პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერ-მინისტრის პასუხები და მესიჯები ჟურნალისტებთან შეხვედრიდან
პრემიერ-მინისტრის პასუხები და მესიჯები ჟურნალისტებთან შეხვედრიდან

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა სა­ერ­თო-ეროვ­ნუ­ლი მა­უ­წყებ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ-შო­უ­ე­ბის წამ­ყვა­ნებ­თან კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გთა­ვა­ზობთ რა­მე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან მე­სიჯს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პა­სუ­ხე­ბი­დან:

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბის მა­ის­ში გა­მო­ცე­მის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცია არ შე­იძ­ლე­ბა კონფრონ­ტა­ცი­ად შე­ფას­დეს.

"სამ­წუ­ხა­როდ, პრე­ზი­დენ­ტმა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ ის მომ­ხრეა მა­ის­ში და­ი­წყოს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია. არ და­გი­მა­ლავთ, აქ იყო გარ­კვე­უ­ლი გა­უ­გებ­რო­ბა, მაგ­რამ არამ­გო­ნია, ეს რა­ი­მე კონფრონ­ტა­ცი­ად შე­ფას­დეს", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

***

"რაც შე­ე­ხე­ბა რეს­პუბ­ლი­კე­ლი" მი­ნის­ტრე­ბის ყოფ­ნას მთავ­რო­ბა­ში - არ ვა­პი­რებ მათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. კა­ნო­ნით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვა­დე­ბი: ეს არის ერ­თთვი­ა­ნი ვადა. თუ ისი­ნი მო­ი­სურ­ვე­ბენ სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში ყოფ­ნას, ამ პე­რი­ო­დის­თვის სა­ვა­რა­უ­დოდ თვი­თონ მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ჩვენ ვართ პარტნი­ო­რო­ბის და კონ­კუ­რენ­ცი­ის რე­ჟიმ­ში. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ასეთ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა და არ მგო­ნია ამა­ზე და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბა იყოს მი­ზან­შე­წო­ნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

***

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, ივა­ნიშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მასივა­ნიშ­ვილ­თან აქვს ძა­ლი­ან ნორ­მა­ლუ­რი, კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა.

"მე ყო­ველ­თვის მქონ­და მას­თან ღია, გულ­წრფე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა.არას­დროს ვე­რი­დე­ბო­დი მას­თან დე­ბა­ტებს და არა­ერთ სა­კი­თხზე მქო­ნია ძა­ლი­ან მწა­ვა­ვე კა­მა­თი - მისი მხრი­და­ნაც არას­დროს ყო­ფი­ლა ეს უარ­ყო­ფი­თად მი­ღე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

***

"მი­ნის­ტრებს ნამ­დვი­ლად არ უნდა ჰქონ­დეთ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პა­კე­ტი, მე კერ­ძო ჯან­დაც­ვის პა­კე­ტი მაქვს, იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რომ­ლებ­საც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ სა­კუ­თა­რი ჯან­დაც­ვა თა­ვად­ვე და­ა­ფი­ნან­სონ, შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი პა­კე­ტით უნდა ისარ­გებ­ლონ. ასე­თი მო­დი­ფი­კა­ცი­ე­ბი და­წყე­ბუ­ლია და ეს გა­დაჭ­რის იმ პრობ­ლე­მას, რაც ით­ქვა. მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და­ფარ­ვა იქ­ნე­ბა უფრო ფარ­თო და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უფრო მე­ტად, ვი­საც სა­ჭი­რო­ე­ბა გა­აჩ­ნია. ამას ემა­ტე­ბა კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტორს შო­რის პარტნი­ო­რო­ბის მო­დე­ლი. ამან მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად მო­ი­ტა­ნა შე­დე­გი, როცა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­ი­ა­ფე­ბა და­ი­წყო და ასეც გაგ­რძელ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა და დას­ძი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი სა­წარ­მო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა.

***

"მე ვიქ­ნე­ბი გა­რან­ტი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ძი­ნებ­ლებ­ში ძრო­მი­ა­ლი დამ­თავ­რდე­ბა", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ბოლო დროს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა. ამას­თან, პრე­მი­ე­რი მო­სახ­ლე­ო­ბას დაჰ­პირ­და, რომ ამაზ­რზე­ნი კად­რე­ბის სა­ჯა­რო ჩვე­ნე­ბა (რაც ხდე­ბო­და) მისი პრე­მი­ე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში აღარ მოხ­დე­ბა.

***

"უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში თქვენ იხი­ლავთ არა­ერთ ახალ­გაზ­რდა პრო­ფე­სი­ო­ნალს ჩვენს რი­გებ­ში, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლის შე­ი­ტა­ნენ ქვეყ­ნის რე­ფორ­მი­რე­ბის და სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სებ­ში. ეს არ გუ­ლის­ხმობს ვინ­მეს წვლი­ლის იგ­ნო­რი­რე­ბას - ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ძვე­ლი გუნ­დის როლი წინა არ­ჩევ­ნებ­ში, რათა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ეხ­დი­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

***

მე არ ვი­ტყო­დი, რომ არ ვენ­დო­ბი NDI -ის კვლე­ვის შე­დე­გებს. კვლე­ვა­ში არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. თუმ­ცა არის გარ­კვე­უ­ლი მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც მე შე­საძ­ლოა სხვა გან­ცდე­ბი მქონ­დეს, იგი­ვე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭერ­თა პრო­ცენ­ტულ რა­ო­დე­ნო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და იმას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რაც ეხე­ბა სხვა­დას­ხვა პი­რე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბას, თუ არა­პო­პუ­ლა­რო­ბას.

***

პრე­მი­ერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ "ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა პირ­და­პირ აწარ­მო­ებს უმუ­შე­ვარ ადა­მი­ა­ნებს". კვი­რი­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის მა­გა­ლი­თი მო­იყ­ვა­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ვერ შეძ­ლო შვი­ლე­ბის გა­დარ­წმუ­ნე­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დღეს რჩე­ბა უფუნ­ქციო და უმუ­შე­ვა­რი და სა­ჭი­რო ხდე­ბა მათი გა­დამ­ზა­დე­ბა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, აქ რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბია სა­ჭი­რო.

***

"სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა, ალ­ბათ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სა­კი­თხია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბო­დეს ჩვენს წი­ნა­შე. მე არ და­გი­მა­ლავთ, რომ ემო­ცი­უ­რად ბევ­რჯერ მქო­ნია მო­მენ­ტი, როცა სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი მქო­ნია, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­როკ­რა­ტი­ას გა­აჩ­ნია თა­ვი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩო­ე­ბი. მეც გა­მაჩ­ნია გან­ცდა, რომ შე­საძ­ლოა ეს პრო­ცე­სი და­საჩ­ქა­რე­ბე­ლი იყოს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ გა­დავ­დგამთ ნა­ბი­ჯებს, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, სა­ხელ­მწი­ფოს ყო­ველ­თვის გა­აჩ­ნია სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩო­ე­ბი. გე­თან­ხმე­ბით, დღეს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს იმის შეგ­რძნე­ბით, რომ მის მი­მართ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა დარ­ღვე­უ­ლია. პი­რო­ბას ვიძ­ლე­ვი, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვეც­დე­ბით, ეს პრო­ცე­სი და­ვაჩ­ქა­როთ", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

შეხ­ვედ­რა­ზე პრე­მი­ერ­მა ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბებ­ზე ისა­უბ­რა და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი უწო­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შსს-ში გრძელ­დე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლი­სა და სუ­სის მხრი­დან თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ფაქ­ტე­ბი.

პრემიერ-მინისტრის პასუხები და მესიჯები ჟურნალისტებთან შეხვედრიდან

პრემიერ-მინისტრის პასუხები და მესიჯები ჟურნალისტებთან შეხვედრიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

გთავაზობთ რამენიმე მნიშვნელოვან მესიჯს პრემიერ-მინისტრის პასუხებიდან:

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულების მაისში გამოცემის შესახებ პრეზიდენტის პოზიცია არ შეიძლება კონფრონტაციად შეფასდეს.

"სამწუხაროდ, პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ის მომხრეა მაისში დაიწყოს საარჩევნო კამპანია. არ დაგიმალავთ, აქ იყო გარკვეული გაუგებრობა, მაგრამ არამგონია, ეს რაიმე კონფრონტაციად შეფასდეს", - განაცხადა პრემიერმა.

***

"რაც შეეხება რესპუბლიკელი" მინისტრების ყოფნას მთავრობაში - არ ვაპირებ მათ გათავისუფლებას. კანონით არის გათვალისწინებული ვადები: ეს არის ერთთვიანი ვადა. თუ ისინი მოისურვებენ საარჩევნო სიაში ყოფნას, ამ პერიოდისთვის სავარაუდოდ თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვართ პარტნიორობის და კონკურენციის რეჟიმში. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა ასეთ რეჟიმში მუშაობა და არ მგონია ამაზე დამატებითი კომენტარების გაკეთება იყოს მიზანშეწონილი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

***

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ივანიშვილის ფაქტორი დღევანდელ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. მას ივანიშვილთან აქვს ძალიან ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა.

"მე ყოველთვის მქონდა მასთან ღია, გულწრფელი ურთიერთობა.არასდროს ვერიდებოდი მასთან დებატებს და არაერთ საკითხზე მქონია ძალიან მწავავე კამათი - მისი მხრიდანაც არასდროს ყოფილა ეს უარყოფითად მიღებული", - განაცხადა პრემიერმა.

***

"მინისტრებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი, მე კერძო ჯანდაცვის პაკეტი მაქვს, იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ შესაძლებლობები, რომ საკუთარი ჯანდაცვა თავადვე დააფინანსონ, შედარებით მოკრძალებული პაკეტით უნდა ისარგებლონ. ასეთი მოდიფიკაციები დაწყებულია და ეს გადაჭრის იმ პრობლემას, რაც ითქვა. მედიკამენტების დაფარვა იქნება უფრო ფართო და იმ ადამიანებისთვის უფრო მეტად, ვისაც საჭიროება გააჩნია. ამას ემატება კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი. ამან მნიშვნელოვანწილად მოიტანა შედეგი, როცა მედიკამენტების გაიაფება დაიწყო და ასეც გაგრძელდება", - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ საქართველოში ახალი ფარმაცევტული საწარმოების მშენებლობა იგეგმება.

***

"მე ვიქნები გარანტი, რომ ადამიანების საძინებლებში ძრომიალი დამთავრდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო დროს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების კომენტირებისას აღნიშნა. ამასთან, პრემიერი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ამაზრზენი კადრების საჯარო ჩვენება (რაც ხდებოდა) მისი პრემიერობის პერიოდში აღარ მოხდება.

***

"უახლოეს მომავალში თქვენ იხილავთ არაერთ ახალგაზრდა პროფესიონალს ჩვენს რიგებში, რომლებიც მნიშვნელოვან წვლის შეიტანენ ქვეყნის რეფორმირების და სწრაფი განვითარების პროცესებში. ეს არ გულისხმობს ვინმეს წვლილის იგნორირებას - ძალიან მნიშვნელოვანი იყო ძველი გუნდის როლი წინა არჩევნებში, რათა საქართველოს მოეხდინა მნიშვნელოვანი ცვლილებები ქვეყანაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

***

მე არ ვიტყოდი, რომ არ ვენდობი NDI -ის კვლევის შედეგებს. კვლევაში არის მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. თუმცა არის გარკვეული მომენტები, როდესაც მე შესაძლოა სხვა განცდები მქონდეს, იგივე "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა პროცენტულ რაოდენობასთან მიმართებაში და იმასთან მიმართებაში, რაც ეხება სხვადასხვა პირების პოპულარობას, თუ არაპოპულარობას.

***

პრემიერმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განათლების სისტემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "ჩვენი განათლების სისტემა პირდაპირ აწარმოებს უმუშევარ ადამიანებს". კვირიკაშვილმა საკუთარი შვილების მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ ვერ შეძლო შვილების გადარწმუნება პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანი დღეს რჩება უფუნქციო და უმუშევარი და საჭირო ხდება მათი გადამზადება. როგორც მან აღნიშნა, აქ რადიკალური ცვლილებებია საჭირო.

***

"სამართლიანობის აღდგენა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია, რომელიც შეიძლება გამოწვევად რჩებოდეს ჩვენს წინაშე. მე არ დაგიმალავთ, რომ ემოციურად ბევრჯერ მქონია მომენტი, როცა სხვა გადაწყვეტილების მიღების სურვილი მქონია, მაგრამ, სამწუხაროდ, სახელმწიფო ბიუროკრატიას გააჩნია თავისი სამართლებრივი ჩარჩოები. მეც გამაჩნია განცდა, რომ შესაძლოა ეს პროცესი დასაჩქარებელი იყოს და ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფოს ყოველთვის გააჩნია სამართლებრივი ჩარჩოები. გეთანხმებით, დღეს ბევრი ადამიანი ცხოვრობს იმის შეგრძნებით, რომ მის მიმართ სამართლიანობა დარღვეულია. პირობას ვიძლევი, რომ მაქსიმალურად შევეცდებით, ეს პროცესი დავაჩქაროთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრაზე პრემიერმა ძალოვან უწყებებში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და გადაჭარბებული უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც შსს-ში გრძელდება მოქალაქეებზე ფიზიკური ზეწოლისა და სუსის მხრიდან თვითმმართველობის ორგანოებზე ზემოქმედების ფაქტები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."