სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბანკიდან გამოვიტანე სესხი და თანხა უკვე დავაბრუნე” – რას ამბობს პროკურორი, რომლის შვილის სწავლა მერიამ დააფინანსა
"ბანკიდან გამოვიტანე სესხი და თანხა უკვე დავაბრუნე” – რას ამბობს პროკურორი, რომლის შვილის სწავლა მერიამ დააფინანსა

ისან-სამ­გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა პრო­კუ­რორ­მა ლე­ო­ნიდ გერ­გე­და­ვამ თბი­ლი­სის მე­რი­ას, სწავ­ლის მიზ­ნით, მისი შვი­ლის პა­რიზ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი თან­ხა უკან და­უბ­რუ­ნა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე გერ­გე­და­ვამ გან­მარ­ტე­ბა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ მე­რი­ის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხის და­საბ­რუ­ნებ­ლად ბან­კი­დან სეს­ხი აიღო.

"მინ­და გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თო ჩემი და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ.

ჩემ­მა შვილ­მა თა­მარ გერ­გე­და­ვამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­დე­ბი "სორ­ბო­ნას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში" ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან ფა­კულ­ტეტ­ზე. რად­გან აღ­ნიშ­ნულ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლა არ ფი­ნანსდე­ბო­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ და დიდ ხარ­ჯებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ჩემი ოჯა­ხი კი ვერ შეწვდე­ბო­და სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დას, სას­წავ­ლებ­ლად ვერ წა­ვი­და. 2015 წლის ივ­ლის­ში თა­მარ­მა იმა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფრან­გუ­ლე­ნო­ვან ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა, რაც გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ ხარ­ჯებ­თან იყო და­კავ­შრე­ბუ­ლი ფრან­გუ­ლე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მის გამო.

ჩემი შვი­ლი პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია და ვიდ­რე "სორ­ბო­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან "პა­სუ­ხი მო­ვი­დო­და, მან სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით, ისე რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის არ უთ­ქვამს, ტეს­ტი­რე­ბა გა­ი­ა­რა თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში - 60 ქუ­ლი­დან 58 ქულა მი­ი­ღო და იუ­რი­დი­ულ სამ­სა­ხურ­ში სპე­ცი­ა­ლის­ტად და­ი­ნიშ­ნა. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მო­ვი­და უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან და დღის წეს­რიგ­ში მისი საფ­რან­გეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა დად­გა. ჩემ­მა ოჯახ­მა გარ­კვე­უ­ლი თან­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნა, ხოლო ნა­წი­ლის მო­ძი­ე­ბა­ში კი მის­მა სამ­სა­ხურ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თა­მარ­მა მე და დე­და­მისს გვი­თხრა, რომ სამ­სა­ხუ­რი უფი­ნან­სებ­და საფ­რან­გეთ­ში გამ­გზავ­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხის ნა­წილს. მე ჩავ­თვა­ლე, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ას ჰქონ­და გარ­კვე­უ­ლი სა­ხის პროგ­რა­მა ან ფონ­დი, რო­მე­ლიც თა­ნამ­შრომ­ლებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. ამის გამო არ და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ თბი­ლი­სის მე­რია რა ფორ­მით და რა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით მო­ახ­დენ­და სა­კუ­თა­რი თა­ნამ­შრომ­ლის და­ფი­ნან­სე­ბას. რა თქმა უნდა, რომ მცოდ­ნო­და ჩემი შვი­ლის და­ფი­ნან­სე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სით მოხ­დე­ბო­და, ამას ნამ­დვი­ლად არ და­ვუშ­ვებ­დი, რად­გან მეც და ყვე­ლა ვინც მე მიც­ნობს ზუს­ტად ვი­ცით რას ნიშ­ნავს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და მათი ტკი­ვი­ლი. არა­ერ­თხელ მქო­ნია მათ­თან შე­ხე­ბა და პი­რა­დად სა­კუ­თარ თავ­ზეც გა­მო­მიც­დია, თუ რას ნიშ­ნავს გა­ჭირ­ვე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე მდგა­რი ადა­მი­ა­ნი. და­მი­ჯე­რეთ, არას­დროს და­ვუშ­ვებ­დი ასეთ რა­მეს. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რი თე­მაა. არ დავ­მა­ლავ და ვი­ტყვი, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ფი­ლა უმ­ძი­მე­სი წუ­თე­ბი, ვყო­ფილ­ვარ რთულ და გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, თუმ­ცა დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად არას­დროს არ­ცერ­თი უწყე­ბის­თვის არ მი­მი­მარ­თავს - მე­გობ­რე­ბის გარ­და არა­ვინ შე­მი­წუ­ხე­ბია. მას შემ­დეგ, რაც ჩემ­თვის ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჩემი შვი­ლი და­ფი­ნანსდა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სით და ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტუ­სი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ბან­კი­დან გა­მო­ვი­ტა­ნე სეს­ხი და აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში უკვე და­ვაბ­რუ­ნე", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში 5 400 ლა­რის გა­და­რი­ცხვის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ ქვი­თარს აქ­ვეყ­ნებს.

თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გერ­გე­და­ვას შვი­ლის სწავ­ლის მიზ­ნით პა­რიზ­ში ცხოვ­რე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად 5 400 ლა­რის გა­მო­ყო­ფის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ბანკიდან გამოვიტანე სესხი და თანხა უკვე დავაბრუნე” – რას ამბობს პროკურორი, რომლის შვილის სწავლა მერიამ დააფინანსა

"ბანკიდან გამოვიტანე სესხი და თანხა უკვე დავაბრუნე” – რას ამბობს პროკურორი, რომლის შვილის სწავლა მერიამ დააფინანსა

ისან-სამგორის რაიონულმა პროკურორმა ლეონიდ გერგედავამ თბილისის მერიას, სწავლის მიზნით, მისი შვილის პარიზში საცხოვრებელი ხარჯების დაფინანსებისთვის გამოყოფი თანხა უკან დაუბრუნა.

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გერგედავამ განმარტება "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გააკეთა და აღნიშნა, რომ მერიის მიერ გამოყოფილი თანხის დასაბრუნებლად ბანკიდან სესხი აიღო.

"მინდა განმარტება გავაკეთო ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ ცილისმწამებლური კამპანიის შესახებ.

ჩემმა შვილმა თამარ გერგედავამ წარმატებით ჩააბარა გამოცდები "სორბონას უნივერსიტეტში" ინგლისურენოვან ფაკულტეტზე. რადგან აღნიშნულ ფაკულტეტზე სწავლა არ ფინანსდებოდა უნივერსიტეტის მიერ და დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ჩემი ოჯახი კი ვერ შეწვდებოდა საფასურის გადახდას, სასწავლებლად ვერ წავიდა. 2015 წლის ივლისში თამარმა იმავე უნივერსიტეტში ფრანგულენოვან ფაკულტეტზე ჩააბარა, რაც გაცილებით ნაკლებ ხარჯებთან იყო დაკავშრებული ფრანგულენოვანი პროგრამის გამო.

ჩემი შვილი პროფესიით იურისტია და ვიდრე "სორბონას უნივერსიტეტიდან "პასუხი მოვიდოდა, მან საკუთარი სურვილით, ისე რომ ოჯახის წევრებისთვის არ უთქვამს, ტესტირება გაიარა თბილისის მერიაში - 60 ქულიდან 58 ქულა მიიღო და იურიდიულ სამსახურში სპეციალისტად დაინიშნა. რამდენიმე თვის შემდეგ, დადებითი პასუხი მოვიდა უნივერსიტეტიდან და დღის წესრიგში მისი საფრანგეთში გამგზავრება დადგა. ჩემმა ოჯახმა გარკვეული თანხის მობილიზება მოახდინა, ხოლო ნაწილის მოძიებაში კი მისმა სამსახურმა მიიღო მონაწილეობა. თამარმა მე და დედამისს გვითხრა, რომ სამსახური უფინანსებდა საფრანგეთში გამგზავრებისთვის საჭირო თანხის ნაწილს. მე ჩავთვალე, რომ თბილისის მერიას ჰქონდა გარკვეული სახის პროგრამა ან ფონდი, რომელიც თანამშრომლებს განათლების მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარებოდა. ამის გამო არ დავინტერესებულვარ თბილისის მერია რა ფორმით და რა დოკუმენტაციით მოახდენდა საკუთარი თანამშრომლის დაფინანსებას. რა თქმა უნდა, რომ მცოდნოდა ჩემი შვილის დაფინანსება სოციალურად დაუცველის სტატუსით მოხდებოდა, ამას ნამდვილად არ დავუშვებდი, რადგან მეც და ყველა ვინც მე მიცნობს ზუსტად ვიცით რას ნიშნავს სოციალურად დაუცველი ადამიანები და მათი ტკივილი. არაერთხელ მქონია მათთან შეხება და პირადად საკუთარ თავზეც გამომიცდია, თუ რას ნიშნავს გაჭირვებისა და პრობლემების წინაშე მდგარი ადამიანი. დამიჯერეთ, არასდროს დავუშვებდი ასეთ რამეს. ეს ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემაა. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყოფილა უმძიმესი წუთები, ვყოფილვარ რთულ და გამოუვალ მდგომარეობაში, თუმცა დახმარების სათხოვნელად არასდროს არცერთი უწყებისთვის არ მიმიმართავს - მეგობრების გარდა არავინ შემიწუხებია. მას შემდეგ, რაც ჩემთვის ტელევიზიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ ჩემი შვილი დაფინანსდა სოციალურად დაუცველის სტატუსით და ვინაიდან აღნიშნული სტატუსი არ შეესაბამება სიმართლეს, მივიღე გადაწყვეტილება, ბანკიდან გამოვიტანე სესხი და აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე დავაბრუნე", - განაცხადა პროკურორმა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში 5 400 ლარის გადარიცხვის დამადასტურებელ ქვითარს აქვეყნებს.

თბილისის მერიის მიერ გერგედავას შვილის სწავლის მიზნით პარიზში ცხოვრების დასაფინანსებლად 5 400 ლარის გამოყოფის შესახებ ინფორმაცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" გუშინ გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."