პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრიგორი კარასინი პუტინ-მარგველაშვილის შეხვედრასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე
გრიგორი კარასინი პუტინ-მარგველაშვილის შეხვედრასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ორი სა­ხელ­მწი­ფოს პრე­ზი­დენ­ტე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე იყოს სა­უ­ბა­რი იმ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, ყვე­ლა მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ ცოდ­ვა­ში რუ­სეთს ადა­ნა­შა­უ­ლებს, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გრი­გო­რი კა­რა­სინ­მა პრა­ღა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელ ზუ­რაბ აბა­ში­ძეს­თან შეხ­ვედ­რამ­დე ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, დღეს არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში ამ სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"მე აღარ გა­ვი­მე­ო­რებ სუ­ლე­ლურ გან­ცხა­დე­ბებს, მაგ­რამ არ მეს­მის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ორი სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ. ეს უბ­რა­ლოდ სა­სა­ცი­ლოა.

ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი უნდა მომ­ზად­დეს. ისი­ნი ვერ შედ­გე­ბა ქარ­თუ­ლი მხრი­დან არ­სე­ბუ­ლი მტრუ­ლი და ხაზ­გას­მუ­ლი მი­უ­ღებ­ლო­ბის ვი­თა­რე­ბა­ში. ამი­ტომ და­ვაკ­ვირ­დე­ბით და მოვ­ლე­ნე­ბის ანა­ლიზს გა­ვაგ­რძე­ლებთ", - გა­ნა­ცხა­და კა­რა­სინ­მა.

კა­რა­სი­ნის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თან ამ ეტაპ­ზე სა­ვი­ზო რე­ჟიმს ვერ გა­ა­უქ­მებს.

"სა­ქარ­თვე­ლომ რომ გა­ა­უქ­მა სა­ვი­ზო რე­ჟი­მი რუ­სეთ­თან, ეს მისი სუ­ვე­რე­ნუ­ლი უფ­ლე­ბაა. ჩვენ ამას ვერ გა­ვა­კე­თებთ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის, მათ შო­რის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის გა­მოც. რო­გორც იცით, ბოლო დროს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მკვეთ­რად გა­ა­ფარ­თო­ვა იმ ადა­მი­ან­თა წრე, ვი­საც შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­პა­ტი­ჟონ რუ­სეთ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­წლი­უ­რად ჩვენ უკვე გავ­ცემთ 25 ათას ვი­ზას და მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო მეტს გავ­ცემთ", - გა­ნა­ცხა­და კა­რა­სინ­მა.

გრი­გო­რი კა­რა­სი­ნის გან­ცხა­დე­ბის თარ­გმანს ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

გრიგორი კარასინი პუტინ-მარგველაშვილის შეხვედრასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

გრიგორი კარასინი პუტინ-მარგველაშვილის შეხვედრასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

როგორ შეიძლება ორი სახელმწიფოს პრეზიდენტების შეხვედრაზე იყოს საუბარი იმ ვითარებაში, როდესაც თითქმის ყველა ქართველი პოლიტიკოსი, ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში რუსეთს ადანაშაულებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს არსებულ ვითარებაში ამ საკითხზე საუბარი შეუძლებელია.

"მე აღარ გავიმეორებ სულელურ განცხადებებს, მაგრამ არ მესმის, როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრაზე ვილაპარაკოთ. ეს უბრალოდ სასაცილოა.

ასეთი შეხვედრები უნდა მომზადდეს. ისინი ვერ შედგება ქართული მხრიდან არსებული მტრული და ხაზგასმული მიუღებლობის ვითარებაში. ამიტომ დავაკვირდებით და მოვლენების ანალიზს გავაგრძელებთ", - განაცხადა კარასინმა.

კარასინის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან ამ ეტაპზე სავიზო რეჟიმს ვერ გააუქმებს.

"საქართველომ რომ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან, ეს მისი სუვერენული უფლებაა. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის უსაფრთხოების საკითხების გამოც. როგორც იცით, ბოლო დროს რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და მკვეთრად გააფართოვა იმ ადამიანთა წრე, ვისაც შეუძლია საქართველოს მოქალაქეები დაპატიჟონ რუსეთში. შესაბამისად, ყოველწლიურად ჩვენ უკვე გავცემთ 25 ათას ვიზას და მომავალში კიდევ უფრო მეტს გავცემთ", - განაცხადა კარასინმა.

გრიგორი კარასინის განცხადების თარგმანს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."