პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შალვამ ურჩია?" - რომელი ქართველი პოლიტიკოსი ესაუბრა ამერიკელ კონგრესმენს ივანიშვილზე სკანდალური განცხადების გაკეთებამდე
"შალვამ ურჩია?" - რომელი ქართველი პოლიტიკოსი ესაუბრა ამერიკელ კონგრესმენს ივანიშვილზე სკანდალური განცხადების გაკეთებამდე

აშშ-ის კონ­გრე­სის ქვე­და პა­ლა­ტა­ში "რეს­პუბ­ლი­კე­ლი" კონ­გრეს­მე­ნი სტივ რა­სე­ლი 21 აპ­რილს სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით წარ­სდგა. მან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე, მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­სა და ქვეყ­ნის შიდა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში რუ­სე­თის ჩარ­თუ­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. ამას­თან, მან მი­მარ­თა აშშ-ის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­სა და და­სავ­ლურ ბან­კებს, "გა­ყი­ნონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვე­ბი, ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბის გამო".

ნა­ხეთ კონ­გრეს­მე­ნის სკან­და­ლუ­რი გა­მოს­ვლა

ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნის გა­მოს­ვლას "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის" ლი­დე­რი შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა. "გი­ლო­ცავთ მე­გობ­რე­ბო, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო კონ­გრეს­ში დღეს კონ­გრეს­მენ­მა რა­სელ­მა წა­მო­ა­ყე­ნა სა­კი­თხი ივა­ნიშ­ვი­ლის ან­გა­რი­შე­ბის გა­ყინ­ვის თა­ო­ბა­ზე! სწო­რედ ამ თე­მა­ზე გვქონ­და ჩვენ სა­უ­ბა­რი ბოლო შეხ­ვედ­რა­ზე", - წერს პი­რად გვერ­დზე ქარ­თვე­ლი ლე­ი­ბო­რის­ტი.

რო­გორც მი­სი­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან ვარ­კვევთ, ნა­თე­ლაშ­ვი­ლი ოკ­ლაჰო­მას შტა­ტის კონ­გრეს­მენს, რეს­პუბ­ლი­კელ სტივ რა­სელს ამე­რი­კა­ში თე­ბერ­ვლის თვე­ში ვი­ზი­ტის დროს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო "ლე­ი­ბო­რის­ტე­ბის" ლი­დე­რის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე 26 თე­ბერ­ვალს არის გან­თავ­სე­ბუ­ლი.

"თბი­ლი­სის ფო­რუმ­ზე" ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გახ­სნილ თე­მას ათო­ბით კო­მენ­ტა­რი აქვს. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხუმ­რო­ბენ, რომ "რეს­პუბ­ლი­კე­ლი" კონ­გრეს­მე­ნის გა­მოს­ვლა "შალ­ვამ გა­ა­ჩა­ლი­ჩა".

"შალ­ვამ ურ­ჩია?"; "ხო შეხ­ვედ­რა ქო­ნია მაგ კონ­გრეს­მენ­თან და ეტყო­ბა მაგ­რად და­ა­მუ­შა­ვა"; "ისე აშშ-ს ვინ კი­თხავს საფ­რან­გე­თის და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ან­გა­რი­შე­ბის გა­ყინ­ვას? პუ­ტი­ნის­თვის გა­ე­ყი­ნათ ან­გა­რი­შე­ბი. ვერა, არა? ეს რა­სე­ლი ვინ ნა­თე­ლაშ­ვი­ლი ჰყავთ ემე­რი­კო­სებს";

"მიდი შა­ლი­კო მი­ა­წექ"; "შალ­ვამ დატ­რო­ლა რა­სე­ლი სა­დაა სა­მარ­თა­ლი?????? პა­ტა­რა ტრო­ლუ­კა სპლიყ­ვი უნდა იჯ­დეს და ამ­ხე­ლა ჯა­ბა­ხა­ნა ტრო­ლი ნა­თე­ლაშ­ვი­ლი გა­რეთ უნდა და­ტა­სა­ობ­დეს? მას­ტი წლე­ბია ტრო­ლა­ობს" - წე­რენ ფო­რუ­მე­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

"შალვამ ურჩია?" - რომელი ქართველი პოლიტიკოსი ესაუბრა ამერიკელ კონგრესმენს ივანიშვილზე სკანდალური განცხადების გაკეთებამდე

"შალვამ ურჩია?" - რომელი ქართველი პოლიტიკოსი ესაუბრა ამერიკელ კონგრესმენს ივანიშვილზე სკანდალური განცხადების გაკეთებამდე

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში "რესპუბლიკელი" კონგრესმენი სტივ რასელი 21 აპრილს სკანდალური განცხადებით წარსდგა. მან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, მომავალ არჩევნებსა და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში რუსეთის ჩართულობის მცდელობაზე ისაუბრა. ამასთან, მან მიმართა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს, "გაყინონ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები, იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო".

ნახეთ კონგრესმენის სკანდალური გამოსვლა

ამერიკელი კონგრესმენის გამოსვლას "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება. "გილოცავთ მეგობრებო, აშშ-ის სახელმწიფო კონგრესში დღეს კონგრესმენმა რასელმა წამოაყენა საკითხი ივანიშვილის ანგარიშების გაყინვის თაობაზე! სწორედ ამ თემაზე გვქონდა ჩვენ საუბარი ბოლო შეხვედრაზე", - წერს პირად გვერდზე ქართველი ლეიბორისტი.

როგორც მისივე სოციალური ქსელიდან ვარკვევთ, ნათელაშვილი ოკლაჰომას შტატის კონგრესმენს, რესპუბლიკელ სტივ რასელს ამერიკაში თებერვლის თვეში ვიზიტის დროს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო "ლეიბორისტების" ლიდერის ფეისბუქის გვერდზე 26 თებერვალს არის განთავსებული.

"თბილისის ფორუმზე" ამ საკითხთან დაკავშირებით გახსნილ თემას ათობით კომენტარი აქვს. მომხმარებლები ხუმრობენ, რომ "რესპუბლიკელი" კონგრესმენის გამოსვლა "შალვამ გააჩალიჩა".

"შალვამ ურჩია?"; "ხო შეხვედრა ქონია მაგ კონგრესმენთან და ეტყობა მაგრად დაამუშავა"; "ისე აშშ-ს ვინ კითხავს საფრანგეთის და საქართველოს მოქალაქის ანგარიშების გაყინვას? პუტინისთვის გაეყინათ ანგარიშები. ვერა, არა? ეს რასელი ვინ ნათელაშვილი ჰყავთ ემერიკოსებს";

"მიდი შალიკო მიაწექ"; "შალვამ დატროლა რასელი სადაა სამართალი?????? პატარა ტროლუკა სპლიყვი უნდა იჯდეს და ამხელა ჯაბახანა ტროლი ნათელაშვილი გარეთ უნდა დატასაობდეს? მასტი წლებია ტროლაობს" - წერენ ფორუმელები.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა პირადად მასთან იყო შეთანხმებული" - შალვა ნათელაშვილი კელი დეგნანზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"