საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას
 არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაც" და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. შე­სა­ბა­მი­სი კო­მენ­ტა­რი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

რაც შე­ე­ხე­ბა "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, არ­ჩევ­ნებ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ, პრე­მი­ე­რის თქმით, ეს ნორ­მა­ლუ­რი და მი­სა­ღე­ბია. "ვთვლით, რომ ნორ­მა­ლუ­რი და მი­სა­ღე­ბია, რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­მო­უ­კი­დებ­ლად გავა არ­ჩევ­ნებ­ში. "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" მი­ნის­ტრე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­აგ­რძე­ლე­ბენ მთავ­რო­ბა­ში მუ­შა­ო­ბას. მი­უ­ხე­და­ვად "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" გან­ცხა­დე­ბი­სა, მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამ ეტაპ­ზე სა­ჭი­როა გა­ვაგ­რძე­ლოთ მუ­შა­ო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღებს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ დღეს გა­აც­ნო.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" მხო­ლოდ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დარ­ჩე­ბა. "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ეროვ­ნულ­მა კო­მი­ტეტ­მა 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში პარ­ტი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფორ­მა­ზე 26–27 მარტს იმ­სჯე­ლა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

 არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

საპარლამენტო არჩევნებში პარტია "ქართული ოცნებაც" დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

რაც შეეხება "რესპუბლიკელების" გადაწყვეტილებას, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ, პრემიერის თქმით, ეს ნორმალური და მისაღებია. "ვთვლით, რომ ნორმალური და მისაღებია, როდესაც "ქართული ოცნება" დამოუკიდებლად გავა არჩევნებში. "რესპუბლიკელების" მინისტრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მთავრობაში მუშაობას. მიუხედავად "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებისა, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე საჭიროა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვეულებრივად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, "რესპუბლიკური პარტია" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება ჟურნალისტებს პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ დღეს გააცნო.

გადაწყვეტილების შესაბამისად, "რესპუბლიკური პარტია" კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩება. "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნულმა კომიტეტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე 26–27 მარტს იმსჯელა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."