პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1 მილიონი ენერგეტიკის სამინისტროს ცნობილი კრიმინალი "კალატოზასგან" - გივი თარგამაძე სკანდალურ ფაქტს ასაჯაროვებს
1 მილიონი ენერგეტიკის სამინისტროს ცნობილი კრიმინალი "კალატოზასგან" - გივი თარგამაძე სკანდალურ ფაქტს ასაჯაროვებს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის გივი თარ­გა­მა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი რუ­სუ­ლი ბან­კის ფი­ლი­ა­ლი­დან ცნო­ბილ­მა კრი­მი­ნალ­მა და­ვით ქარ­სე­ლა­ძემ, მეტ­სა­ხე­ლად "კა­ლა­ტო­ზამ" ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს 1 100 000 დო­ლა­რი გად­მო­უ­რი­ცხა. ამის შე­სა­ხებ გივი თარ­გა­მა­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

გივი თარ­გა­მა­ძემ წარ­მო­ად­გი­ნა გა­და­რი­ცხვის დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ერთ-ერთი რუ­სუ­ლი ბან­კის ფი­ლი­ა­ლი­დან ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს­თვის გად­მო­რი­ცხუ­ლია 1 100 000 დო­ლა­რი, მი­ზან­ში მი­თი­თე­ბუ­ლია მშე­ნებ­ლო­ბა, ხოლო ფულს რი­ცხავს ვინ­მე და­ვით ქარ­სე­ლა­ძე. თარ­გა­მა­ძის თქმით, ამ შე­თან­ხმე­ბის გა­რან­ტო­რად დო­კუ­მენ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლია ვიცე პრე­მი­ე­რის კახა კა­ლა­ძის პი­რა­დი ბან­კი "კალა კა­პი­ტა­ლი".

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით ქარ­სე­ლა­ძეს, რო­გორც გივი თარ­გა­მა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ის არის ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლი მეტ­სა­ხე­ლად "კა­ლა­ტო­ზა", რო­მე­ლიც შე­ვარ­დნა­ძის დროს ფლობ­და და არე­კე­ტებ­და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებს, რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე უმე­ტეს რა­ი­ო­ნებ­ში. "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ძებ­ნი­ლის სტა­ტუ­სით იმ­ყო­ფე­ბო­და, მშვი­დად და­ა­ბი­ჯებ­და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, სა­დაც ერთ-ერთ ბანკს არე­კე­ტებ­და. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ მისი "მოღ­ვა­წე­ო­ბა" აღიკ­ვე­თა, მან სას­ჯე­ლი მო­ი­ხა­და და შემ­დეგ გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად რუ­სეთ­ში", - გა­ნა­ცხა­და თარ­გა­მა­ძემ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა კახა კა­ლა­ძეს რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვით მი­მარ­თა. მათ შო­რის კი­თხვე­ბი ეხე­ბო­და იმას, თუ რა მშე­ნებ­ლო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, რა შე­თან­ხმე­ბაა კრი­მი­ნალ­თან, ასე­ვე რა წარ­მო­მავ­ლო­ბი­საა ფული, რამ­დე­ნად იღებს აქე­დან სარ­გე­ბელს "კა­ლა­ტო­ზა" და ა.შ. გივი თარ­გა­მა­ძემ იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ კახა კა­ლა­ძე აღ­ნიშ­ნულ შე­კი­თხვებს ხვალ პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თულ სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნა­ზე პა­სუხს გას­ცემს.

იხი­ლეთ ვი­დეო თარ­გა­მა­ძის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან

1 მილიონი ენერგეტიკის სამინისტროს ცნობილი კრიმინალი "კალატოზასგან" - გივი თარგამაძე სკანდალურ ფაქტს ასაჯაროვებს

1 მილიონი ენერგეტიკის სამინისტროს ცნობილი კრიმინალი "კალატოზასგან" - გივი თარგამაძე სკანდალურ ფაქტს ასაჯაროვებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი რუსული ბანკის ფილიალიდან ცნობილმა კრიმინალმა დავით ქარსელაძემ, მეტსახელად "კალატოზამ" ენერგეტიკის სამინისტროს 1 100 000 დოლარი გადმოურიცხა. ამის შესახებ გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გივი თარგამაძემ წარმოადგინა გადარიცხვის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ერთ-ერთი რუსული ბანკის ფილიალიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადმორიცხულია 1 100 000 დოლარი, მიზანში მითითებულია მშენებლობა, ხოლო ფულს რიცხავს ვინმე დავით ქარსელაძე. თარგამაძის თქმით, ამ შეთანხმების გარანტორად დოკუმენტში მითითებულია ვიცე პრემიერის კახა კალაძის პირადი ბანკი "კალა კაპიტალი".

რაც შეეხება დავით ქარსელაძეს, როგორც გივი თარგამაძემ აღნიშნა, ის არის ცნობილი კრიმინალი მეტსახელად "კალატოზა", რომელიც შევარდნაძის დროს ფლობდა და არეკეტებდა სამარშრუტო ტაქსებს, როგორც თბილისში, ასევე უმეტეს რაიონებში. "მიუხედავად იმისა, რომ ის ძებნილის სტატუსით იმყოფებოდა, მშვიდად დააბიჯებდა რუსთაველის გამზირზე, სადაც ერთ-ერთ ბანკს არეკეტებდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მისი "მოღვაწეობა" აღიკვეთა, მან სასჯელი მოიხადა და შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად რუსეთში", - განაცხადა თარგამაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძეს რამდენიმე შეკითხვით მიმართა. მათ შორის კითხვები ეხებოდა იმას, თუ რა მშენებლობაზეა ლაპარაკი, რა შეთანხმებაა კრიმინალთან, ასევე რა წარმომავლობისაა ფული, რამდენად იღებს აქედან სარგებელს "კალატოზა" და ა.შ. გივი თარგამაძემ იმედი გამოთქვა, რომ კახა კალაძე აღნიშნულ შეკითხვებს ხვალ პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე პასუხს გასცემს.

იხილეთ ვიდეო თარგამაძის პრესკონფერენციიდან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."