Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა - პრემიერის მთავარი მესიჯები მმართველი პარტიის ყრილობიდან
გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა - პრემიერის მთავარი მესიჯები მმართველი პარტიის ყრილობიდან

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რედ აირ­ჩი­ეს. პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე დე­ლე­გა­ტებ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას ერ­თხმად და­უ­ჭი­რეს მხა­რი.

რო­გორც კვი­რი­კაშ­ვილ­მა ყრი­ლო­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, მის­თვის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა დიდი გა­მოწ­ვე­ვაა.

ნა­ხეთ ვი­დეო| მხურ­ვა­ლე ტაში და ერ­თსუ­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - წუთი, რო­დე­საც გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე გახ­და

"მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა პარ­ტია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლოს" იმ დიდი ნდო­ბის­თვის, რო­მე­ლიც გა­მო­მი­ცხა­და. მინ­და გი­თხრათ, რომ ჩემ­თვის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და, პირ­და­პირ გე­ტყვით, პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით დიდი გა­მოწ­ვე­ვაც არის. ჩემი კო­ლე­გე­ბის, თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი­სა და თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის გულ­წრფე­ლი მხარ­და­ჭე­რა და ნდო­ბა ას­მა­გად აძ­ლი­ე­რებს ჩემს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. მე მზად ვარ, ვემ­სა­ხუ­რო ჩემს სამ­შობ­ლოს და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო ჩვე­ნი ქვეყ­ნის წინსვლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, ვიყო იმ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მძი­მე დროს შე­იქ­მნა და გარ­დამ­ტე­ხი როლი შე­ას­რუ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" 4 წლის მმარ­თვე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

"დღეს, პარ­ტი­ის და­არ­სე­ბი­დან 4 წლის თავ­ზე, თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია გან­ვა­ცხა­დოთ, რომ ბევ­რი პრობ­ლე­მა გა­დავ­ჭე­რით, ბევ­რი სირ­თუ­ლე დავძლი­ეთ, და რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იმ და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში თა­ვი­დან ავი­ცი­ლეთ ან­გა­რიშს­წო­რე­ბის საფრ­თხე, რომ­ლის წი­ნა­შეც რე­ა­ლუ­რად იდგა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. ჩვე­ნი მი­ზა­ნი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. მიგ­ვაჩ­ნია, რომ შუ­რის­ძი­ე­ბა გუ­შინ­დე­ლი დღეა, რეგ­რე­სია, გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბაა. მჯე­რა, გავა დრო და ხალ­ხი ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სის­წო­რე­ში კი­დევ უფრო დარ­წმუნ­დე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნი მხო­ლოდ ქვეყ­ნის მშვი­დო­ბი­ა­ნი, თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბაა. ის, რომ ჩვენ შევ­ძე­ლით აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა ქვეყ­ნი­სათ­ვის მთა­ვა­რი საფრ­თხე, ჩვე­ნი გუნ­დის ლი­დე­რე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება და თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ნა­ხეთ ვი­დეო| ახა­ლი სა­ხე­ე­ბი "ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭო­ში: კვი­რი­კაშ­ვილ­მა კონ­კრე­ტუ­ლი გვა­რე­ბი და­ა­სა­ხე­ლა

იყო თუ არა ეს 4 წელი უშეც­დო­მო?! პირ­და­პირ გე­ტყვით, რომ - არა. და ეს ბუ­ნებ­რი­ვიც არის ახალ­გაზ­რდა პარ­ტი­ის­თვის. მაგ­რამ ჩვენ არც ამ შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბა და არც რე­ა­ლო­ბი­სათ­ვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა გაგ­ვჭირ­ვე­ბია. თუმ­ცა აქვე ვი­ტყვი, რომ ისე­თი შეც­დო­მა ნამ­დვი­ლად არ დაგ­ვიშ­ვია, რო­მე­ლიც ზი­ანს მო­უ­ტან­და ქვე­ყა­ნას", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მათ უნდა და­ა­ნა­ხონ ყვე­ლას, რომ აერ­თი­ა­ნებთ მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბი და აქვთ ერ­თი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვა რო­გორც სა­ში­ნაო, ისე სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"ჩვე­ნი პარ­ტი­ის სა­გა­რეო-პო­ლი­ტი­კუ­რი ვექ­ტო­რი სრუ­ლად ემ­თხვე­ვა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ის­ტო­რი­ულ ნე­ბას, იყოს ევ­რო­პის ნა­წი­ლი და ეს არ არის მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი. ეს ჩვე­ნი მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი ერ­თო­ბაა ევ­რო­პას­თან, ეს არის ჩვე­ნი სწრაფ­ვა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ, უსაფრ­თხო­ე­ბის­კენ, მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­კენ, თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის­კენ. სწო­რედ ამი­ტომ გვაქვს გეზი აღე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-სკენ და ამ გეზს არ გა­და­ვუხ­ვევთ", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას სა­ქარ­თვე­ლო- რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა­საც შე­ე­ხო.

"სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან, რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩვენ ვცდი­ლობთ ჩი­ხი­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ვდგამთ ნა­ბი­ჯებს, რომ აღ­ვად­გი­ნოთ სა­ვაჭ­რო, სატ­რან­სპორ­ტო და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. მაგ­რამ კი­დევ ერთხელ გა­ვუს­ვამ ხაზს - ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცია ვერ მოხ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ხარ­ჯზე. ეს არის ის, რაც არა­ფერ­ში არ გა­იც­ვლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

ასე­ვე იხი­ლეთ: ყრი­ლო­ბა­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­სუ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გულ­თბი­ლი შეხ­ვედ­რა ივა­ნიშ­ვილ­თან და ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა - პრემიერის მთავარი მესიჯები მმართველი პარტიის ყრილობიდან

გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა - პრემიერის მთავარი მესიჯები მმართველი პარტიის ყრილობიდან

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ აირჩიეს. პარტიის ყრილობაზე დელეგატებმა გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

როგორც კვირიკაშვილმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მისთვის მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა დიდი გამოწვევაა.

ნახეთ ვიდეო| მხურვალე ტაში და ერთსულოვანი გადაწყვეტილება - წუთი, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა

"მადლობა მინდა ვუთხრა პარტია ,,ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და, პირდაპირ გეტყვით, პოლიტიკური თვალსაზრისით დიდი გამოწვევაც არის. ჩემი კოლეგების, თანამოაზრეებისა და თანაგუნდელების გულწრფელი მხარდაჭერა და ნდობა ასმაგად აძლიერებს ჩემს პასუხისმგებლობას. მე მზად ვარ, ვემსახურო ჩემს სამშობლოს და ყველაფერი გავაკეთო ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.

ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დროს შეიქმნა და გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების გზაზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა "ქართული ოცნების" 4 წლის მმართველობაზეც ისაუბრა.

"დღეს, პარტიის დაარსებიდან 4 წლის თავზე, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბევრი პრობლემა გადავჭერით, ბევრი სირთულე დავძლიეთ, და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, იმ დაძაბულ ვითარებაში თავიდან ავიცილეთ ანგარიშსწორების საფრთხე, რომლის წინაშეც რეალურად იდგა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა ანგარიშსწორება. მიგვაჩნია, რომ შურისძიება გუშინდელი დღეა, რეგრესია, განვითარების შეფერხებაა. მჯერა, გავა დრო და ხალხი ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ უფრო დარწმუნდება. ჩვენი მიზანი მხოლოდ ქვეყნის მშვიდობიანი, თანამიმდევრული განვითარება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაა. ის, რომ ჩვენ შევძელით აგვერიდებინა ქვეყნისათვის მთავარი საფრთხე, ჩვენი გუნდის ლიდერების პოლიტიკური ნება და თითოეული თქვენგანის დამსახურებაა.

ნახეთ ვიდეო| ახალი სახეები "ოცნების" პოლიტსაბჭოში: კვირიკაშვილმა კონკრეტული გვარები დაასახელა

იყო თუ არა ეს 4 წელი უშეცდომო?! პირდაპირ გეტყვით, რომ - არა. და ეს ბუნებრივიც არის ახალგაზრდა პარტიისთვის. მაგრამ ჩვენ არც ამ შეცდომების აღიარება და არც რეალობისათვის თვალის გასწორება გაგვჭირვებია. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ისეთი შეცდომა ნამდვილად არ დაგვიშვია, რომელიც ზიანს მოუტანდა ქვეყანას", - განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილის განცხადებით, მათ უნდა დაანახონ ყველას, რომ აერთიანებთ მკვეთრად გამოხატული მისწრაფებები და აქვთ ერთიანი პოლიტიკური ხედვა როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით.

"ჩვენი პარტიის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას, იყოს ევროპის ნაწილი და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ჩვენი მსოფლმხედველობრივი ერთობაა ევროპასთან, ეს არის ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ, მეტი შესაძლებლობებისკენ, თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისკენ. სწორედ ამიტომ გვაქვს გეზი აღებული ევროკავშირისა და ნატო-სკენ და ამ გეზს არ გადავუხვევთ", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოსვლისას საქართველო- რუსეთის ურთიერთობასაც შეეხო.

"საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოებთან, რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობა. ჩვენ ვცდილობთ ჩიხიდან გამოვიყვანოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ვდგამთ ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ურთიერთობები. მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს - ურთიერთობის ნორმალიზაცია ვერ მოხდება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. ეს არის ის, რაც არაფერში არ გაიცვლება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ასევე იხილეთ: ყრილობაზე დაგვიანებით მისული ღარიბაშვილის გულთბილი შეხვედრა ივანიშვილთან და ყოფილ თანაგუნდელებთან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."