საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მაგდა პაპიძის პროცესი მიმდინარეობს. როგორც ჩვენი კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, პროცესის დაწყებისას მოსამართლის კითხვაზე "ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ", ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ტირილით უპასუხა: "თავს დამნაშავედ არ ვცნობ".
ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე სასამართლო სხდომა 10 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი 31 მარტამდე გადაიდო. როგორც მაშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გაგრძელდა საგამოძიებო ვადა, რის გამოც პროცესი გადაიდო. მაგდა პაპიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული.
იხილეთ ვიდეომასალა სასამართლო პროცესიდან
პროცესი საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყო. ამ წუთებში სასამართლოს ბრალდების მხარე მტკიცებულებებს აცნობს.
ასევე წაიკითეთ: "თავს დამნაშავედ არ ვცნობ" - უახლესი ინფორმაცია მაგდა პაპიძის მიმდინარე პროცესიდან