სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 უმთავრესი მესიჯი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლიდან
 15 უმთავრესი მესიჯი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლიდან

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ 2016 წელს სა­ქარ­თვე­ლო სწრაფ ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ზე უნდა იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოთხ ძი­რი­თად ინი­ცი­ა­ტი­ვას მი­ე­სალ­მე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლო უნდა აჰ­ყვეს დღე­ვან­დე­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის რიტმსა და მა­ჯის­ცე­მას. მუდ­მი­ვად ცვლად, გან­ვი­თა­რე­ბად სამ­ყა­რო­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბის სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი ათ­ვი­სე­ბა. 2016 წელს სა­ქარ­თვე­ლო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს სწრაფ ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ზე. ამი­ტომ, სა­ხელ­მწი­ფომ დიდი სა­მუ­შაო უნდა გას­წი­ოს მიმ­დი­ნა­რე სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბით და ჩვე­ნი ქვეყ­ნის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რდით კა­პი­ტა­ლის გლო­ბა­ლურ ბა­ზარ­ზე. ამ თვალ­საზ­რი­სით, მინ­და მი­ვე­სალ­მო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოთხ ძი­რი­თად ინი­ცი­ა­ტი­ვას ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. კერ­ძოდ: სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი; ბიზ­ნე­სის ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში და შე­სა­ბა­მი­სად, სწრა­ფი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი; აქ­ცენ­ტი რე­გი­ო­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა­ზე; და გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და გა­მოვ­ყო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ფორ­მი­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა. ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტის დამ­კვიდ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლომ უნდა უპა­სუ­ხოს თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­კუ­რენ­ცი­ის მა­ღალ მო­თხოვ­ნებს", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ყო­ველ­წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბით გა­მოს­ვლი­სას.

მი­სი­ვე თქმით, რე­ფორ­მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­სენ­სუ­სი არ­სე­ბობს და სა­ჭი­როა პო­ლი­ტი­კუ­რი ნება რე­ფორ­მის იმგვა­რად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გრძელ­ვა­დი­ან ინ­ტე­რე­სებს უპა­სუ­ხოს.

ვი­დეო: რო­გორ "ღა­და­ო­ბენ" "გირ­ჩე­ბი" პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა­ზე

"ჩვენ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი თა­ო­ბა უნდა ვაქ­ცი­ოთ ცოდ­ნა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი და პროგ­რეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვარ მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლად", - დას­ძი­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ყუ­რა­დღე­ბა ევ­რო­პუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლიზ­მის პრინ­ცი­პებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა.

ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი მი­იჩ­ნევს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ან პი­რა­დი და­პი­რის­პი­რე­ბა ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და პრო­ცე­სე­ბის შე­ლახ­ვა­ში არ უნდა გა­მო­ი­ხა­ტოს.

"აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბით შე­იც­ვა­ლოს. თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლიზ­მის იდე­ას ეფუძ­ნე­ბა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 25 წლის მან­ძილ­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­და, მათ მუდ­მი­ვად ესა­ჭი­რო­ე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა. ყვე­ლა სფე­რო­ში გან­ვი­თა­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი მუ­შა­ო­ბით უნდა იყოს მხარ­და­ჭე­რი­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­იც­ვა­ლოს ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბით. პო­ლი­ტი­კუ­რი ან პი­რა­დი და­პი­რის­პი­რე­ბა არ უნდა გა­მო­ი­ხა­ტოს ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და პრო­ცე­სე­ბის შე­ლახ­ვა­ში", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რის სის­ტე­მუ­რი რე­ფორ­მი­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის კუ­თხით.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ­სობ­რი­ვად მხო­ლოდ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გამ­წე­სე­ბა-გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ახ­ლე­ბურ რე­გუ­ლა­ცი­ებს შე­ე­ხო. ამ თვალ­საზ­რი­სით მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­მაჩ­ნია საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭოს და­ე­კის­როს პრო­კუ­რო­რე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნა-გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. ამას­თან, გაძ­ლი­ერ­დეს საბ­ჭო სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­მარ­თლის მეც­ნი­ერ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

ასე­ვე, უნდა გაგ­რძელ­დეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის რე­ფორ­მა. კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლა არას­დროს სრულ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს უნდა ჰქონ­დეთ გან­ცდა, რომ უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ და რომ კრი­მი­ნა­ლი მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

ვი­დეო: ვინ რო­გორ დახ­ვდა პრე­ზი­დენტს - პირ­ვე­ლი კად­რე­ბი პარ­ლა­მენ­ტი­დან

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის თქმით, ამას­თან ერ­თად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არ უნდა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვის ხარ­ჯზე.

"ამ მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ვად ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა და მათი ჩარ­თუ­ლო­ბა კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლის პრო­ცეს­ში. ამი­ტომ გა­ვაღ­რმა­ვოთ რე­ფორ­მა, და­ვა­ახ­ლო­ვოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი, შევ­ქმნათ მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი და მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი სრულ­ყო­ფი­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი ბაზა", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

პრე­ზი­დენ­ტმა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის მუ­შა­ო­ბა­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და რო­გორც გა­ნა­ცხა­და, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ჩა­დე­ნილ სის­ტე­მურ და­ნა­შა­ულ­თა თა­ო­ბა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის დას­მულ კი­თხვა­ზე, პა­სუ­ხად მი­ი­ღეს, რომ დევ­ნა და­წყე­ბუ­ლია 124 ადა­მი­ა­ნის მი­მართ.

"შარ­შან სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­ით დად­გე­ნილ ცხრათ­ვი­ან ვა­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვფიქ­რობ, ეს მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. ამას­თან ერ­თად აუ­ცი­ლებ­ლია, ჩვე­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის პრაქ­ტი­კა მი­ვუ­ახ­ლო­ვოთ ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან სწო­რი და ერ­თგვა­რო­ვა­ნი პრაქ­ტი­კის დად­გე­ნას გუ­ლის­ხმობს, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვარ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი კვლავ გა­უ­ცე­მე­ლია - სის­ტე­მურ და­ნა­შა­ულს სის­ტე­მუ­რი პა­სუ­ხი სჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენტს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს რე­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­მარ­თავს.

"სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა უნდა გაგ­რძელ­დეს. ამ პრო­ცე­სის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოქ­მე­დი სუ­ბი­ექ­ტია იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­და­სა­წყვე­ტია ის რე­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ მინ­და შე­მოგ­თა­ვა­ზოთ რამ­დე­ნი­მე ინი­ცი­ა­ტი­ვა: და­ი­ნერ­გოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მიერ მო­სა­მარ­თლე­თა გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით გამ­წე­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი; შე­იც­ვა­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს და­კომ­პლექ­ტე­ბის მე­ქა­ნიზ­მი იმგვა­რად, რომ საბ­ჭო­ში პრო­პორ­ცი­უ­ლად, სამი წევ­რით იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­სა­მარ­თლოს ყვე­ლა ინ­სტან­ცია; მო­სა­მარ­თლე­თა უვა­დოდ და­ნიშ­ვნი­სა და და­წი­ნა­უ­რე­ბის პრო­ცეს­ში უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სა­მეც­ნი­ე­რო-სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭოს მი­ე­ცეს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა; გაძ­ლი­ერ­დეს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სა­მეც­ნი­ე­რო-სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა და ფუნ­ქცი­ე­ბი სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კის ანა­ლი­ზი­სა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, სა­სა­მარ­თლო არის ერთ-ერთი ფუნ­და­მენ­ტი სა­ხელ­მწი­ფოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი მდგრა­დო­ბის.

"ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას. იმის­თვის, რომ მუ­შა­ობ­დეს და ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დეს ეფექ­ტუ­რი სა­სა­მარ­თლო და გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა, პირ­ველ რიგ­ში სა­ჭი­როა კა­ნო­ნე­ბი. სა­ჭი­როა პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, რომ არ მოხ­დეს მო­სა­მარ­თლე­ზე ზე­წო­ლა და სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გამ­რუ­დე­ბა და შერ­ყე­ვა. თა­ვის მხრივ, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა მთა­ვარ სუ­ბი­ექტს - მო­სა­მარ­თლეს აკის­რია. შე­სა­ბა­მი­სად მისი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც თქვენც, მეც, მთავ­რო­ბაც ხალ­ხის მიერ შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­დარ­ჩე­უ­ლი, ხოლო მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ვამ­წე­სებთ, ვამ­წე­სებთ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ვა­დით. მე, ჩემი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სიბ­რტყე­ში ვა­ხორ­ცი­ე­ლებ ისეთ შერ­ჩე­ვას მო­სა­მარ­თლე­ე­ბის, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა მათ რე­პუ­ტა­ცი­ას, შე­უ­ბღა­ლავ ავ­ტო­რი­ტეტს და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს. ასე­თი მიდ­გო­მა იყო მა­ნამ­დეც, ასე­თი მიდ­გო­მა გაგ­რძელ­დე­ბა მე­რეც, ასე­თი მიდ­გო­მის ფარ­გლებ­ში, რო­გორც უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში, ასე­ვე სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ჩემ მიერ წარ­დგე­ნი­ლი და თქვენს მიერ გამ­წე­სე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ უმაღ­ლეს სტან­დარტს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მო­სახ­ლე­ო­ბას ამ უმაღ­ლეს ინ­სტან­ცი­ებ­ში უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სა­მარ­თლის მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ", - აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას, "გა­ზპ­რომ­თან" მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ახ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს პრო­ცე­სი ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მან­და­ტით, დად­გე­ნი­ლი წი­თე­ლი ხა­ზე­ბის ფარ­გლებ­ში გამჭვირ­ვა­ლედ უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს.

"გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი და გან­სა­კუთ­რე­ბით ენერ­გო­თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რბი­ლი ძა­ლის ნა­წი­ლია. მი­წევს გა­ვი­მე­ო­რო - "გა­ზპ­რო­მი" არ არის მხო­ლოდ ენერ­გე­ტი­კა. არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ, რომ, რუ­სე­თი ეკო­ნო­მი­კურ ბერ­კე­ტებს პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნით იყე­ნებს, ამი­ტომ "გა­ზპ­რომ­თან" მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მან­და­ტით, დად­გე­ნი­ლი წი­თე­ლი ხა­ზე­ბის ფარ­გლებ­ში გამჭვირ­ვა­ლედ უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო - რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლია და ერ­თი­ან ევ­რო­პულ, ნა­თელ გზავ­ნილს სა­ჭი­რო­ებს.

"სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მთა­ვარ პრობ­ლე­მად კვლა­ვაც ახალ­გაზ­რდა დე­მოკ­რა­ტი­ე­ბის დაც­ვა და კონ­ფლიქ­ტე­ბი რჩე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო, მოლ­დო­ვა, უკ­რა­ი­ნა - აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგა­ნან. შარ­შან ჩვენ­თან ერ­თად სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­ი­ზი­ა­რა შეშ­ფო­თე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ აფხა­ზეთ­თან და სამ­ხრეთ ოსეთ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის გამო. ამა­ზე პა­სუ­ხი ოკუ­პა­ცი­ი­სა და ახა­ლი გამ­ყო­ფი ხა­ზე­ბის და­უშ­ვებ­ლო­ბის ერ­თი­ა­ნი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა უნდა გახ­დეს. შავი ზღვი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი სწო­რედ სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ტექ­სტში უნდა გა­და­იჭ­რას", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო - რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ჭი­რო­ებს გზავ­ნილს, რომ რო­გორც ყვე­ლა სხვა ქვე­ყა­ნას­თან, სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთ­თა­ნაც ეს­წრა­ფის თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ციპ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს.

"ეს ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ჭი­რო­ებს გზავ­ნილს, რომ ერ­თი­ა­ნი, სტა­ბი­ლუ­რი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო კავ­კა­სი­ა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის, წინსვლი­სა და მე­ზობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თმომ­გე­ბი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­რან­ტია. რომ, ვერც ერთი ქვეყ­ნის, მათ შო­რის ვერც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კე­თილ­დღე­ო­ბა ვერ იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ი­სა და მისი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფით. კი­დევ ერთხელ, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი, ვა­დას­ტუ­რებ სა­ქარ­თვე­ლოს სწრაფ­ვას კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი, ერ­თმა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სათ­ვის", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ასე­ვე გა­ე­როს, ეუ­თო­სა და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის საქ­მე­ში.

"ამ მი­მარ­თე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ე­რო­ში ლტოლ­ვილ­თა და დევ­ნილ­თა დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ რე­ზო­ლუ­ცი­ის მხარ­დამ­ჭერ­თა ზრდის ტენ­დენ­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. იმავდრო­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას, ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­ე­ცეთ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სი­კე­თე­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლამ და­ი­ნა­ხოს და ირ­წმუ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყო, არის და იქ­ნე­ბა ევ­რო­პუ­ლი სივ­რცის გა­ნუ­ყო­ფე­ლი შე­მად­გე­ნე­ლი. ამ ვი­თა­რე­ბა­ში რუ­სუ­ლი რბი­ლი ძა­ლის შე­ტე­ვე­ბის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა ჩვენს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან", - გან­მარ­ტა ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა.

რო­გორც ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლომ შეძ­ლო სრუ­ლად და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა მო­თხოვ­ნა.

"ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა უმოკ­ლეს პე­რი­ოდ­ში გა­იხ­სნას ევ­რო­კავ­ში­რის სა­ზღვრე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის. 2016 წელს უნდა შევ­ძლოთ მე­ტის გა­კე­თე­ბა. ჩვენ უნდა გა­ვა­აქ­ტი­უ­როთ აშშ-სთან ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. გარ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში ახა­ლი იმ­პულ­სის გა­ჩე­ნი­სა, ჩვენს მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­თან ბევრ სხვა სფე­რო­შიც გვაქვს ჯე­რაც აუთ­ვი­სე­ბე­ლი რე­სურ­სი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბი­სათ­ვის. დღეს ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა უმოკ­ლეს პე­რი­ოდ­ში გა­იხ­სნას ევ­რო­კავ­ში­რის სა­ზღვრე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

პრე­ზი­დენ­ტმა მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

"სრულ­ფა­სო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით ჯან­სა­ღი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის გა­რან­ტი არის მე­დია. ჩვე­ნი ვა­ლია უზ­რუნ­ველ­ვყოთ და და­ვიც­ვათ სი­ტყვის, გა­მო­ხატ­ვი­სა და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს მე­დია მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და ეს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­პო­ვა­რია, რო­მელ­საც მუდ­მი­ვი დაც­ვა და გაძ­ლი­ე­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ეს პრო­ცე­სი კი­დევ უნდა გაღ­რმავ­დეს. მე­დი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლის შე­ტა­ნა შე­უძ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი ეთი­კის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის დამ­კვიდ­რე­ბას, რაც გუ­ლის­ხმობს სა­ჯა­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პო­ლი­ტი­კოს­თა მხრი­დან კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­ის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის შე­ფა­სე­ბა­სა და გან­სჯა­ზე უა­რის თქმას. ასე­თი თვით­შე­ზღუდ­ვა ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის დამ­კვიდ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­საც წარ­მო­ად­გენს", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი პი­რის, მათ შო­რის მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია მათ მი­მართ უკა­ნო­ნო თვალ­თვა­ლის და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის კად­რე­ბით ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის მცდე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

"ეს გა­რე­მო­ე­ბა კი­დევ ერთხელ მი­უ­თი­თებს, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის და­სა­ცა­ვად ჯერ კი­დევ გა­და­სად­გმე­ლია რო­გორც პრაქ­ტი­კუ­ლი, ასე­ვე სის­ტე­მუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩემს ვე­ტო­ში იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს, მისი შე­ფა­სე­ბით, ის საკ­მა­ოდ ძლი­ე­რია.

"თუმ­ცა იგი მხო­ლოდ ნა­წი­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა, რომ­ლის უმ­თავ­რე­სი და­საყ­რდე­ნიც აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქეა. უნდა გა­ი­ზარ­დოს პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის გან­სა­ზღვრის, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­თა მი­ღე­ბის პრო­ცე­სებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის როლი, გაძ­ლი­ერ­დეს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ხმა", - აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის აზ­რით, პო­ლი­ტი­კოს­თა მხრი­დან კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­ის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის შე­ფა­სე­ბა­სა და გან­სჯა­ზე უა­რის თქმა მე­დი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში დიდ წვლილს შე­ი­ტან­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ცვლი­ლე­ბე­ბი დღეს­ვე უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რათა სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მე­ბი მუდ­მი­ვად ცა­იტ­ნო­ტის რე­ჟიმ­ში არ ტარ­დე­ბო­დეს.

რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, 2012 წლის შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოს­წორ­და, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ ტენ­დენ­ცი­ის გაღ­რმა­ვე­ბა.

"უდა­ვოა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას­თან და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ უნდა და­ის­ვას კი­თხვე­ბი, რო­გორც მო­ნა­წი­ლე სუ­ბი­ექ­ტე­ბის, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თუ დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მხრი­დან. არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვის ნიშ­ნე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა მო­გე­ბუ­ლი მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა, თუმ­ცა მთლი­ა­ნად სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვერ იქ­ნე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. ამას­თა­ნა­ვე, ჩვენ უნდა ვის­წრა­ფო­დეთ იმ ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის დამ­კვიდ­რე­ბის­თვის, რაც პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის მიერ ერ­თმა­ნე­თის აღი­ა­რე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს. პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა ოპო­ნენტს გა­ნი­ხი­ლავს მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ, და არა მტრად. სტა­ბი­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს დამ­კვიდ­რე­ბა გუ­ლის­ხმობს არა მხო­ლოდ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის და კენ­ჭისყ­რის დღეს, არა­მედ თა­ვად არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის წე­სებ­ზე მო­ნა­წი­ლე პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბის მაქ­სი­მა­ლურ კონ­სენ­სუსს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ერთ-ერთ ასეთ სა­კი­თხზე - სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ზე, გა­სულ წელს მთე­ლი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი, რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო, ასე­ვე არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი, გა­ერ­თი­ან­დნენ.

"ყვე­ლა გა­ერ­თი­ან­და ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვის ირ­გვლივ - რაც მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის უფრო სა­მარ­თლი­ა­ნი - პრო­პორ­ცი­უ­ლი პრინ­ცი­პით ჩა­ნაც­ვლე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს. ეს თან­ხმო­ბა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ, რაც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე 240 ათა­სამ­დე ამომ­რჩევ­ლის ხელ­მო­წე­რი­თაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. გან­სხვა­ვე­ბა დღეს მხო­ლოდ ამ უკე­თე­სი და შე­თან­ხმე­ბუ­ლი მო­დე­ლის და­ნერგვის თა­რიღ­შია - 2016 თუ 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბი. ჩვენ კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ პო­ლი­ტი­კურ სპექტრს სა­არ­ჩევ­ნო ცვლი­ლე­ბა უკვე 2016 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის გან­ხორ­ცი­ელ­დეს. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა რე­ა­ლუ­რია და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ არა მხო­ლოდ 2016, არა­მედ 2017 და 2018 წლე­ბი სა­არ­ჩევ­ნოა. შე­სა­ბა­მი­სად ის ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ თვალ­საზ­რი­სით გა­სა­ტა­რე­ბე­ლია, დღეს­ვე უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რათა სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მე­ბი მუდ­მი­ვად ცა­იტ­ნო­ტის რე­ჟიმ­ში არ ტარ­დე­ბო­დეს", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის აზ­რით, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გა­და­ხედ­ვა სა­ჭი­როა წამ­ყვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით.

"ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნოს - ეროვ­ნუ­ლი ბან­კის როლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ცვლი­ლე­ბე­ბი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც მე ვერ გა­ვი­ზი­ა­რე. მალე, ჩვე­ნი გან­წყო­ბა გა­ამ­ყა­რა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ ეროვ­ნულ ბანკთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბამ. ვფიქ­რობ, არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში, სა­ჭი­როა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გა­და­ხედ­ვა წამ­ყვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ამ ეტაპ­ზე სრუ­ლად არ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო შე­თან­ხმე­ბა.

რო­გორც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან პერ­სპექ­ტი­ვას ქმნის თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­გორც ჩი­ნეთ­თან, ასე­ვე შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან, რაც მრა­ვალ სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის­თვის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

"აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ეტაპ­ზე სრუ­ლად არ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო შე­თან­ხმე­ბა. კერ­ძოდ, უნდა დად­გინ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს შე­და­რე­ბი­თი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­თან და მის სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, გა­მო­იკ­ვე­თოს კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი დარ­გე­ბი. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ულე­ვი რე­სურ­სი ჩვენს უნი­კა­ლურ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ და გე­ოგ­რა­ფი­ულ პო­ტენ­ცი­ალ­შია. ტრან­ზი­ტუ­ლი, ენერ­გე­ტი­კუ­ლი, ტუ­რიზ­მის, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პო­ტენ­ცი­ა­ლი ბუ­ნე­ბის­გან გვაქვს ბო­ძე­ბუ­ლი, მაგ­რამ მხო­ლოდ მა­შინ, თუ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის მო­ვიც­ლით", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

15 უმთავრესი მესიჯი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლიდან

 15 უმთავრესი მესიჯი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლიდან

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ 2016 წელს საქართველო სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე უნდა იყოს ორიენტირებული და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას მიესალმება.

"საქართველო უნდა აჰყვეს დღევანდელი ცივილიზაციის რიტმსა და მაჯისცემას. მუდმივად ცვლად, განვითარებად სამყაროში აუცილებელია ჩვენი შესაძლებლობებისა და კონკურენტული უპირატესობების სწრაფი და ეფექტური ათვისება. 2016 წელს საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე. ამიტომ, სახელმწიფომ დიდი სამუშაო უნდა გასწიოს მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების გაძლიერებით და ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდით კაპიტალის გლობალურ ბაზარზე. ამ თვალსაზრისით, მინდა მივესალმო პრემიერ-მინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. კერძოდ: სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებული რეფორმები; ბიზნესის ჩართულობის უზრუნველყოფა მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და შესაბამისად, სწრაფი გადაწყვეტილებები; აქცენტი რეგიონულ განვითარებასა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე; და განსაკუთრებით მინდა გამოვყო განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების ინიციატივა. ხარისხიანი განათლების სტანდარტის დამკვიდრებით საქართველომ უნდა უპასუხოს თანამედროვე კონკურენციის მაღალ მოთხოვნებს", - განაცხადა მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მისივე თქმით, რეფორმის აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს და საჭიროა პოლიტიკური ნება რეფორმის იმგვარად განსახორციელებლად, რომ განათლების სისტემამ საზოგადოების გრძელვადიან ინტერესებს უპასუხოს.

ვიდეო: როგორ "ღადაობენ" "გირჩები" პრეზიდენტის გამოსვლაზე

"ჩვენ განათლებული თაობა უნდა ვაქციოთ ცოდნაზე დამყარებული და პროგრესზე ორიენტირებული საზოგადოების მთავარ მამოძრავებელ ძალად", - დასძინა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილმა ყურადღება ევროპული კონსტიტუციონალიზმის პრინციპებზე გაამახვილა.

ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ან პირადი დაპირისპირება ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი, კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და პროცესების შელახვაში არ უნდა გამოიხატოს.

"აუცილებელია, რომ გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი პერსონიფიცირებული ურთიერთობები ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული მუშაობით შეიცვალოს. თანამედროვე ევროპული სახელმწიფო კონსტიტუციონალიზმის იდეას ეფუძნება და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა, მათ მუდმივად ესაჭიროება განვითარება და გაძლიერება. ყველა სფეროში განვითარება სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი მუშაობით უნდა იყოს მხარდაჭერილი. აუცილებელია, რომ გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი პერსონიფიცირებული ურთიერთობები შეიცვალოს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული მუშაობით. პოლიტიკური ან პირადი დაპირისპირება არ უნდა გამოიხატოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი, კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და პროცესების შელახვაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა განხორციელდეს პროკურატურის სისტემური რეფორმირება, განსაკუთრებით ანგარიშვალდებულების და ინსტიტუციური პასუხისმგებლობის კუთხით.

"პროკურატურის შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები არსობრივად მხოლოდ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესება-გათავისუფლების ახლებურ რეგულაციებს შეეხო. ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილად მიმაჩნია საპროკურორო საბჭოს დაეკისროს პროკურორების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილება. ამასთან, გაძლიერდეს საბჭო სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლის მეცნიერთა მონაწილეობით.

ასევე, უნდა გაგრძელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა. კრიმინალთან ბრძოლა არასდროს სრულდება. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრობენ და რომ კრიმინალი მარგინალიზებული და მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვიდეო: ვინ როგორ დახვდა პრეზიდენტს - პირველი კადრები პარლამენტიდან

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამასთან ერთად, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა არ უნდა ხორციელდებოდეს უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ხარჯზე.

"ამ მხრივ მნიშვნელოვანია თავად ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა და მათი ჩართულობა კრიმინალთან ბრძოლის პროცესში. ამიტომ გავაღრმავოთ რეფორმა, დავაახლოვოთ საზოგადოება და სამართალდამცავი, შევქმნათ მარეგულირებელი და მაკონტროლებელი სრულყოფილი სამართლებრივი ბაზა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა მართლმსაჯულების ორგანოების მუშაობაზეც გაამახვილა ყურადღება და როგორც განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ სისტემურ დანაშაულთა თაობაზე პროკურატურისთვის დასმულ კითხვაზე, პასუხად მიიღეს, რომ დევნა დაწყებულია 124 ადამიანის მიმართ.

"შარშან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, წინასწარი პატიმრობის კონსტიტუციით დადგენილ ცხრათვიან ვადასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს მისასალმებელია. ამასთან ერთად აუცილებლია, ჩვენი მართლმსაჯულების ორგანოების პრაქტიკა მივუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს, რაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სწორი და ერთგვაროვანი პრაქტიკის დადგენას გულისხმობს, მაგრამ საზოგადოების მთავარ კითხვაზე პასუხი კვლავ გაუცემელია - სისტემურ დანაშაულს სისტემური პასუხი სჭირდება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით რამდენიმე ინიციატივით მიმართავს.

"სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და გაძლიერება უნდა გაგრძელდეს. ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი სუბიექტია იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდება ამ მიმართულებით, მაგრამ მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ინიციატივა: დაინერგოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით გამწესებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი; შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მექანიზმი იმგვარად, რომ საბჭოში პროპორციულად, სამი წევრით იყოს წარმოდგენილი სასამართლოს ყველა ინსტანცია; მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მიეცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის რეკომენდაციების მიცემის უფლება; გაძლიერდეს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და ფუნქციები სასამართლო პრაქტიკის ანალიზისა და მართლმსაჯულების კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლების მიზნით", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სასამართლო არის ერთ-ერთი ფუნდამენტი სახელმწიფოს, საზოგადოების და ქვეყნის პოლიტიკური მდგრადობის.

"ამ მიმართულებით რამდენიმე საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. იმისთვის, რომ მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს ეფექტური სასამართლო და განხორციელდეს სასამართლო რეფორმა, პირველ რიგში საჭიროა კანონები. საჭიროა პოლიტიკური ნება, რომ არ მოხდეს მოსამართლეზე ზეწოლა და სასამართლო ხელისუფლების გამრუდება და შერყევა. თავის მხრივ, სასამართლო სისტემაში განსაკუთრებული დატვირთვა მთავარ სუბიექტს - მოსამართლეს აკისრია. შესაბამისად მისი შერჩევის პრინციპები და პროცედურები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს განსაკუთრებით ისეთ ვითარებაში, როდესაც თქვენც, მეც, მთავრობაც ხალხის მიერ შეიძლება იყოს გადარჩეული, ხოლო მოსამართლეები, რომლებსაც ვამწესებთ, ვამწესებთ ჩვენი ცხოვრების ვადით. მე, ჩემი უფლებამოსილების და პასუხისმგებლობის სიბრტყეში ვახორციელებ ისეთ შერჩევას მოსამართლეების, რომელიც ეფუძნება მათ რეპუტაციას, შეუბღალავ ავტორიტეტს და პროფესიონალიზმს. ასეთი მიდგომა იყო მანამდეც, ასეთი მიდგომა გაგრძელდება მერეც, ასეთი მიდგომის ფარგლებში, როგორც უზენაეს სასამართლოში, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემ მიერ წარდგენილი და თქვენს მიერ გამწესებული მოსამართლეები დააკმაყოფილებენ უმაღლეს სტანდარტს. შესაბამისად, ჩვენ მოსახლეობას ამ უმაღლეს ინსტანციებში უმაღლესი ხარისხის სამართლის მიღწევის საშუალება ექნებათ", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას, "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებები ახსენა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მანდატით, დადგენილი წითელი ხაზების ფარგლებში გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს.

"გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური და განსაკუთრებით ენერგოთანამშრომლობა რბილი ძალის ნაწილია. მიწევს გავიმეორო - "გაზპრომი" არ არის მხოლოდ ენერგეტიკა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ, რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნით იყენებს, ამიტომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მანდატით, დადგენილი წითელი ხაზების ფარგლებში გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო - რუსეთის ურთიერთობები ევროპული პოლიტიკის ნაწილია და ერთიან ევროპულ, ნათელ გზავნილს საჭიროებს.

"საერთო ევროპული უსაფრთხოების მთავარ პრობლემად კვლავაც ახალგაზრდა დემოკრატიების დაცვა და კონფლიქტები რჩება. საქართველო, მოლდოვა, უკრაინა - აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე წარმატებული ქვეყნები ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის წინაშე დგანან. შარშან ჩვენთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებამ გაიზიარა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულების გაფორმების გამო. ამაზე პასუხი ოკუპაციისა და ახალი გამყოფი ხაზების დაუშვებლობის ერთიანი ევროატლანტიკური პოლიტიკა უნდა გახდეს. შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უსაფრთხოების პრობლემები სწორედ საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში უნდა გადაიჭრას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველო - რუსეთის ურთიერთობები საჭიროებს გზავნილს, რომ როგორც ყველა სხვა ქვეყანასთან, საქართველო რუსეთთანაც ესწრაფის თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.

"ეს ურთიერთობა საჭიროებს გზავნილს, რომ ერთიანი, სტაბილური, განვითარებული, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო კავკასიაში უსაფრთხოების გაძლიერების, წინსვლისა და მეზობლებთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის გარანტია. რომ, ვერც ერთი ქვეყნის, მათ შორის ვერც რუსეთის ფედერაციის კეთილდღეობა ვერ იქნება მიღწეული მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და მისი მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფით. კიდევ ერთხელ, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ვადასტურებ საქართველოს სწრაფვას კეთილმეზობლური, ერთმანეთის ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობებისათვის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება, ასევე გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების საქმეში.

"ამ მიმართებით მნიშვნელოვანია გაეროში ლტოლვილთა და დევნილთა დაბრუნების შესახებ რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის ტენდენციის შენარჩუნება. იმავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ყველამ დაინახოს და ირწმუნოს, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ევროპული სივრცის განუყოფელი შემადგენელი. ამ ვითარებაში რუსული რბილი ძალის შეტევების გასანეიტრალებლად აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან", - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, საქართველომ შეძლო სრულად დაეკმაყოფილებინა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა.

"ჩვენი ამოცანაა უმოკლეს პერიოდში გაიხსნას ევროკავშირის საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის. 2016 წელს უნდა შევძლოთ მეტის გაკეთება. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობები. გარდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებაში ახალი იმპულსის გაჩენისა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ბევრ სხვა სფეროშიც გვაქვს ჯერაც აუთვისებელი რესურსი თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. დღეს ჩვენი ამოცანაა უმოკლეს პერიოდში გაიხსნას ევროკავშირის საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"სრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრების, განსაკუთრებით ჯანსაღი საარჩევნო პროცესის გარანტი არის მედია. ჩვენი ვალია უზრუნველვყოთ და დავიცვათ სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება. თავისუფალი მედია ხელშეუხებელია. დღეს საქართველოში არსებობს მედია მრავალფეროვნება და ეს ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომელსაც მუდმივი დაცვა და გაძლიერება სჭირდება. ეს პროცესი კიდევ უნდა გაღრმავდეს. მედიის დამოუკიდებლობის გაძლიერებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია პოლიტიკური ეთიკის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, რაც გულისხმობს საჯარო ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსთა მხრიდან კონკრეტული მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასებასა და განსჯაზე უარის თქმას. ასეთი თვითშეზღუდვა ევროპული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების საფუძველსაც წარმოადგენს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში არაერთი პირის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მხრიდან, გავრცელდა ინფორმაცია მათ მიმართ უკანონო თვალთვალის და პირადი ცხოვრების კადრებით ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ.

"ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად ჯერ კიდევ გადასადგმელია როგორც პრაქტიკული, ასევე სისტემური ნაბიჯები, რომელიც გარკვეულწილად ჩემს ვეტოში იყო წარმოდგენილი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, მისი შეფასებით, ის საკმაოდ ძლიერია.

"თუმცა იგი მხოლოდ ნაწილია სამოქალაქო საზოგადოებისა, რომლის უმთავრესი დასაყრდენიც აქტიური მოქალაქეა. უნდა გაიზარდოს პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრის, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების როლი, გაძლიერდეს თითოეული მოქალაქის ხმა", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, პოლიტიკოსთა მხრიდან კონკრეტული მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასებასა და განსჯაზე უარის თქმა მედიის დამოუკიდებლობის გაძლიერებაში დიდ წვლილს შეიტანდა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ცვლილებები დღესვე უნდა გავითვალისწინოთ, რათა საარჩევნო რეფორმები მუდმივად ცაიტნოტის რეჟიმში არ ტარდებოდეს.

როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებზე მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა აუცილებელია ამ ტენდენციის გაღრმავება.

"უდავოა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან და სამართლიანობასთან დაკავშირებით არ უნდა დაისვას კითხვები, როგორც მონაწილე სუბიექტების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების თუ დამკვირვებლების მხრიდან. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების არსებობის შემთხვევაში კი ჩვენ გვეყოლება მოგებული მხოლოდ პოლიტიკური ელიტა, თუმცა მთლიანად სახელმწიფო და საზოგადოება ვერ იქნება გამარჯვებული. ამასთანავე, ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ იმ ევროპული სტანდარტის დამკვიდრებისთვის, რაც პოლიტიკური ოპონენტების მიერ ერთმანეთის აღიარებაში მდგომარეობს. პოლიტიკური კულტურა ოპონენტს განიხილავს მოწინააღმდეგედ, და არა მტრად. სტაბილური საარჩევნო გარემოს დამკვიდრება გულისხმობს არა მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესის და კენჭისყრის დღეს, არამედ თავად არჩევნების ჩატარების წესებზე მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების მაქსიმალურ კონსენსუსს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთ ასეთ საკითხზე - საარჩევნო სისტემაზე, გასულ წელს მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო სექტორი, გაერთიანდნენ.

"ყველა გაერთიანდა ერთი პოლიტიკური ხედვის ირგვლივ - რაც მაჟორიტარული სისტემის უფრო სამართლიანი - პროპორციული პრინციპით ჩანაცვლებაში მდგომარეობს. ეს თანხმობა გაზიარებულია ჩვენი საზოგადოების მიერ, რაც საკანონმდებლო ინიციატივაზე 240 ათასამდე ამომრჩევლის ხელმოწერითაა დადასტურებული. განსხვავება დღეს მხოლოდ ამ უკეთესი და შეთანხმებული მოდელის დანერგვის თარიღშია - 2016 თუ 2020 წლის არჩევნები. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკურ სპექტრს საარჩევნო ცვლილება უკვე 2016 წლის არჩევნებისთვის განხორციელდეს. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებლობა რეალურია და მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოსთვის. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ 2016, არამედ 2017 და 2018 წლები საარჩევნოა. შესაბამისად ის ცვლილებები, რომლებიც ამ თვალსაზრისით გასატარებელია, დღესვე უნდა გავითვალისწინოთ, რათა საარჩევნო რეფორმები მუდმივად ცაიტნოტის რეჟიმში არ ტარდებოდეს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის აზრით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობის გადახედვა საჭიროა წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით.

"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციური ორგანოს - ეროვნული ბანკის როლი. მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობაში, რომელიც მე ვერ გავიზიარე. მალე, ჩვენი განწყობა გაამყარა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცვლილებების მოქმედების შეჩერებამ. ვფიქრობ, არსებულ ვითარებაში, საჭიროა ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობის გადახედვა წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სრულად არ არის გამოყენებული ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პერსპექტივას ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები, როგორც ჩინეთთან, ასევე შეერთებულ შტატებთან, რაც მრავალ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის გააქტიურებას საჭიროებს.

"აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სრულად არ არის გამოყენებული ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. კერძოდ, უნდა დადგინდეს საქართველოს შედარებითი უპირატესობები ევროპის ქვეყნებთან და მის სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში, გამოიკვეთოს კონკურენტუნარიანი დარგები. ჩვენი ქვეყნის ულევი რესურსი ჩვენს უნიკალურ გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ პოტენციალშია. ტრანზიტული, ენერგეტიკული, ტურიზმის, სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი ბუნებისგან გვაქვს ბოძებული, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის მოვიცლით", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."