საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციხისძირში, ასწლოვანი ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციაზე ოთხი ადამიანი დააკავეს
ციხისძირში, ასწლოვანი ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციაზე ოთხი ადამიანი დააკავეს

ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ცი­ხის­ძირ­ში, ას­წლო­ვა­ნი ხე­ე­ბის გა­დარ­გვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ა­ზე ოთხი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც AMBEBI.GE-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი ად­გი­ლი­დან იუ­წყე­ბა, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის სამი "პარ­ტი­ზა­ნი მე­ბა­ღე", ერთი კი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რია.

"პარ­ტი­ზა­ნი მე­ბა­ღე­ე­ბი" პო­ლი­ცი­ამ იმ დროს აიყ­ვა­ნა, რო­დე­საც ისი­ნი ტრაქ­ტო­რის კოვშში ჩას­ხდნენ და კომ­პა­ნია "ზი­მოს" თა­ნამ­შრომ­ლებს სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბის სა­შუ­ლე­ბა არ მის­ცეს. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რი ნო­დარ დუმ­ბა­ძე კი, პო­ლი­ცი­ას­თან შე­კა­მა­თე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს.

რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი პეტ­რე ზამ­ბა­ხი­ძე აცხა­დებს, რამ­დე­ნი­მე პი­რის და­კა­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად აქ­ცი­ას გა­ნაგ­რძო­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხი პი­რის და­კა­ვე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლით მოხ­და, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლის­თვის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნა­ზე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას გუ­ლის­ხმობს.

"პარ­ტი­ზა­ნი მე­ბა­ღე­ე­ბი" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი ცი­ხის­ძი­რის ყო­ფი­ლი სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბი­დან ას­წლო­ვა­ნი ხე­ე­ბის გა­დარ­გვას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ხე­ე­ბის და­სა­ცა­ვად მათ რამ­დე­ნი­მე დღის წინ კარ­ვე­ბიც გა­შა­ლეს და სა­დღე­ღა­მი­სო მო­რი­გე­ო­ბა და­ა­წე­სეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ციხისძირში, ასწლოვანი ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციაზე ოთხი ადამიანი დააკავეს

ციხისძირში, ასწლოვანი ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციაზე ოთხი ადამიანი დააკავეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ასწლოვანი ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციაზე ოთხი ადამიანი დააკავეს.

როგორც AMBEBI.GE-ის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაკავებულებს შორის სამი "პარტიზანი მებაღე", ერთი კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.

"პარტიზანი მებაღეები" პოლიციამ იმ დროს აიყვანა, როდესაც ისინი ტრაქტორის კოვშში ჩასხდნენ და კომპანია "ზიმოს" თანამშრომლებს სამუშაოების წარმოების საშულება არ მისცეს. "ნაციონალური მოძრაობის წევრი ნოდარ დუმბაძე კი, პოლიციასთან შეკამათებისთვის დააკავეს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რამდენიმე პირის დაკავების მიუხედავად აქციას განაგრძობენ.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყების ინფორმაციით, ოთხი პირის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლისთვის კანონიერ მოთხოვნაზე წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

"პარტიზანი მებაღეები" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხეების გადარგვას აპროტესტებენ. ხეების დასაცავად მათ რამდენიმე დღის წინ კარვებიც გაშალეს და სადღეღამისო მორიგეობა დააწესეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."