"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 42 % საშუალოდ აფასებს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 27 % მის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 26% კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს.
NDI-ის დაკვეთით კვლევის საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900-მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.