პაატა ბურჭულაძე - ყველა ცდილობს გადამიბიროს

პაატა ბურჭულაძე - ყველა ცდილობს გადამიბიროს

"საქართველოს განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე ფონდის პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბების შემთხვევაში, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების გამართავს გეგმავს.

როგორც პაატა ბურჭულაძემ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ფონდის შექმნის დროს მას კონსულტაცია არავისთან გაუვლია.

"რატომ უნდა გამემართა კონსულტაციები, როდესაც ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია. თუ რაიმე მოხდა და ჩამოვყალიბდით პოლიტიკურ ძალად, აუცილებლად ყველას შევხვდები", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის არჩევნების შემდეგ მხოლოდ ერთხელ შეხვდა. "ეს მოხდა ბადრი პატარკაციშვილის 60 წლის იუბილეზე, ბადრისთან სახლში. ყველას თვალწინ გადავკოცნეთ ერთმანეთი და მოვიკითხეთ, ეს იყო და ეს", - განაცხადა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, მას მეგობრული ურთიერთობა აქვს, როგორც ბიძინა ივანიშვილისთან ასევე ირაკლი ალასანიასთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან".

"ყველა ცდილობს გადამიბიროს. რა შეთავაზებაზე უნდა იყოს ლაპარაკი, როდესაც არ ვართ პოლიტიკური პარტია. არ არის აუცილებელი პოლიტიკოსი იყო და ისე ემსახურო შენს ქვეყანას, მაგრამ როცა ხედავ, რომ ქვეყანა არ ვითარდება სწორი გზით, მაშინ იძულებული ხარ, შეხვიდე პოლიტიკაში. ჩვენ ვცდილობთ ეს ამბავი როგორმე ავიცილოთ თავიდან. სხვათა შორის, ამ მთავრობის მინისტრებთანაც კარგი ურთიერთობები მაქვს, ზოგიერთთან ვმეგობრობ კიდეც, მაგრამ ჩემი პირადი ურთიერთობები და მეგობრები არაფერ შუაშია ქვეყნის განვითარებასთან. უმნიშვნელოვანეს საკითხად მიმაჩნია ის, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოახერხოს და პირად პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენოს", - განაცხადა ბურჭულაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."