მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტების ქონება - რომელია საქართველოს ყველაზე მდიდარი და ყველაზე "ღარიბი" პირველი პირი
პრეზიდენტების ქონება - რომელია საქართველოს ყველაზე მდიდარი და ყველაზე "ღარიბი" პირველი პირი

პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევს, მით უმე­ტეს, თუ საქ­მე ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის დაგ­რო­ვილ უძ­რავ თუ მოძ­რავ ქო­ნე­ბას ეხე­ბა. რამ­დე­ნად შეძ­ლე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი ყავ­და სა­ქარ­თვე­ლოს და არის თუ არა მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი ისე­თი­ვე მდი­და­რი, რო­გორც მი­სი­ვე სი­ტყვე­ბით, მისი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, ამის გარ­კვე­ვას AMBEBI.GE შე­ე­ცა­და:

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია

ცნო­ბი­ლია, რომ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ხელ­ფა­სი არ აუ­ღია, თუმ­ცა ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­ხელ­ზე საკ­მა­ოდ ღი­რე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ირი­ცხე­ბო­და. მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია კოლ­ხუ­რი კოშ­კი, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ გამ­სა­ხურ­დი­ე­ბის ოჯა­ხის­თვის, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უკვე დიდი ხა­ნია იქცა მნიშ­ვნე­ლო­ვან ფა­სე­უ­ლო­ბად - 2009 წლის 19 მარტს, ვე­რა­ზე, გა­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ორ­სა­უ­კუ­ნო­ვან სახ­ლს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით, "კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი" მი­ე­ნი­ჭა. კოშ­კი 4875 კვ.მ-ს მო­ი­ცავს, სა­დაც დღე­საც ცხოვ­რობს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ოჯა­ხი. შე­ნო­ბას რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ცოტა ხნის წინ ჩა­უ­ტარ­და.

ამას­თან, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ეკუთ­ვნო­და აფხა­ზეთ­ში, ბიჭ­ვინ­თის მახ­ლობ­ლად, სო­ფელ ლი­ძა­ვა­ში მდე­ბა­რე აგა­რა­კიც, სა­დაც დღე­საც დგას გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მიერ აშე­ნე­ბუ­ლი ვილა, რო­მელ­საც აფხა­ზუ­რად "აფ­სუა აბაა" (აფხა­ზუ­რი სახ­ლი) ერ­ქვა. პრე­ზი­დენ­ტის ოპო­ნენ­ტე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თვის ნა­ჩუ­ქარ­მა შე­ჯავ­შნულ­მა მერ­სე­დეს­მა. ცნო­ბი­ლია, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­თაც პრე­ზი­დენ­ტი გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, მეშ­ვი­დე კა­ტე­გო­რი­ის ჯავ­შან­მან­ქა­ნას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და. ის კი­დევ ერთ ავ­ტო­მო­ბილ­თან ერ­თად, მა­შინ­დელ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა კახი ასა­თი­ან­მა გერ­მა­ნი­ა­ში შე­ი­ძი­ნა, თი­თო­ე­ულ­ში კი 42 000 გერ­მა­ნუ­ლი მარ­კა გა­და­ი­ხა­და. ერთი პრე­ზი­დენ­ტის ეს­კორ­ტს გა­და­ე­ცა, მე­ო­რე - აჭა­რის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ას­ლან აბა­ში­ძეს. სამ­თავ­რო­ბო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ, ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო საბ­ჭოს მფლო­ბე­ლო­ბა­ში გა­და­ვი­და. ამ­ბო­ბენ, რომ მან­ქა­ნა დღე­საც სა­ხელ­მწი­ფო ეს­კორ­ტის სპე­ცი­ა­ლურ სად­გომ­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის­თვის სა­ფი­ნან­სო და ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის შევ­სე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო 1998 წლი­დან გახ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეც ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ავ­სებ­და აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენტს. 1998 წელს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, შე­ვარ­დნა­ძის სა­კუთ­რე­ბა­ში 150 ათა­სი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნივ­თე­ბი ირი­ცხე­ბო­და. პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და: "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" გახ­სნილ ორ ანა­ბარ­ში 261 331 ლარი და 195 023 დო­ლა­რი ირი­ცხე­ბო­და (ამ უკა­ნას­კნელ­ზე გან­მარ­ტე­ბი­სას მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ ალექ­სან­დრე ონა­სი­სის პრე­მია გახ­ლდათ). მე­ო­რე ანა­ბა­რი კი, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი ლე­დის ნა­ნუ­ლი შე­ვარ­დნა­ძის სა­ხელ­ზე იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად, "თბი­ლი­ტერ­ბან­კში" პრე­ზი­დენ­ტის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 61 358 აშშ დო­ლა­რი ირი­ცხე­ბო­და. ამის ფონ­ზე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 1997 წელს, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის წლი­ურ­მა ხელ­ფას­მა მხო­ლოდ 3 796 ლარი შე­ად­გი­ნა. ამ პე­რი­ოდ­ში პრე­ზი­დენ­ტი კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ცხოვ­რობ­და.

1999 წელს ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე თან­ხა არ ერი­ცხე­ბო­და, თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტის ოჯახს ქარ­თულ და უცხო­ურ ბან­კებ­ში გახ­სნილ­მა ანაბ­რებ­მა შე­მო­სა­ვა­ლიც მო­უ­ტა­ნა. კერ­ძოდ, 31 203 აშშ დო­ლა­რი და 3 000 გერ­მა­ნუ­ლი მარ­კა. 2000 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, პრე­ზი­დენტს 10 000 აშშ დო­ლა­რი ლექ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­დან და სტა­ტი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან მი­უ­ღია. 2001 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად ნა­წილ­დე­ბა: "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" სამ სხვა­დას­ხვა ან­გა­რიშ­ზე 9 491 დო­ლა­რი, 225 109 დო­ლა­რი და 3 327 დო­ლა­რი. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხი "დო­ი­ჩე ბან­კში" 731 800 გერ­მა­ნულ მარ­კას ინა­ხავ­და.

შე­სა­ბა­მი­სად, შე­ვარ­დნა­ძის ოჯახ­მა სა­ბან­კო ანაბ­რე­ბი­დან, 2000 წლის პე­რი­ოდ­ში, შე­მო­სავ­ლის სა­ხით მი­ი­ღო: 19 203 გერ­მა­ნუ­ლი მარ­კა, 1 180 აშშ დო­ლა­რი, 10 937 აშშ დო­ლა­რი და 1 055 აშშ დო­ლა­რი. 2001 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის წლი­უ­რი სა­ხელ­ფა­სო შე­მო­სა­ვა­ლი 4 800 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე ციფ­რე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა 2002 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­შიც. 2003 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით კი, სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი გაზ­რდი­ლია.

2003 წლის შემ­დეგ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის და სა­ფი­ნან­სო დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი აღარ შე­უვ­სია, თუმ­ცა, თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, რომ მან მე­ო­რე წიგ­ნიც გა­მოს­ცა და ის რამ­დე­ნი­მე ენა­ზეც ითარ­გმნა, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ არც ამ­ჯე­რად მი­ი­ღებ­და ური­გო შე­მო­სა­ვალს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ბიზ­ნეს­შიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის სიძე, რო­მე­ლიც დღემ­დე კომ­პა­ნია "მაგ­თის" მფლო­ბე­ლია, ფი­ჭუ­რი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის ბა­ზარ­ზე მო­ნო­პო­ლის­ტად ით­ვლე­ბო­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის სტა­ტუ­სით ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2012 წლის 16 მა­ისს შე­ავ­სო. დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­შია 154 კვ.მ-ის მქო­ნე ბინა თბი­ლის­ში, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­შია მი­წის ნაკ­ვე­თი ყვა­რელ­ში, რომ­ლის ფარ­თო­ბია 6800 კვ.მ. ასე­ვე ფლობს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ყვა­რელ­ში. მას­ვე ეკუთ­ვნის 500 კვ.მ. ნაკ­ვე­თი გუ­და­ურ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 42 328 ლარი ერი­ცხე­ბო­და. მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე კი 7 080 ევრო და 23 000 დო­ლა­რი.

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ლე­დის სან­დრა რუ­ლოვსს ანა­ბარ­ზე"თი-ბი-სი" ბან­კში, 21 000 დო­ლა­რი ინა­ხე­ბო­და, ჰო­ლან­დი­ურ ING Bank-ში კი 85 000 ევრო. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს societe general-ის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 39 000 ევრო ერი­ცხე­ბო­და. 2013 წელს ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ პრე­ზი­დენ­ტმა 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ყვა­რელ­ში რვა ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნა, რომ­ლებ­შიც ჯამ­ში 105 ათა­სი ლარი გა­და­ი­ხა­და.

მე­დი­ა­ში არა­ერ­თხელ თქმუ­ლა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ხებ. ანა­ლო­გი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად ავ­რცე­ლებ­დნენ. მათ შო­რის, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხი ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ებ­სა და სხვა­დას­ხვა სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ებ­ში არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ფლობ­და წი­ლებს.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი

წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა. 2015 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, პრე­ზი­დენ­ტი ფლობს ხუთ მი­წის ნაკ­ვეთს, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლსა და ბი­ნას. მის სა­კუთ­რე­ბა­შია 120 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა თბი­ლის­ში, იაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ასე­ვე მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი ქა­ლაქ დუ­შეთ­ში. კერ­ძოდ, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია 775.00 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი დუ­შეთ­ში, სა­ა­კა­ძის ქუ­ჩა­ზე და ამა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი, რო­მელ­თა ფარ­თო­ბი 946.00 კვ.მ., 541.00 კვ.მ., 1000.00 კვ.მ.-ია. ასე­ვე, მის სა­კუთ­რე­ბა­შია ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე 200.00 კვ.მ.-ის ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. 2015 წელს დეკ­ლა­რა­ცი­ას თბი­ლის­ში, ლერ­მონ­ტო­ვი-ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 70 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის მაკა ჩი­ჩუ­ას ბინა და­ე­მა­ტა.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის შე­მო­სავ­ლებს 2015 წელს, დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მან 82 800 ლარი აიღო. ხოლო მის მე­უღ­ლეს, მაკა ჩი­ჩუ­ას, ტვ 3-სგან (მხატ­ვა­რი) 30 000 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი აქვს აღე­ბუ­ლი.

2013 წელს "კვი­რის პა­ლიტ­რის" ინ­ტერ­ვი­უ­ში პრე­ზი­დენ­ტის ხელ­ფა­სის 9 000 ლა­რამ­დე გაზ­რდის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და: "ხელ­ზე ავი­ღებ 7.200 ლარს. მა­ნამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ამის ნა­ხე­ვა­რი ჰქონ­და წინა პრე­ზი­დენტს. შე­მიძ­ლია მარ­ტი­ვად ავ­ხსნა, რამ გა­მო­იწ­ვია ჩემ­თვის ხელ­ფა­სის გაზ­რდის სა­ჭი­რო­ე­ბა და და­სა­მა­ლიც არა­ფე­რია. 4 ათა­სი ლარი არ იყო ის თან­ხა, რი­თაც რე­ა­ლუ­რად ცხოვ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც კი შე­ვუ­დე­ქი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას, გა­დავ­წყვი­ტე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ტყუ­ე­ბა და პრე­ზი­დენ­ტის ხარ­ჯე­ბის სხვა უწყე­ბებ­ზე გა­წე­რა უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. პირ­და­პირ ვთქვი, რომ როცა გაქვს ასე­თი სტა­ტუ­სი, შე­სა­ბა­მი­სად, გაქვს ხარ­ჯე­ბი, რის­თვი­საც 3-4 ათა­სი ლარი არ არის საკ­მა­რი­სი. არა იმი­ტომ, რომ მე არ შე­მიძ­ლია ამ თან­ხით ვი­ცხოვ­რო, თუმ­ცა ჩემი ხელ­ფა­სი პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე მე­ტიც ყო­ფი­ლა, არა­მედ იმი­ტომ, რომ ამ სტა­ტუ­სით ვერ შეძ­ლებ ამ თან­ხით ცხოვ­რე­ბას. ან უნდა მო­ი­ტყუო..." - აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრე­ზი­დენ­ტი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ავ­ტო­მო­ბილს არ ფლო­ბენ. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2007 წელს მი­უნ­ხე­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა Großhadern-ში გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე ჩა­ი­რი­ცხა 20 000 ევრო და აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან დარ­ჩე­ნი­ლია 7 500 ევრო. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის შე­მო­სავ­ლებს, 2015 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მან 82 800 ლარი აიღო. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტი (GIPA), სა­ი­და­ნაც ყო­ველ­წლი­უ­რად ლექ­ტო­რო­ბის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 57 000 ლა­რის შე­მო­სა­ვალს იღებ­და.

რუსა შე­ლია

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

პრეზიდენტების ქონება - რომელია საქართველოს ყველაზე მდიდარი და ყველაზე "ღარიბი" პირველი პირი

პრეზიდენტების ქონება - რომელია საქართველოს ყველაზე მდიდარი და ყველაზე "ღარიბი" პირველი პირი

პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, მით უმეტეს, თუ საქმე ქვეყნის პირველი პირების დაგროვილ უძრავ თუ მოძრავ ქონებას ეხება. რამდენად შეძლებული პრეზიდენტები ყავდა საქართველოს და არის თუ არა მოქმედი პრეზიდენტი ისეთივე მდიდარი, როგორც მისივე სიტყვებით, მისი სექსუალური ცხოვრება, ამის გარკვევას AMBEBI.GE შეეცადა:

ზვიად გამსახურდია

ცნობილია, რომ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში ხელფასი არ აუღია, თუმცა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სახელზე საკმაოდ ღირებული უძრავი ქონება ირიცხებოდა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია კოლხური კოშკი, რომელიც არა მხოლოდ გამსახურდიების ოჯახისთვის, მთელი საქართველოსთვის უკვე დიდი ხანია იქცა მნიშვნელოვან ფასეულობად - 2009 წლის 19 მარტს, ვერაზე, გალის ქუჩაზე მდებარე ორსაუკუნოვან სახლს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი" მიენიჭა. კოშკი 4875 კვ.მ-ს მოიცავს, სადაც დღესაც ცხოვრობს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახი. შენობას რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა.

ამასთან, ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა აფხაზეთში, ბიჭვინთის მახლობლად, სოფელ ლიძავაში მდებარე აგარაკიც, სადაც დღესაც დგას გასული საუკუნის 60-იან წლებში კონსტანტინე გამსახურდიას მიერ აშენებული ვილა, რომელსაც აფხაზურად "აფსუა აბაა" (აფხაზური სახლი) ერქვა. პრეზიდენტის ოპონენტების განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია ზვიად გამსახურდიასთვის ნაჩუქარმა შეჯავშნულმა მერსედესმა. ცნობილია, რომ ავტომობილი, რომლითაც პრეზიდენტი გადაადგილდებოდა, მეშვიდე კატეგორიის ჯავშანმანქანას მიეკუთვნებოდა. ის კიდევ ერთ ავტომობილთან ერთად, მაშინდელმა ოფიციალურმა პირმა კახი ასათიანმა გერმანიაში შეიძინა, თითოეულში კი 42 000 გერმანული მარკა გადაიხადა. ერთი პრეზიდენტის ესკორტს გადაეცა, მეორე - აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძეს. სამთავრობო გადატრიალების შემდეგ, ავტომობილი საქართველოს სამხედრო საბჭოს მფლობელობაში გადავიდა. ამბობენ, რომ მანქანა დღესაც სახელმწიფო ესკორტის სპეციალურ სადგომზე იმყოფება.

ედუარდ შევარდნაძე

საქართველოში სახელმწიფო ჩინოვნიკებისთვის საფინანსო და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შევსება სავალდებულო 1998 წლიდან გახდა. ბუნებრივია, მოქმედი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც ერთ-ერთი პირველი ავსებდა აღნიშნულ დოკუმენტს. 1998 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შევარდნაძის საკუთრებაში 150 ათასი ლარის ღირებულების ნივთები ირიცხებოდა. პრეზიდენტის ოჯახის საბანკო ანგარიშები კი ასე გამოიყურებოდა: "საქართველოს ბანკში" გახსნილ ორ ანაბარში 261 331 ლარი და 195 023 დოლარი ირიცხებოდა (ამ უკანასკნელზე განმარტებისას მითითებული იყო, რომ ალექსანდრე ონასისის პრემია გახლდათ). მეორე ანაბარი კი, ქვეყნის პირველი ლედის ნანული შევარდნაძის სახელზე იყო გაფორმებული. პარალელურად, "თბილიტერბანკში" პრეზიდენტის მიმდინარე ანგარიშზე 61 358 აშშ დოლარი ირიცხებოდა. ამის ფონზე აღსანიშნავია, რომ 1997 წელს, ედუარდ შევარდნაძის წლიურმა ხელფასმა მხოლოდ 3 796 ლარი შეადგინა. ამ პერიოდში პრეზიდენტი კრწანისის რეზიდენციაში ცხოვრობდა.

1999 წელს ედუარდ შევარდნაძეს მიმდინარე ანგარიშზე თანხა არ ერიცხებოდა, თუმცა პრეზიდენტის ოჯახს ქართულ და უცხოურ ბანკებში გახსნილმა ანაბრებმა შემოსავალიც მოუტანა. კერძოდ, 31 203 აშშ დოლარი და 3 000 გერმანული მარკა. 2000 წლის დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტს 10 000 აშშ დოლარი ლექციების ჩატარებიდან და სტატიების გამოქვეყნებიდან მიუღია. 2001 წელს საქართველოს პრეზიდენტის საბანკო ანგარიშები შემდეგნაირად ნაწილდება: "საქართველოს ბანკის" სამ სხვადასხვა ანგარიშზე 9 491 დოლარი, 225 109 დოლარი და 3 327 დოლარი. ამავე პერიოდში, პრეზიდენტის ოჯახი "დოიჩე ბანკში" 731 800 გერმანულ მარკას ინახავდა.

შესაბამისად, შევარდნაძის ოჯახმა საბანკო ანაბრებიდან, 2000 წლის პერიოდში, შემოსავლის სახით მიიღო: 19 203 გერმანული მარკა, 1 180 აშშ დოლარი, 10 937 აშშ დოლარი და 1 055 აშშ დოლარი. 2001 წელს საქართველოს პრეზიდენტის წლიური სახელფასო შემოსავალი 4 800 ლარამდე გაიზარდა. დაახლოებით იგივე ციფრები ფიქსირდება 2002 წლის დეკლარაციაშიც. 2003 წლის მონაცემებით კი, საბანკო ანგარიშებიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია.

2003 წლის შემდეგ ედუარდ შევარდნაძეს ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციები აღარ შეუვსია, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მან მეორე წიგნიც გამოსცა და ის რამდენიმე ენაზეც ითარგმნა, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც ამჯერად მიიღებდა ურიგო შემოსავალს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრები ბიზნესშიც განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ. ედუარდ შევარდნაძის სიძე, რომელიც დღემდე კომპანია "მაგთის" მფლობელია, ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მონოპოლისტად ითვლებოდა.

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მაღალჩინოსნის სტატუსით ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2012 წლის 16 მაისს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის საკუთრებაშია 154 კვ.მ-ის მქონე ბინა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე. მიხეილ სააკაშვილის მფლობელობაშია მიწის ნაკვეთი ყვარელში, რომლის ფართობია 6800 კვ.მ. ასევე ფლობს საცხოვრებელ სახლს ყვარელში. მასვე ეკუთვნის 500 კვ.მ. ნაკვეთი გუდაურში. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების დროს "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 42 328 ლარი ერიცხებოდა. მიმდინარე ანგარიშზე კი 7 080 ევრო და 23 000 დოლარი.

საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსს ანაბარზე"თი-ბი-სი" ბანკში, 21 000 დოლარი ინახებოდა, ჰოლანდიურ ING Bank-ში კი 85 000 ევრო. მიხეილ სააკაშვილს societe general-ის მიმდინარე ანგარიშზე 39 000 ევრო ერიცხებოდა. 2013 წელს ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტმა 2012 წლის ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ ყვარელში რვა ნაკვეთი შეიძინა, რომლებშიც ჯამში 105 ათასი ლარი გადაიხადა.

მედიაში არაერთხელ თქმულა მიხეილ სააკაშვილის ბიზნესინტერესების შესახებ. ანალოგიურ ინფორმაციას ოპოზიციის წარმომადგენლებიც აქტიურად ავრცელებდნენ. მათ შორის, გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ნავთობკომპანიებსა და სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებში არაოფიციალურად ფლობდა წილებს.

გიორგი მარგველაშვილი

წინამორბედებისგან განსხვავებით, მოკრძალებულად გამოიყურება მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ქონება. 2015 წლის დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტი ფლობს ხუთ მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ სახლსა და ბინას. მის საკუთრებაშია 120 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, იაშვილის ქუჩაზე, ასევე მიწის ნაკვეთები ქალაქ დუშეთში. კერძოდ, გიორგი მარგველაშვილის საკუთრებაშია 775.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი დუშეთში, სააკაძის ქუჩაზე და ამავე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი 946.00 კვ.მ., 541.00 კვ.მ., 1000.00 კვ.მ.-ია. ასევე, მის საკუთრებაშია ამავე მისამართზე მდებარე 200.00 კვ.მ.-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი. 2015 წელს დეკლარაციას თბილისში, ლერმონტოვი-ჯაფარიძის ქუჩაზე მდებარე 70 კვ.მ-ის ფართობის მაკა ჩიჩუას ბინა დაემატა.

რაც შეეხება პრეზიდენტის შემოსავლებს 2015 წელს, დეკლარაციის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში მან 82 800 ლარი აიღო. ხოლო მის მეუღლეს, მაკა ჩიჩუას, ტვ 3-სგან (მხატვარი) 30 000 ლარის შემოსავალი აქვს აღებული.

2013 წელს "კვირის პალიტრის" ინტერვიუში პრეზიდენტის ხელფასის 9 000 ლარამდე გაზრდის კომენტირებისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: "ხელზე ავიღებ 7.200 ლარს. მანამდე დაახლოებით ამის ნახევარი ჰქონდა წინა პრეზიდენტს. შემიძლია მარტივად ავხსნა, რამ გამოიწვია ჩემთვის ხელფასის გაზრდის საჭიროება და დასამალიც არაფერია. 4 ათასი ლარი არ იყო ის თანხა, რითაც რეალურად ცხოვრობდა საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, როგორც კი შევუდექი მოვალეობის შესრულებას, გადავწყვიტე, რომ საზოგადოების მოტყუება და პრეზიდენტის ხარჯების სხვა უწყებებზე გაწერა უნდა დასრულებულიყო. პირდაპირ ვთქვი, რომ როცა გაქვს ასეთი სტატუსი, შესაბამისად, გაქვს ხარჯები, რისთვისაც 3-4 ათასი ლარი არ არის საკმარისი. არა იმიტომ, რომ მე არ შემიძლია ამ თანხით ვიცხოვრო, თუმცა ჩემი ხელფასი პოლიტიკაში მოსვლამდე მეტიც ყოფილა, არამედ იმიტომ, რომ ამ სტატუსით ვერ შეძლებ ამ თანხით ცხოვრებას. ან უნდა მოიტყუო..." - აღნიშნა მარგველაშვილმა ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი და მისი ოჯახის წევრები ავტომობილს არ ფლობენ. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2007 წელს მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკა Großhadern-ში გიორგი მარგველაშვილის სახელზე ჩაირიცხა 20 000 ევრო და აღნიშნულიდან დარჩენილია 7 500 ევრო. რაც შეეხება პრეზიდენტის შემოსავლებს, 2015 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში მან 82 800 ლარი აიღო. მარგველაშვილის დაფუძნებულია საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), საიდანაც ყოველწლიურად ლექტორობისთვის დაახლოებით 57 000 ლარის შემოსავალს იღებდა.

რუსა შელია

AMBEBI.GE

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ" - ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ ხაზარაძეს, ჩხარტიშვილსა და ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა

"ბავშვები არ შიმშილობენ... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა" - "ოცნების" დეპუტატი

რას ეძებს საქართველოში "ფრონტერა" 1997 წლიდან? - ბევრისთვის უცნობი ფაქტები, კონგრესმენების წერილებში მოხსენიებულ კომპანიაზე