საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერიის პასუხი ნიკა მელიას მიერ მოპოვებულ სკანდალურ დოკუმენტზე
თბილისის მერიის პასუხი ნიკა მელიას მიერ მოპოვებულ სკანდალურ დოკუმენტზე

თბი­ლი­სის მე­რია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის ნიკა მე­ლი­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ დო­კუ­მენტს ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ მე­რი­ამ პრო­კუ­რო­რის შვი­ლის საფ­რან­გეთ­ში სწავ­ლის ხარ­ჯე­ბი და­ა­ფი­ნან­სა.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უკვე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ში­და­უ­წყებ­რი­ვი მოკ­ვლე­ვაა და­წყე­ბუ­ლი.

"თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია გა­მო­ყოს ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, სხვა­დას­ხვა სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, თბი­ლი­სის მერი, დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით, ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­ცხა­დე­ბებს გა­ნი­ხი­ლავს მე­რი­ის გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც სა­კი­თხის და­დე­ბი­თად გა­და­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში, შუ­ამ­დგომ­ლობს მერ­თან კონ­კრე­ტუ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან თან­ხის გა­მო­ყო­ფის თა­ო­ბა­ზე.

2015 წლი­დან დღემ­დე ქ. თბი­ლი­სის მე­რი­ის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან სწავ­ლა 111 მო­ქა­ლა­ქეს და­უ­ფი­ნანსდა. რაც შე­ე­ხე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე სტუ­დენ­ტებს, 2015 წლის 1 იან­ვრი­დან დღემ­დე, "სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ხელ­შე­წყო­ბის" ქვეპ­როგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, დაკ­მა­ყო­ფილ­და 2 553 გან­ცხა­დე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვა­ში რა­ი­მე სა­ხის სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­დაც­დო­მა არ ფიქ­სირ­დე­ბა, სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, უკვე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, და­წყე­ბუ­ლია ში­და­უ­წყებ­რი­ვი მოკ­ვლე­ვა, კერ­ძოდ, ჩნდე­ბა კი­თხვა, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე მი­უ­თი­თა მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა ოჯა­ხის მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

მოკ­ვლე­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას სრულ­ყო­ფილ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდით. შე­სა­ბა­მი­სი და­სა­ბუ­თე­ბის არ არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებს ყვე­ლა ის პირი, ვინც, სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, გას­ცა არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია და რე­კო­მენ­და­ცია", - ნათ­ქვა­მია მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ: ნარ­მა­ნი­ამ პრო­კუ­რო­რის შვილს პა­რიზ­ში ცხოვ­რე­ბა და­უ­ფი­ნან­სა - რა დო­კუ­მენ­ტი მო­ი­პო­ვა ნიკა მე­ლი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისის მერიის პასუხი ნიკა მელიას მიერ მოპოვებულ სკანდალურ დოკუმენტზე

თბილისის მერიის პასუხი ნიკა მელიას მიერ მოპოვებულ სკანდალურ დოკუმენტზე

თბილისის მერია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ დოკუმენტს ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ მერიამ პროკურორის შვილის საფრანგეთში სწავლის ხარჯები დააფინანსა.

მათი ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, რის საფუძველზეც შიდაუწყებრივი მოკვლევაა დაწყებული.

"თბილისის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდი უფლებამოსილია გამოყოს ფულადი სახსრები, მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა სახის მომსახურების დაფინანსების მიზნით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერი, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ განათლების დაფინანსების მიზნით, შინაარსიდან გამომდინარე, განცხადებებს განიხილავს მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, რომელიც საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შუამდგომლობს მერთან კონკრეტული მოქალაქისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე.

2015 წლიდან დღემდე ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან სწავლა 111 მოქალაქეს დაუფინანსდა. რაც შეეხება, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტებს, 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე, "სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის" ქვეპროგრამის ფარგლებში, დაკმაყოფილდა 2 553 განცხადება.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში რაიმე სახის სამართლებრივი გადაცდომა არ ფიქსირდება, საკითხთან დაკავშირებით, უკვე ინფორმირებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, რის საფუძველზეც, დაწყებულია შიდაუწყებრივი მოკვლევა, კერძოდ, ჩნდება კითხვა, თუ რის საფუძველზე მიუთითა მერიის თანამშრომელმა ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

მოკვლევის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით. შესაბამისი დასაბუთების არ არსებობის შემთხვევაში, თანამდებობას დატოვებს ყველა ის პირი, ვინც, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გასცა არასწორი ინფორმაცია და რეკომენდაცია", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ: ნარმანიამ პროკურორის შვილს პარიზში ცხოვრება დაუფინანსა - რა დოკუმენტი მოიპოვა ნიკა მელიამ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."