პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს
გიორგი კვირიკაშვილი "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც პრე­მი­ე­რი აღ­ნიშ­ნავს, კო­ა­ლი­ცი­ა­ში პო­ლი­ტი­კურ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მა მი­ი­ღო. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "პო­ლი­ტი­კურ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ კო­ა­ლი­ცი­ა­ში სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მა მი­ი­ღო. არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ აქვს, ვინ და რის გამო და­ი­წყო და­პი­რის­პი­რე­ბა. ეს არ უნდა ვა­კად­როთ, პირ­ველ რიგ­ში, იმ ხალ­ხს, ვინც 2012 წელს მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რა, ქვეყ­ნის მარ­თვა გვან­დო და რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­ად­გე­ნენ. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მი­უდ­გნენ სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­სა და გან­ცხა­დე­ბებს, იფიქ­რონ და და­სა­ხონ ხალ­ხის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ვა­კე­თე პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რე­ბის მხრი­დან თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მი­სა­მარ­თით ამ ტი­პის სა­ჯა­რო ბრალ­დე­ბე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია და დღე­საც ამ აზ­რზე ვრჩე­ბი. თუმ­ცა, ამა­ვე დროს, მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი პირ­ველ რიგ­ში მთავ­რო­ბის წევ­რია, იგი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრია და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ არის სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი. სწო­რედ მისი სტა­ტუ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, მი­უ­ღე­ბე­ლია მისი მხრი­დან მსგავს და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ჩარ­თვა. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ, იმი­სათ­ვის, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნას ჩვე­ნი ჯა­რის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა. და­უშ­ვე­ბე­ლია, რომ ჩვენ­თვის სა­ა­მა­ყო ჯა­რის­კა­ცე­ბი და ოფიც­რე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში აღ­მოჩ­ნდნენ ჩარ­თუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის­თვის უცხო და მი­უ­ღე­ბე­ლია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წი­ა­ღი­დან წა­მო­სუ­ლი სტა­ლი­ნის­ტუ­რი სენ­ტენ­ცი­ე­ბი, რა­დი­კა­ლიზ­მი და მარ­გი­ნა­ლუ­რი ფსევ­დოტ­რა­დი­ცი­ე­ბი. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ის პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლაა, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ თვითმყო­ფა­დო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მო­მა­ვალს უზ­რუნ­ველ­ყოფს. სწო­რედ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მო­ი­ტა­ნა უდი­დე­სი ცვლი­ლე­ბე­ბი 2012 წელს, უფსკრუ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი ქვე­ყა­ნა და­აბ­რუ­ნა ის­ტო­რი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე.

დღეს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცე­სი, რაც არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გუ­ლის­ხმობს რო­მე­ლი­მე, თუნ­დაც ერთი ადა­მი­ა­ნის ღვაწ­ლის და­ვი­წყე­ბას.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ისე­თი ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეროვ­ნულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, პროგ­რეს­ზე და ამ გზით სა­ქარ­თვე­ლო არა მხო­ლოდ მე­ქა­ნი­კუ­რად შე­უ­ერ­თდე­ბა ევ­რო­პას, არა­მედ, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით გა­ამ­დიდ­რებს ევ­რო­პულ ოჯახს და მისი სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი გახ­დე­ბა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მზად არის, ითა­ნამ­შრომ­ლოს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან, ვინც ამ პრო­ცესს ფეხს აუ­წყობს, ვის­თვი­საც ამ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვა სის­ხლხორ­ცე­უ­ლი გახ­დე­ბა, ვინც შეძ­ლებს, დაძ­ლი­ოს ვიწ­რო­პარ­ტი­უ­ლი და ჯგუ­ფუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და გა­ერ­თი­ან­დეს მთა­ვა­რი მიზ­ნის – ჩვე­ნი ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის გარ­შე­მო.

კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ ჩვენს პო­ლი­ტი­კურ პარტნი­ო­რებს, ნე­ბის­მი­ე­რი სა­და­ვო სა­კი­თხი მხო­ლოდ კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით გა­ნი­ხი­ლონ; წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მე, რო­გორც ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რი, აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მთავ­რო­ბის სტა­ბი­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ჯან­საღ ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­ვას.

იხი­ლეთ ვი­დეო

გიორგი კვირიკაშვილი "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

გიორგი კვირიკაშვილი "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, კოალიციაში პოლიტიკურმა დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. "ინტერპრესნიუსი" მთავრობის მეთაურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ და რის გამო დაიწყო დაპირისპირება. ეს არ უნდა ვაკადროთ, პირველ რიგში, იმ ხალხს, ვინც 2012 წელს მხარი დაგვიჭირა, ქვეყნის მართვა გვანდო და რომლებიც საქართველოს უმრავლესობას შეადგენენ. ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს, რომ პოლიტიკოსები მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკუთარ ქმედებებსა და განცხადებებს, იფიქრონ და დასახონ ხალხის პრობლემების მოგვარების გზები.

რამდენიმე დღის წინ გავაკეთე პოლიტიკური განცხადება იმის შესახებ, რომ კოალიციის წევრების მხრიდან თავდაცვის მინისტრის მისამართით ამ ტიპის საჯარო ბრალდებები მიუღებელია და დღესაც ამ აზრზე ვრჩები. თუმცა, ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ თინათინ ხიდაშელი პირველ რიგში მთავრობის წევრია, იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიუღებელია მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი ჯარის პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალური დისტანცირება. დაუშვებელია, რომ ჩვენთვის საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართული.

საქართველოს მომავლისთვის უცხო და მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული სტალინისტური სენტენციები, რადიკალიზმი და მარგინალური ფსევდოტრადიციები. "ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ეროვნულ თვითმყოფადობაზე დაფუძნებით, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს უზრუნველყოფს. სწორედ "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა უდიდესი ცვლილებები 2012 წელს, უფსკრულისკენ მიმავალი ქვეყანა დააბრუნა ისტორიული განვითარების გზაზე.

დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს განახლების პროცესი, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რომელიმე, თუნდაც ერთი ადამიანის ღვაწლის დავიწყებას.

"ქართული ოცნება" აუცილებლად იქნება ისეთი ძლიერი პოლიტიკური ერთობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ეროვნულ ღირებულებებზე, განვითარებაზე, პროგრესზე და ამ გზით საქართველო არა მხოლოდ მექანიკურად შეუერთდება ევროპას, არამედ, ქართული ტრადიციული და კულტურული ღირებულებებით გაამდიდრებს ევროპულ ოჯახს და მისი სრულფასოვანი წევრი გახდება.

"ქართული ოცნება" მზად არის, ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც ამ პროცესს ფეხს აუწყობს, ვისთვისაც ამგვარი პოლიტიკური ხედვა სისხლხორცეული გახდება, ვინც შეძლებს, დაძლიოს ვიწროპარტიული და ჯგუფური ინტერესები და გაერთიანდეს მთავარი მიზნის – ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარშემო.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."