სპორტის სასახლეში "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე მმართველი გუნდის წევრები, ყოფილი პრემიერ, მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დეპუტატები, პარტიის მხარდამჭერები არიან შეკრებილები, მათ შორის ცნობილი სახეები, მსახიობები და მომღერლები. ანრი ჯოხაძე, სოფო ბედია, აჩიკო ნიჯარაძე, დათუნა სირბილაძე, ჯგუფი "ფორტე" , აჩიკო მეფარიძე ...
მხარდამჭერებმა სპორტის სასახლეში შეკრება უკვე დაიწყეს. როგორც პარტიის მომხრეები აცხადებენ, ისინი ელოდებიან, რომ პარტიის ახალ თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი იქნება არჩეული.
ცნობილია, რომ დღევანდელ ყრილობაზე ქვეყნის პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიწვეული არ არის.
ღონისძიების გასაშუქებლად მედიისთვის სპეციალური ადგილია გამოყოფილი.