NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 66% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად, მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურ თანამდებობას აღარ იკავებს.
კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა მხოლოდ 15% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღები პირი, მას შემდეგ რაც თანამდებობიდან გადადგა, ხოლო არც ერთ მოსაზრებას არ იზიარებს გამოკითხულთა 4%.
კვლევების შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 25% კი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღები პირი და ამასთან ეკავოს ოფიციალური თანამდებობა.
ასევე წაიკითხეთ:
გამოკითხულთა 42% გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას საშუალოდ აფასებს
ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს "ქართულ ოცნებას" 15%, " ნაციონალურ მოძრაობას" - 13 % მისცემდა ხმას