ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიასა და პრემიერს შორის კომუნიკაცია შედგა

ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიასა და პრემიერს შორის კომუნიკაცია შედგა

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, მას ჰქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.

როგორც ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, მადლობას უხდის პრემიერს იმისთვის, რომ დაინტერესდა ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ყველას აღუთქვა მხარდაჭერა, თუკი საჭირო იქნება სამედიცნო რესურსები მოახმაროს მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

"მეორე, რაც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, არის ის, რომ პრაქტიკულად ძალიან დამაიმედებელი საუბარი შედგა ჩვენს შორის. მითხრა, რომ ინფორმაცია, რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, საფუძველს აძლევს თქვას, რომ ეს თავდასხმა ალექსი პეტრიაშვილზე, მკვლელობის მცდელობა არ დარჩება გაუხსნელი.

მე სიმართლეს გეტყვით, რადგან ცხელ კვალზე ვერ მოხერხდა საქმის გახსნა, ნელ-ნელა იმედი მეწურებოდა, რომ შედეგი დაიდებოდა გამოძიების მიერ. დღეს პრემიერთან საუბრის შემდეგ ეს იმედი ისევ გამიჩნდა და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ის ადამიანები, ვინც ეს ცინიკური, საშინელი, არაქრისტიანული და ამორალური დანაშაული ჩაიდინა, მალე აგებენ პასუხს", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობა დეტალებშია ინფორმირებული, მას ჰქონდა არაერთი შეხვერდა და ასევე მას დაუკავშირდა არაერთი საერთაშორისო დონის დიპლომატი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი.

"პოლიტიკოსზე რომ ასეთი თავდასხმა დაუსჯელი რჩება, ეს ვნებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. სხვათა შორის კვირიკაშვილმაც აღნიშნა, ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ "თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ, არამედ ეს იყო გამოწვევა მთელი ქვეყნის და მათ შორის მთავრობის მიმართაც.

ამ ეტაპზე "თავისუფალი დემოკრატები" ვთვლით, რომ გამოძიების მიმდინარეობა შეიძლება დასრულდეს შედეგით და ველოდებით ამ შედეგს. მეორეს მხრივ, ასევე შევთანხმდით, რომ შედგება ჩვენი წარმომადგენლების შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან", - განაცხადა ალასანიამ.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."