზ მეჭიაური - ”ქართული ოცნების” დავარცხნილი “ნაციონალებითა“ და “რესპუბლიკელებით“ დაკომპლექტების თაობაზე ჩემი შიშები მართლდება

სამწუხაროდ, ჩემი შიშები მართლდება "ქართული ოცნების" დავარცხნილი "ნაციონალებით" და "რესპუბლიკელებით" დაკომპლექტების თაობაზე, - ამ კონტექსტში აფასებს დეპუტატი თამაზ მეჭიაური "ქართული ოცნების" ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის განცხადებებს, მიხეილ სააკაშვილთან, გიგი უგულავასთან და ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ის დავით კოღუაშვილთან ერთად 1999 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, როცა საკანონმდებლო ორგანოში კოღუაშვილი "მოქალაქეთა კავშირის" სიით შევიდა, ხოლო თავად - მაჟორიტარ დეპუტატად.

"პარტიის წინაშე პატარა ღვაწლი მაინც უნდა ჰქონდეს, რომ იმ ხალხზე ისაუბროს, რომლებიც პირველივე დღიდანვე იყვნენ და თავის თავზე ყველა ის სიძნელე გადაიტანეს, რომელთაც მაშინდელი ხელისუფლება უქმნიდათ - მათ საკუთარ თავზე აქვთ გადატანილი წინა ხელისუფლების როგორც ე.წ. დუბინკები, ასევე ბორკოლები. მას როგორც პოლიტიკოსს არ ვიცნობ. სააკაშვილთან, უგულავასთან და მერაბიშვილთან მიმართებაში მისი განცხადებები მოვისმინე. რაღაც "ქართულ ოცნებაში" მათი ფანკლუბის შექმნას აპირებს. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და ეს რატომღაც ჩემს გარკვეულ შიშს ემთხვევა იმის შესახებ, რომ არ იყო გამორიცხული, დასავლეთის ზემოქმედების შედეგად, "ქართული ოცნება" დავარცხნილი "ნაციონალებით" და "რესპუბლიკელებით" დაკომპლექტებულიყო. სამწუხაროდ, ეს ეჭვები და შიში მართლდება", - ამბობს მეჭიაური.

მეჭიაურის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ კოღუაშვილმა გამოარჩია.

"როცა ასეთი ლიდერი, რომელიც საკუთარ თავს უმრავლესობის ლიდერად მომავალ ათასწლეულშიც მოიაზრებს, ჩემს შესახებ განცხადებას აკეთებს, ეს ჩემთვის დიდი პატივია. მიუხედავად, ერთგვარად ჩემი პარტიისგან გამიჯვნისა, სულ არ გამიხარდება, თუ "ქართული ოცნება" ასეთი პიროვნებით დაზარალდება და დაზიანდება, რაც შეიძლება სხვა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ, რომელთაც ქვეყნის სიყვარულში ეჭვი მეპარება. ალბათ, ზომები უნდა მიიღონ და "ოცნება" ახლადგამომცხვარი ასეთი ლიდერებისგან უნდა განიტვირთოს", - ამბობს თამაზ მეჭიაური.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."