"თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფო დატოვა. როგორც საავადმყოფოდან გამოსულმა პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გამოჯანმრთელების მხრივ პროგრესია.
შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა შეხება ოდესმე თავდამსხმელთან ლევან მექვაბიშვილთან, პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ეს სახელი და გვარი მას არაფერს ეუბნება: "მე გამქონდა ასოცირების ხელშეკრულება, მაგ პიროვნებას ლომბარდები. ჩვენ არავითარი პიროვნული გადაკვეთები არ გვქონია, ასე რომ ეს თითიდან გამოწოვილი სპეკულაციებია" - განუცხადა "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, მოტივზე ვერ ისაუბრებს იქამდე, სანამ გამოძიება დასკვნას არ დადებს: "წავიკითხე ცალკეული პოლიტიკოსების საბრალდებო დასკვნები. ვერ მივბაძავ მათ "მჭერმეტყველებაში", უნდა მივცეთ შესაძლებლობა გამოძიებას გამოიძიოს მოტივი. საქმე არ იქნება გახსნილი მანამ, სანამ არ იქნება გამოძიებული დამკვეთი, არ იქნება დაკავებული მეორე შემსრულებელი და დამკვეთი. უნდა მოხდეს მათი სამაგალითო დასჯა. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. არა ჩემთვის, ბუკა პეტრიაშვილისთვის, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებისთვის" - განაცხადა საუბრისას პეტრიაშვილმა.
ასევე იხილეთ| "მახსოვს ყველა დეტალი" - ალექსი პეტრიაშვილი მასზე უსასტიკესი თავდასხმის შესახებ ჰყვება