foreignpolicy ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე წერს

foreignpolicy ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე წერს

ავტორიტეტული გამოცემა foreignpolicy "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე წერს.

"თავისუფალი დემოკრატების" პრესსამსახურის ინფორმაციით, სტატიაში ნათქვამია, რომ რთული არჩევნების წინ ოპოზიციურ ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმამ საქართველო შეძრა.

"ცნობილი ქართველი ოპოზიციური ლიდერის მიმართ, თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ სასაფლაოზე, შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. მოსალოდნელია, რომ ეს ფაქტი უფრო მეტ დაპირისპირებას გამოიწვევს, ისედაც პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში. მინიმუმ, ეს გააჩენს კითხვებს, რამდენად ქმედუნარიანია მთავრობა, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი მოახლოებული არჩევნების წინ.

ამ ეტაპისთვის ალექსი პეტრიაშვილზე თავდამსხმელების და დამკვეთის ვინაობა უცნობია, თუმცა, როგორც ჩანს, თავდამსხმელები პროფესიონალები არიან. თავდასხმის შესახებ ვრცელდება, რამდენიმე მოტივი. ძირითადი მინიშნება კეთდება არაპოლიტიკურ მოტივზე. ყველაზე მეტად საუბრობენ, რომ თავდასხმის შესაძლო მიზეზია კლანური გარჩევები, პირადი მოტივი და შესაძლო ბიზნეს ინტერესები. მიუხედავად ამ შესაძლო მოტივებისა, ალექსი პეტრიაშვილი გამორჩეული პოლიტიკური ფიგურაა საქართველოში და მისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის პოლიტიკურ ასპექტში განხილვა, საზოგადოებაში გარდაუვალია", - ნათქვამია სტატიაში.

აქვე მოყვანილია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას კომენტარი. "სანამ გამოძიება არ დასრულდება და თავდამსხმელები არ იქნებიან პასუხისგებაში მიცემულები, ქვეყნის უსაფრთხოება და რიგითი მოქალაქის დაცულობა საფრთხის ქვეშ დგას", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ და გააკრიტიკა მთავრობის პოლიტიკა საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. "ჩვენ უნდა მივიღოთ სასწრაფო ზომები საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. ძალოვან სამსახურებს სჭირდებათ მეტი რესურსი და გაძლიერება", - აღნიშნა ალასანიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."