მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში დატოვებენ "რესპუბლიკელები" სამთავრობო თანამდებობებს
რა შემთხვევაში დატოვებენ "რესპუბლიკელები" სამთავრობო თანამდებობებს

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღებს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ დღეს გა­აც­ნო. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" მხო­ლოდ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დარ­ჩე­ბა. "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ეროვ­ნულ­მა კო­მი­ტეტ­მა 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში პარ­ტი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფორ­მა­ზე 26–27 მარტს იმ­სჯე­ლა.

რო­გორც პარ­ტი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ნიშ­ნავს კო­ა­ლი­ცი­ი­დან, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან, მთავ­რო­ბი­დან და საკ­რე­ბუ­ლო­ებ­ში უმ­რავ­ლე­სო­ბე­ბი­დან რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის ავ­ტო­მა­ტურ და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გას­ვლას. რო­გორც პარ­ტია გან­მარ­ტავს, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დარ­ჩე­ნილ პე­რი­ოდ­ში აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებს ეტა­პობ­რი­ვად გა­და­წყვე­ტენ შემ­დე­გი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით:

"• სამ­თავ­რო­ბო თა­ნამ­დე­ბო­ბებს დავ­ტო­ვებთ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის ან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში - ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის, ად­გი­ლობ­რი­ვი სტა­ლი­ნე­ლე­ბის, ანტი-ნა­ტო­ე­ლე­ბი­სა და ვი­დეო-შან­ტა­ჟის­ტე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი თუ დამ­თხვე­უ­ლი ულ­ტი­მა­ტუ­მე­ბის ფონ­ზე;

• ჩვე­ნი შემ­დგო­მი მოქ­მე­დე­ბე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­ა­ნონ­სე­ბულ გა­ნახ­ლე­ბა­ზეც. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა მო­ვა­ხერ­ხოთ კო­ა­ლი­ცი­უ­რი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის კი­დევ გარ­კვე­უ­ლი ვა­დით ზიდ­ვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ კვი­რი­კაშ­ვილ­თან და მისი ხედ­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მედ გუნდთან ერ­თად, მაგ­რამ ამას ნამ­დვი­ლად ვერ შევ­ძლებთ თუ პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის გან­სა­ზღვრა თა­ვი­სუ­ფალ რე­ჟიმ­ში მოქ­მე­დი ინ­დი­ვი­დე­ბის სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა;

• შე­ვეც­დე­ბით, ჩვე­ნი ნა­ბი­ჯე­ბის გამო არ გაჩ­ნდეს კი­თხვე­ბი ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კურ­სის თა­ო­ბა­ზე, რაც ვიზა-ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­ფერ­ხე­ბის ან ნატო-ს სა­მიტ­ზე მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი შე­დე­გის მი­ღე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს", - აცხა­დე­ბენ პარ­ტი­ა­ში.

"რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" გან­მარ­ტე­ბით, "რეს­პუბ­ლი­კე­ლი" მი­ნის­ტრე­ბი მთავ­რო­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­აგ­რძე­ლე­ბენ პარ­ლა­მენ­ტის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მის შეს­რუ­ლე­ბას.

"ამა­ვე პე­რი­ოდ­ში პარ­ლა­მენ­ტში ვი­თა­რე­ბა პი­რი­ქით იქ­ნე­ბა - ფრაქ­ცია "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" იხელ­მძღვა­ნე­ლებს პარ­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბით, გარ­და უმ­რავ­ლე­სო­ბის ფორ­მატ­ში წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი­სა", - ნათ­ქვა­მია "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას" მთავ­რო­ბა­ში სამი მი­ნის­ტრი წარ­მო­ად­გენს: თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი, შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი, გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის მი­ნის­ტრი გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვი­ლი.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "რეს­პუბ­ლი­კე­ლი" მი­ნის­ტრე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას" - გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

რა შემთხვევაში დატოვებენ "რესპუბლიკელები" სამთავრობო თანამდებობებს

რა შემთხვევაში დატოვებენ "რესპუბლიკელები" სამთავრობო თანამდებობებს

"რესპუბლიკური პარტია" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება ჟურნალისტებს პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ დღეს გააცნო. გადაწყვეტილების შესაბამისად, "რესპუბლიკური პარტია" კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩება. "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნულმა კომიტეტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე 26–27 მარტს იმსჯელა.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მომავალი არჩევნების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს კოალიციიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და საკრებულოებში უმრავლესობებიდან რესპუბლიკელების ავტომატურ და დაუყოვნებლივ გასვლას. როგორც პარტია განმარტავს, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში აღნიშნულ საკითხებს ეტაპობრივად გადაწყვეტენ შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

"• სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო და არავითარ შემთხვევაში - ოკუპანტი ქვეყნის, ადგილობრივი სტალინელების, ანტი-ნატოელებისა და ვიდეო-შანტაჟისტების კოორდინირებული თუ დამთხვეული ულტიმატუმების ფონზე;

• ჩვენი შემდგომი მოქმედებები დამოკიდებული იქნება პარტია "ქართული ოცნების" დაანონსებულ განახლებაზეც. ჩვენ შეიძლება მოვახერხოთ კოალიციური სახელისუფლებო პასუხისმგებლობის კიდევ გარკვეული ვადით ზიდვა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან და მისი ხედვების შესაბამისად მოქმედ გუნდთან ერთად, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ შევძლებთ თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადებებით გაგრძელდება;

• შევეცდებით, ჩვენი ნაბიჯების გამო არ გაჩნდეს კითხვები ქვეყნის სტაბილურობისა და ხელისუფლების კურსის თაობაზე, რაც ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის შეფერხების ან ნატო-ს სამიტზე მინიმალისტური შედეგის მიღების მიზეზი შეიძლება გახდეს", - აცხადებენ პარტიაში.

"რესპუბლიკელების" განმარტებით, "რესპუბლიკელი" მინისტრები მთავრობაში ყოფნის პერიოდში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის შესრულებას.

"ამავე პერიოდში პარლამენტში ვითარება პირიქით იქნება - ფრაქცია "რესპუბლიკელები" იხელმძღვანელებს პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით, გარდა უმრავლესობის ფორმატში წინასწარ შეთანხმებული საკითხებისა", - ნათქვამია "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებაში.

შეგახსენებთ, "რესპუბლიკურ პარტიას" მთავრობაში სამი მინისტრი წარმოადგენს: თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი.

ასევე წაიკითხეთ: "რესპუბლიკელი" მინისტრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას" - გიორგი კვირიკაშვილი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."