პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიციაში არ მივდივართ" - დავით უსუფაშვილი
"ოპოზიციაში არ მივდივართ" - დავით უსუფაშვილი

ოპო­ზი­ცი­ა­ში არ მივ­დი­ვართ, რად­გან ერ­თად ავი­ღეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ერ­თად ვმარ­თავთ ქვეყ­ნას და კარ­გად გვეს­მის ის, რომ ჩვე­ნი ახლა პოს­ტე­ბი­დან წას­ვლა, პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბის დაშ­ლა და ა.შ. რა სირ­თუ­ლე­ებს შექ­მნის, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

"დღეს ბევ­რი სვამს კი­თხვას, რო­გორ უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ, მე და ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ, ან "რეს­პუბ­ლი­კუ­რი" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თან პარტნი­ო­რო­ბა და თან კონ­კუ­რენ­ტო­ბა, რო­გორ და ასე, იმი­ტომ, რომ სხვა­ნა­ი­რად ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტია წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სხვა­ნა­ი­რად თუ ყვე­ლა კო­ა­ლი­ცია არ­ჩევ­ნებს რომ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა, ჩა­მო­იშ­ლე­ბა, მთავ­რო­ბა წავა-წა­მო­ვა, უმ­რავ­ლე­სო­ბა და­იშ­ლე­ბა, რო­გორ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა? მა­შინ ისევ ერ­თპარ­ტი­უ­ლო­ბის­კენ მი­ვე­ქა­ნე­ბით, რომ ერთი პარ­ტია უნდა მარ­თავ­დეს და სხვას არ უნდა ესაქ­მე­ბო­დეს", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან ეს არის ის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნამ უნდა გა­ი­ა­როს. რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, "რეს­პუბ­ლი­კურ­მა პარ­ტი­ამ" გან­ცხა­დე­ბა­ში სრუ­ლი­ად მკა­ფი­ოდ გა­ნა­ცხა­და, რომ რომ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ა­ზი­ა­ნებ­დნენ ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბას.

"არ გა­ვა­ჩენთ არა­ნა­ირ კი­თხვას ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ვექ­ტო­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ შე­ვუშ­ლით ხელს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ წარ­მა­ტე­ბას, რომ არც ერთი კი­თხვა არ უნდა გაჩ­ნდეს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში რა­ი­მე დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის საფრ­თხე ხომ არ არის. ეს არის ჩემი პა­სუ­ხი იმ კრი­ტი­კო­სებ­თა­ნაც, რომ­ლე­ბიც ბრძა­ნე­ბენ, რომ რა­ტომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ არ მი­დი­ხართ ოპო­ზი­ცი­ა­ში. არ მივ­დი­ვართ, რად­გან ერ­თად ავი­ღეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ერ­თად ვმარ­თავთ ქვეყ­ნას და კარ­გად გვეს­მის ის, რომ ჩვე­ნი ახლა პოს­ტე­ბი­დან წას­ვლა, პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბის დაშ­ლა რა სირ­თუ­ლე­ებს შექ­მნის. ამი­ტომ ჩვენ გვექ­ნე­ბა ძა­ლი­ან მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცია, რო­გორც გვქონ­და დღემ­დე მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ებ­შიც, სამ­თავ­რო­ბო სა­კი­თხებ­შიც, პარ­ლა­მენ­ტშიც რა­ზეც შევ­ჯერ­დე­ბით წი­ნას­წარ უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან გვექ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი, რა­ზეც ვერ შევ­ჯერ­დე­ბით, არც დღემ­დე იყო ეს რა­ღაც ახა­ლი მოვ­ლე­ნა და გვქონ­და გან­სახ­ვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი. შე­საძ­ლოა, ეს იყოს უფრო მეტი. ამ რე­ჟიმ­ში გა­ვაგ­რძე­ლებთ ჩვენ მუ­შა­ო­ბას", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მან მი­მარ­თა რე­გი­ო­ნებ­ში პარ­ტი­ე­ბის ად­გი­ლობ­რივ წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ ად­გი­ლებ­ზე ამა­ვე რე­ჟიმ­ში გაგ­რძე­ლონ მუ­შა­ო­ბა. "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბით, რო­მე­ლიც იმ სხვა კი­თხვებ­ზე გას­ცემს პა­სუხს, ვინ და რო­გორ იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღებს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ დღეს გა­აც­ნო.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

რა შემ­თხვე­ვა­ში და­ტო­ვე­ბენ "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" სამ­თავ­რო­ბო თა­ნამ­დე­ბო­ბებს

არ­ჩევ­ნებ­ში პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"ოპოზიციაში არ მივდივართ" - დავით უსუფაშვილი

"ოპოზიციაში არ მივდივართ" - დავით უსუფაშვილი

ოპოზიციაში არ მივდივართ, რადგან ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა, ერთად ვმართავთ ქვეყნას და კარგად გვესმის ის, რომ ჩვენი ახლა პოსტებიდან წასვლა, პარლამენტში უმრავლესობის დაშლა და ა.შ. რა სირთულეებს შექმნის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"დღეს ბევრი სვამს კითხვას, როგორ უნდა მოვახერხოთ, მე და ბატონმა გიორგიმ, ან "რესპუბლიკური" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თან პარტნიორობა და თან კონკურენტობა, როგორ და ასე, იმიტომ, რომ სხვანაირად ევროპული დემოკრატია წარმოუდგენელია. სხვანაირად თუ ყველა კოალიცია არჩევნებს რომ მიუახლოვდება, ჩამოიშლება, მთავრობა წავა-წამოვა, უმრავლესობა დაიშლება, როგორ წარმოგვიდგენია მრავალპარტიული ცხოვრება? მაშინ ისევ ერთპარტიულობისკენ მივექანებით, რომ ერთი პარტია უნდა მართავდეს და სხვას არ უნდა ესაქმებოდეს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ამ გადმოსახედიდან ეს არის ის პროცესი, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, "რესპუბლიკურმა პარტიამ" განცხადებაში სრულიად მკაფიოდ განაცხადა, რომ რომ არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებდნენ ქვეყნის სტაბილურობას.

"არ გავაჩენთ არანაირ კითხვას ქვეყნის განვითარების ვექტორებთან დაკავშირებით, არ შევუშლით ხელს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას, რომ არც ერთი კითხვა არ უნდა გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, ქვეყანაში რაიმე დესტაბილიზაციის საფრთხე ხომ არ არის. ეს არის ჩემი პასუხი იმ კრიტიკოსებთანაც, რომლებიც ბრძანებენ, რომ რატომ დაუყოვნებლივ არ მიდიხართ ოპოზიციაში. არ მივდივართ, რადგან ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა, ერთად ვმართავთ ქვეყნას და კარგად გვესმის ის, რომ ჩვენი ახლა პოსტებიდან წასვლა, პარლამენტში უმრავლესობის დაშლა რა სირთულეებს შექმნის. ამიტომ ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, როგორც გვქონდა დღემდე მიმდინარე საქმეებშიც, სამთავრობო საკითხებშიც, პარლამენტშიც რაზეც შევჯერდებით წინასწარ უმრავლესობასთან გვექნება ერთიანი პოზიციები, რაზეც ვერ შევჯერდებით, არც დღემდე იყო ეს რაღაც ახალი მოვლენა და გვქონდა განსახვავებული პოზიციები. შესაძლოა, ეს იყოს უფრო მეტი. ამ რეჟიმში გავაგრძელებთ ჩვენ მუშაობას", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მან მიმართა რეგიონებში პარტიების ადგილობრივ წარმომადგენლებს, რომ ადგილებზე ამავე რეჟიმში გაგრძელონ მუშაობა. "დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი დასრულდება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით, რომელიც იმ სხვა კითხვებზე გასცემს პასუხს, ვინ და როგორ იქნება მომავალ ხელისუფლებაში წარმოდგენილი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

"რესპუბლიკური პარტია" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება ჟურნალისტებს პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ დღეს გააცნო.

ასევე წაიკითხეთ:

რა შემთხვევაში დატოვებენ "რესპუბლიკელები" სამთავრობო თანამდებობებს

არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."