მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის სკანდალური განცხადება: "ფეისბუქზე კადრები გამომიგზავნეს, შეთავაზებით: ხომ არ გაინტერესებთ ნახოთ ეს"
პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის სკანდალური განცხადება: "ფეისბუქზე კადრები გამომიგზავნეს, შეთავაზებით: ხომ არ გაინტერესებთ ნახოთ ეს"

პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მრჩევ­ლის, ექ­სპერტ ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გა­უგ­ზავ­ნეს. რო­გორც მა­ჭა­ვა­რი­ან­მა "TV პირ­ვე­ლის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, მას კად­რე­ბი არ უნა­ხავს, თუმ­ცა ვი­დე­ო­ებს ფო­ტო­ე­ბი ედო, რო­მე­ლიც მე­ტყვე­ლებ­და, რომ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი იყო.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ორი კვი­რის წინ მე მქონ­და ინ­ტერ­ვიუ ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში, სა­დაც ვი­სა­უბ­რე ძა­ლი­ან მკაც­რად, გა­ვაკ­რი­ტი­კე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ზუს­ტად ამის შემ­დეგ, სამ დღე­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ facebook-ში ჩემი გვერ­დი დაბ­ლო­კეს, თუმ­ცა იქამ­დე გა­მო­მიგ­ზავ­ნეს ასე­ვე კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც, მე რა თქმა უნდა, არ გავ­ხსე­ნი. ეს ის კად­რე­ბი იყო, რომ­ლის გავ­რცე­ლე­ბაც და­ა­ნონსდა. მო­მი­ვი­და რამ­დე­ნი­მე გზავ­ნი­ლი, სა­დაც იყო შე­თა­ვა­ზე­ბა, ხომ არ გა­ინ­ტე­რე­სებთ ნა­ხოთ ეს კად­რე­ბი. ეს იყო გა­მოგ­ზავ­ნი­ლი გა­უ­გე­ბა­რი ინ­ტერ­ნეტ წყა­რო­დან", - გა­ნა­ცხა­და ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა. ექ­სპერ­ტის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რომ სურ­ვი­ლი ჰქონ­დეს, ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ძი­ებ­და.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი უკვე და­ი­ბა­რეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი მოწ­მის სა­ხით, მის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის და­ბა­რე­ბუ­ლი. მას უწყე­ბა­ში ამ წუ­თებ­ში ელო­დე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის სკანდალური განცხადება: "ფეისბუქზე კადრები გამომიგზავნეს, შეთავაზებით: ხომ არ გაინტერესებთ ნახოთ ეს"

პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის სკანდალური განცხადება: "ფეისბუქზე კადრები გამომიგზავნეს, შეთავაზებით: ხომ არ გაინტერესებთ ნახოთ ეს"

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩევლის, ექსპერტ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, სოციალურ ქსელში სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუგზავნეს. როგორც მაჭავარიანმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა, მას კადრები არ უნახავს, თუმცა ვიდეოებს ფოტოები ედო, რომელიც მეტყველებდა, რომ ფარული ჩანაწერი იყო.

იხილეთ ვიდეო

"ორი კვირის წინ მე მქონდა ინტერვიუ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, სადაც ვისაუბრე ძალიან მკაცრად, გავაკრიტიკე ხელისუფლება და ზუსტად ამის შემდეგ, სამ დღეში სოციალურ ქსელ facebook-ში ჩემი გვერდი დაბლოკეს, თუმცა იქამდე გამომიგზავნეს ასევე კადრები, რომლებიც, მე რა თქმა უნდა, არ გავხსენი. ეს ის კადრები იყო, რომლის გავრცელებაც დაანონსდა. მომივიდა რამდენიმე გზავნილი, სადაც იყო შეთავაზება, ხომ არ გაინტერესებთ ნახოთ ეს კადრები. ეს იყო გამოგზავნილი გაუგებარი ინტერნეტ წყაროდან", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა. ექსპერტის თქმით, ხელისუფლებას რომ სურვილი ჰქონდეს, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეს აუცილებლად გამოიძიებდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაჭავარიანი უკვე დაიბარეს პროკურატურაში. მთავარი პროკურატურის განცხადებით, მაჭავარიანი მოწმის სახით, მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით არის დაბარებული. მას უწყებაში ამ წუთებში ელოდებიან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."