საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ნაძირლები იღებდნენ დავით ბაქრაძეს მეუღლესთან ერთად, გიგი უგულავას მეუღლესთან ერთად..." - გია ბარამიძე ფარულ ჩანაწერებზე
"ეს ნაძირლები იღებდნენ დავით ბაქრაძეს მეუღლესთან ერთად, გიგი უგულავას მეუღლესთან ერთად..." - გია ბარამიძე ფარულ ჩანაწერებზე

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ას" გა­და­ცე­მა "პრი­ო­რი­ტე­ტის" ეთერ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის დე­ბა­ტე­ბი გა­ი­მარ­თა. გია ბა­რა­მი­ძემ და ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­კი­თხზე და იმა­ზე ისა­უბ­რეს, რამ­დე­ნად ადექ­ვა­ტუ­რია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბა და მცდე­ლო­ბა, გა­მო­ავ­ლი­ნოს და და­სა­ჯოს ამ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი. ბა­რა­მი­ძემ ნუკ­რი ქან­თა­რი­ას შე­ნიშ­ვნა­ზე, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ვინ აწარ­მო­ებ­და ჩა­წე­რას და რამ­დე­ნად იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, ასე უპა­სუ­ხა:

"ის, ვინც ამას აკე­თებ­და არის დამ­ნა­შა­ვე ყვე­ლას წი­ნა­შე, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის (ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის) წი­ნა­შე. ამას მოწ­მობს ისიც, რომ ეს ნა­ძირ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­თუ და­ა­პა­ტიმ­რა, გად­მო­ი­ლო­ცა სის­ტე­მა­ში, იღებ­დნენ და­ვით ბაქ­რა­ძეს თა­ვის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, გიგი უგუ­ლა­ვას მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და კი­დევ ბევრ ჩვენ­განს. შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, ან ჩვენ ნე­ბარ­თვა მიგ­ვე­ცა, ეს თა­ვად გან­სა­ზღვრეთ. თუ ეს ეჭვი არის, რომ უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი გა­რე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ ამა­ში, ამა­ზე უნდა ილა­პა­რა­კონ არა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, აქამ­დე პრო­კუ­რა­ტუ­რას ამის სა­ფუძ­ვე­ლი რომ ჰქო­ნო­და, წა­უ­ყე­ნებ­და ბრალს ამ ადა­მი­ა­ნებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გა­მოვ­ლე­ნი­ლია ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, რო­მე­ლიც ავა­ლებ­და, აშან­ტა­ჟებ­და და რაც არას­დროს, არც ერთი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს არ მომ­ხდა­რა, ავ­რცე­ლებ­და ამ მა­სა­ლებს, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­თუ და­სა­ჯა, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ხვე­დე­ლი­ძე, უბ­რა­ლოდ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და ეს ადა­მი­ა­ნი არც ერთი დღე არ მჯდა­რა ცი­ხე­ში. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ცი­ხე­ებ­ში სას­ტი­კი მო­პყრო­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ და­ა­პა­ტიმ­რა, ამათ­მა ცი­ხე­ე­ბი­დან გა­მო­უშ­ვეს, ე.წ ბას­ტი და ბუბუ დღეს სტრუქ­ტუ­რებ­ში მუ­შა­ო­ბენ. ასე ეპყრო­ბა ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც უნდა ის­ჯე­ბოდ­ნენ, ისი­ნი არა­თუ ის­ჯე­ბი­ან, არა­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახა­ლი­სებს მათ", - აღ­ნიშ­ნა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­მა გია ბა­რა­მი­ძემ.

"ეს ნაძირლები იღებდნენ დავით ბაქრაძეს მეუღლესთან ერთად, გიგი უგულავას მეუღლესთან ერთად..." - გია ბარამიძე ფარულ ჩანაწერებზე

"ეს ნაძირლები იღებდნენ დავით ბაქრაძეს მეუღლესთან ერთად, გიგი უგულავას მეუღლესთან ერთად..." - გია ბარამიძე ფარულ ჩანაწერებზე

ტელეკომპანია "იბერიას" გადაცემა "პრიორიტეტის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლების დებატები გაიმართა. გია ბარამიძემ და ნუკრი ქანთარიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საკითხზე და იმაზე ისაუბრეს, რამდენად ადექვატურია ხელისუფლების ქმედება და მცდელობა, გამოავლინოს და დასაჯოს ამ საქმეში მონაწილეები. ბარამიძემ ნუკრი ქანთარიას შენიშვნაზე, წინა ხელისუფლების დროს ვინ აწარმოებდა ჩაწერას და რამდენად იყო ინფორმირებული სააკაშვილის მთავრობა ამ ჩანაწერების არსებობის შესახებ, ასე უპასუხა:

"ის, ვინც ამას აკეთებდა არის დამნაშავე ყველას წინაშე, უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხელისუფლების (ნაციონალური მოძრაობის) წინაშე. ამას მოწმობს ისიც, რომ ეს ნაძირლები, რომლებიც ამ ხელისუფლებამ არათუ დააპატიმრა, გადმოილოცა სისტემაში, იღებდნენ დავით ბაქრაძეს თავის მეუღლესთან ერთად, გიგი უგულავას მეუღლესთან ერთად და კიდევ ბევრ ჩვენგანს. შესაბამისად, რამდენად შეიძლება რომ თითოეული ჩვენგანი ვყოფილიყავით ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული, ან ჩვენ ნებართვა მიგვეცა, ეს თავად განსაზღვრეთ. თუ ეს ეჭვი არის, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები გარეულები იყვნენ ამაში, ამაზე უნდა ილაპარაკონ არა პოლიტიკოსებმა, აქამდე პროკურატურას ამის საფუძველი რომ ჰქონოდა, წაუყენებდა ბრალს ამ ადამიანებს.

იხილეთ ვიდეო

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც გამოვლენილია ამ ხელისუფლების დროს, რომელიც ავალებდა, აშანტაჟებდა და რაც არასდროს, არც ერთი წინა ხელისუფლების დროს არ მომხდარა, ავრცელებდა ამ მასალებს, ასეთი ადამიანები ხელისუფლებამ არათუ დასაჯა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვედელიძე, უბრალოდ თანამდებობიდან გაათავისუფლა და ეს ადამიანი არც ერთი დღე არ მჯდარა ციხეში. ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს ციხეებში სასტიკი მოპყრობით იყვნენ დაკავებულები და ჩვენმა ხელისუფლებამ ამის გამოვლენის შემდეგ დააპატიმრა, ამათმა ციხეებიდან გამოუშვეს, ე.წ ბასტი და ბუბუ დღეს სტრუქტურებში მუშაობენ. ასე ეპყრობა ეს ხელისუფლება ადამიანებს, რომლებიც უნდა ისჯებოდნენ, ისინი არათუ ისჯებიან, არამედ ხელისუფლება ახალისებს მათ", - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გია ბარამიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

ბოიკოტის მიუხედავად, "ნაციონალებმა", ევროპულმა საქართველომ" და კიდევ 6-მა პარტიამ დაფინანსების თხოვნით ცესკოს მიმართა

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"